USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
«The Hill» (აშშ): „ამერიკელების სულ უფრო მცირე რაოდენობა თვლის რუსეთს და ჩინეთს აშშ-ის მთავარ საფრთხეებად“
дата:  528

„ამერიკის უბოროტეს მტერთა სიაში რუსეთს პირველი ადგილი აღარ აქვს დაკავებული“, - წერს სოციოლოგიურ გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ამერიკული გაზეთი „ჰილი“ (The Hill), რომელიც აშშ-ის კონგრესთან დაახლოებულ გამოცემად ითვლება. სტატიაში სათაურით „სულ უფრო ცოტა ამერიკელი თვლის რუსეთს და ჩინეთს აშშ-ის მთავარ საფრთხეებად“ (ავტორი ლაურენ სფორცა). „გასული წლიდან მათი წილი, ვინც ამერიკის პრობლემების გამო რუსეთს ადანაშაულებს, 50%-დან 41%-მდე შემცირდა“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის „გელაპის ინსტიტუტის“ (დააარსა სოციოლოგიის პროფესორმა ჯორჯ გელაპმა 1935 წელს) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელებს თანდათანობით უქრებათ შიში რუსეთისა და ჩინეთის მიმართ, რომლებსაც აშშ-ის მთავარ საფრთხეებად აღარ თვლიან. ამჟამად მხოლოდ რესპოდენტთა 41% მიიჩნევს ჩინეთს „უდიდეს მტრად“ და მხოლოდ 26%-მა განაცხადა იგივე რუსეთის მიმართ. ეს მონაცემები მცირეა გასულ წელთან შედარებით, როცა გამოკითხულთა 50%-მა ამერიკის მყრად ჩინეთი დაასახელა, ხოლოდ 32%-მა - რუსეთი.

ამერიკელი რესპუბლიკელები ხშირად ასახელებენ ჩინეთს აშშ-ის მთავარ მტრად (67%), ხოლო დემოკრატები - რუსეთს (48%).

„გელაპის“ მონაცემებით, მატულობს იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც ირანს აშშ-ის მთავარ საფრთხედ თვლის: 2023 წელს მათი რაოდენობა 2% იყო, 2024 წელს კი - 9%.

გარდა ამისა, ამერიკელთა 5% თვლის, რომ მათი ყველაზე უბოროტესი მტერია თვითონ აშშ-ის ხელისუფლება. ეს რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე გასულ წელს (1%). სოციოლოგებმა აღნიშნეს, რომ 5% - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2005 წლიდან.

გამოკითხვამ, რომლის შედეგები ორშაბათს, 18 მარტს გამოქვეყნდა, ასევე აჩვენა, რომ ამერიკელების თვალში ყველაზე ხელსაყრელი რეიტინგი აქვს კანადას და იაპონიას - ორივემ  83%-იანი დადებითი შეფასება მიიღო.

წყარო: https://thehill.com/policy/international/4538850-fewer-americans-say-china-russia-top-threats-to-us-gallup/

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати