USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Tbilisi
«The New York Post» (აშშ): „დემოკრატებმა, თუ პარტიის რეპუტაციაზე ზრუნავენ, ნაბიჯი უნდა გადადგან და ხალხს ჯო ბაიდენის შესახებ სიმართლე უნდა განუცხადონ“
Date:  

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ პოსტში“ (The New York Post) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „დემოკრატებმა, თუ პარტიის რეპუტაციაზე ზრუნავენ, ნაბიჯი უნდა გადადგან და ხალხს ჯო ბაიდენის შესახებ სიმართლე უნდა განუცხადონ“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორონ და აღიარონ, რომ ჯო ბაიდენს, უბრალოდ, აღარ სეუძლია კიდევ ოთხი წლის განმავლობაში პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პროკურორმა რობერტ ჰიორმა გულწრფელად განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ 2017 წელს დაუდგინეს მახსოვრობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემა

მართალია, თეთრი სახლი ძალიან ცდილობს გაანეიტრალოს სპეციალური პროკურორის  ნათქვამი და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, მაგრამ ფაქტია, რომ დღესაც თვით პრეზიდენტის მოქმედებაც ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გონებრივი უნარ-შესაძლებლობები ძალიან დაბალია და განუხრელად მცირდება, იგი ერთმანეთში ხშირად ურევს ოლაფ შოლცს და ჰელმუტ კოლს, ეგვიპტისა და მექსიკის პრეზიდენტებს და სხვა ლიდერებს.

დემოკრატებს ესმით, რომ ჯო ბაიდენი მოხუცებულობის სრულფასოვანი მარაზმის ზღურბლზე დგას. მათ უფრო უკეთესი პიროვნება ჭირდებათ პრეზიდენტობის კანდიდატის სახით, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს: მას თითქმის იგივე პიარ-პრობლემები აქვს და უფრო მეტიც - ამომრჩევლებს შორის იგი პოპულარული არ არის. დემოკრატებს შეუძლიათ კანდიდატად მიჩიგანის შტატის გუბერნატორი გრეტხენ უიტმერი ან კალიფორნიის შტატის მმართველი გევინ ნიუსომი წამოაყენონ. და თუ „ვირები“ ასე გადაწყვეტენ, აღნიშნულ პოლიტიკოსებს რაც შეიძლება სწრაფად მოუწევთ „თამაშში ჩართვა“, რადგან დრო ცოტა რჩება.

სხვათა შორის, დემოკრატების უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვთქვათ, სენატის ფრაქციის ხელმძღვანელი ჩაკ შუმერი და წარმომადგენელთა პალატის ყოფილო ვიცე-სპიკერო ნენსი პალოსი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ სიტუაციაში ჩაერიონ - ისე, როგორც ეს გააკეთეს მათმა კოლეგა-რესპუბლიკელებმა 50 წლის წინათ, როცა უოტერგეიტის სკანდალში გახვეული თანაპარტიელი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ნებაყოფლობით გადადგომაზე აიძულეს და თუ იგი უარს იტყოდა, იმპიჩმენტით დაემუქრნენ.

ჯო ბაიდენის მხარდაჭერის გაგრძელებით და ისეთი განცხადებების გაჟღერებით, რომ ყველაფერი კარგადაა - პარტიაშიც და ქვეყანაშიც, დემოკრატები დათვურ სამსახურს უწევენ როგორც საკუთარ პარტიას, ისე ქვეყანას. და საერთოდ, ამ ყველაფერს მსოფლიო კარგად ხედავს, რომლის თვალში ამერიკა დასუსტებულად გამოიყურება. პირიქით კი უნდა იყოს, თანაც იმ მომენტში, როცა უკიდურესად აუცილებელია ამერიკამ თავისი ძალა აჩვენოს...

დაეშვით ღრუბლებიდან მიწაზე და აღიარეთ, რომ თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის გონებრივი უნარ-შესაძლებლობები ცოტა ხანში, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დასუსტდება“.

წყარო: https://nypost.com/2024/02/11/opinion/democrats-who-care-about-their-party-need-to-step-up-and-tell-the-truth-about-biden/

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way