USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „ვოცნებობ, რომ ბრძოლები რაც შეიძლება მალე შეწყდეს“: ჩიხში შესული ომი უკრაინელთა მორალურ სიმტკიცეს ამოწმებს“
Date:  293

„ვოცნებობ, რომ ბრძოლები რაც შეიძლება მალე შეწყდეს“: ჩიხში შესული ომი უკრაინელთა მორალურ სიმტკიცეს ამოწმებს“ - ასეთი სათაური აქვს ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც მოსახლეობაში ჩატარებული სოციალური გამოკითხვების შედეგებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები და პოლიტიკოსების, ასევე სამხედრო პირების ინტერვიუები აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ მოსახლეობას მშვიდობის დამყარება სურს. ქვეყნის არმია დღეს წინ ვერ მიდის, ჯარისკაცები სანგრებში სხედან და არის იმის შეგრძნება, რომ დასავლური იარაღი დაგვიანებული აღმოჩნდა და რაც მიიღეს, ისიც მალე გამოილევა. შესაბამისად, უკრაინელები სულ უფრო პესიმისტურად უყურებენ სწრაფი გამარჯვების პერსპექტივას. მათი იმედი, რომ დასავლეთთან კონფრონტაციაში რუსეთი - ძლიერი მეზობელი - დასუსტდებოდა, არ გამართლდა.

კიეველი ქალი ტატიანა კუკსა, რომელიც ბაზარში ყვავილებს ჰყიდის, დეპრესიაშია ჩავარდნილი. „თავს უუნაროდ ვგრძნობ, არარ შემიძლია ცხოვრების ასე გაგრძელება. ვოცნებობს, რომ ომი რაც სეიძლება მალე შეწყდეს“.

მაგრამ უკრაინელი ხალხი იძულებულია, ნებით თუ უნებლიედ, ბედს დაემორჩილოს და ცხოვრება გაჭიანურებული ომის პირობებში გააგრძელოს, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

სამწუხაროდ, ეს უკვე ტენდენციაა და არა ვიღაცის მიერ თეთრი დროშის ერთჯერადი აფრიალება. ერთი შეხედვით, მოსახლეობის მხარდაჭერა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ თითქოსდა ისევ ძლიერია და ისინი თავიანთ პრეზიდენტს ენდობიან - ისევე როგორც 2022 წლის თებერვლის ომის დაწყების დროს, როცა რესტორნის ბარმენები, საბარგო ავტომანქანების მძღოლები და უნივერსიტეტის პროფესორები არმიაში მოხალისეებად ეწერებოდნენ, მაგრამ...

როგორც ბოლოდროინდელი გამოკითხვები მოწმობენ, მართალია, პრეზიდენტისადმი ნდობა ჯერ კიდევ მაღალია - 76%, მაგრამ მაისის თვეში 91% იყო, ანუ ოთხ თვეში თითქმის 15%-ით შემცირდა. მთავრობის მიმართ ნდობამ 39%-მდე მოიკლო, როცა მაისში, კონტრშეტევის დაწყებამდე, ნდობა 79% იყო. რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეთ რაოდენობა 14%-მდე გაიზარდა, თუმცა მათი უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ მშვიდობის დამყარება ტერიტორიის მსხვერპლად შეწირვით იყოს მიღწეული. შემცირდა, თუმცა მცირედ, არმიისადმი პოზიტიური განწყობაც.

უკრაინის არმიის ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება მხოლოდ ერთი წლის წინ მოხდა მას შემდეგ რაიმე პროგრესი არ ჩანს. კონტრშეტევა პრაქტიკულად ჩაიშალა. ამჟამად მიმდინარეობს სასანგრო ბრძოლები, საარტილერიო დუელები და დაბომბვები, მაგრამ ჯარი წინ მაინც ვერ მიდის. გააფთრებული ბრძოლები, რომელთა დროსაც ცარიელი სოფლები ხელიდან-ხელში გადადიან და ფრონტის ხაზი ამ დროს არ იცვლება, უამრავ მსხვერპლს იწვევს.

გასულ კვირას ბრიტანული ჟურნალისადმი მიცემულ ინტერვიუში უკრაინის არმიის მთვარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ საომარი მოქმედებები ჩიხში შევიდა. იგივეს ამბობენ ადგილებზე სამოქალაქო თანამდებობის მქონე პირებიც (მათი ვინაობა ანონიმურია), მაგალითად, დასავლეთ უკრაინაში: „მოსახლეობა დაიღალა, იტანჯება... ჩვენთან ბევრი დაჭრილი ჯარისკაცია, ხშირად ვიღებთ თანასოფლელთა დაღუპვის შესახებ შეტყობინებებს. ძალიან მომრავლდა საფლავების რაოდენობა. დაჭრილებთან საუბრისას კი ირკვევა, რომ მათ ფრონტზე საბრძოლო მასალები არ ჰყოფნიდათ და შეტევაზე ვერ გადადიოდნენ, მხოლოდ პოზიციებს ინარჩუნებდნენ. ისინი ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიან“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი თანამდებობის პირი კონფიდენციალური საუბრის დროს.

უკრაინელები, რომლებიც ადრე 80%-ით ენდობოდნენ მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ტელეარხის «Єдині новини»-ს მიერ მომზადებულ რეგულარულ „ტელემართონს“, რომელშიც თანამდებობის პირები გამოდიან, ჯარისა და მოსახლეობის მორალური სულის ასამაღლებლად, დღეს «Єдині новини»-ს მხოლოდ 48%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„მოსახლეობა ისმენდა, რომ კონტრშეტევა წარმატებით მიმდინარეობსო, საბოლოო ჯამში კი წარუმატებელი აღმოჩნდა. პატიოსნობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას, ღირსება არ უნდა დავკარგოთ. მოსახლეობა მთავრობის მიმართ პესიმისტური ხდება“, - ამბობს ანტონ გრუშეცკი, კიევის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, - „რა თქმა უნდა, მოსახლეობამ იცის, რომ არმია რთულ მდგომარეობაშია და ამიტომ ჯარს ნაკლებად აკრიტიკებს. უფრო მეტად, გამოკითხულები ლაპარაკობენ კორუფციაზე, ჯარში გაწვევიდან თავის არიდებაზე, დასავლეთის მიერ არასაკმარის მხარდაჭერაზე“.

იმ უკრაინელების რაოდენობა, რომელთა აზრით, დასავლეთს უკრაინის გამარჯვება არ სურს, მიმდინარე წლის დასაწყისის 15%-დან დღევანდელ 30%-მდეა გაზრდილი. ბევრი ადამიანი შეშფოთებით უყურებს აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოვლენებს უკრაინის დახმარებასთნ დაკავშირებით, ასევე უნგრეთის და ახლა უკვე სლოვაკეთის ანტიუკრაინულ პოლიტიკას. „დადგა შეშფოთების ჟამი“, - კონსტატირებას ახდენს ანტონ გრუშეცკი.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/11/05/world/europe/ukraine-war-morale.html

 

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way