USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „ვლადიმერ პუტინი - ჩინეთში, ჯო ბაიდენი - ისრაელში: ჰორიზონტზეა ახალი გეოპოლიტიკური უთანხმოება“
дата:  864

„ვლადიმერ პუტინი - ჩინეთში, ჯო ბაიდენი - ისრაელში: ჰორიზონტზეა ახალი გეოპოლიტიკური უთანხმოება“, - ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიას (ავტორი - სტივენ ერლანგერი), რომელშიც განხილულია უთანხმოება ერთი მხრივ, კოლექტიურ დასავლეთსა და მეორე მხრივ, მოსკოვ-პეკინს შორის. ვინ არის დამნაშავე ძალადობის ზრდაში და რა განსხვავებაა კრემლისა და თეთრი სახლის ხედვებში თანამედროვე გეოპოლიტიკური მოვლენების მიმართ?

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩაფრინდა, ებრაელებისთვის ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერის დასაფიქსირებლად, რუსეთის პრეზიდენტი პეკინს ეწვია  და შეეცადა დემონსტრირება მოეხდინა თავისი პარტნიორის - ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის წინაშე, რომ მათი ურთიერთობა და მეგობრობა „უსაზღვროა“.

ეს ორი ერთმანეთთან კონტრასტული ვიზიტი მკაფიოდ გვაგებინებენ იმას, თუ რამდენად ძლიერ შეიცვალა გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტი უკრაინის ომის შედეგად და როგორ სრულად ვლინდება ეს ცვლილება ამჟამად ღაზას სექტორში მიმდინარე ომში.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებულმა ღია კონფლიქტმა და რეგიონში მიმდინარე კრიზისის გამწვავებამ (განსაკუთრებით ღაზაში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, 400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა) ხაზი გაუსვეს დასავლეთსა და რუსეთ-ჩინეთის მზარდ უთანხმოებას, რომლებიც ეხებიან არა მარტო იმას, თუ ვისი ბრალია ახლო აღმოსავლეთში ძალადობის გაფართოება, არამედ იმასაც, თუ როგორ სხვადასხვანაირად უყურებენ ერთი მხრივ, დასავლეთის დედაქალაქები და მეორე მხრივ, მოსკოვი და პეკინი მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე იმასაც, თუ ვინ არის თამაშის წესების დამდგენი და შემსრულებელი.

რუსეთმა და ჩინეთმა უარი განაცხადეს „ჰამასის“ მოქმედების დაგმობაზე. ამის ნაცვლად მათ გააკრიტიკეს ისრაელის დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ - ბლოკადის გამოცხადება ღაზას სექტორისადმი, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა ანკლავისათვის და ა.შ. მოსკოვმა და პეკინმა ისრაელს საერთაშორისო შუამავლობისა და ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ „ცახალი“ (ისრაელის არმია) ომის დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებდა.

როგორც ჩანს, პალესტინელებს შორის მსხვერპლის მატების კვალობაზე, რუსეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თავიანთ მოწოდებებს გაეროს რეზოლუციის მიღებისათვის, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ღაზას საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს, პალესტინელების მძაფრმა რეაქციამ (ღაზაში და მთელ მსოფლიოშიც), ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი გააფერმკრთალა და უხერხული გახადა. შესაბამისად, ჩაიშალა აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები - შეხვედროდა არაბ ლიდერებს, მათ შორის პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს. ჯო ბაიდენისთვის რთული იქნება პატიოსანი შუამავლის როლის შესრულება.

გარდა ამისა, ამერიკის ლიდერზე უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ მან შეძლოს და დაარწმუნოს ისრაელი - ნება მისცეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნები მიაწოდონ ღაზის სექტორის არაბ მოსხლეობას, ასევ ჩართოს გათიშული ელექტროენერგია და წყალსადენი. ჯო ბაიდენი ასევე შეეცდება შეაკავოს „პოლიტიკურად მძიმედ დაჭრილი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მან გადაჭარბებული რეაგირება არ მოახდინოს არაბებზე შურისძიების მიზნით. ეს იმიტომ, რომ ისრაელის „არაადექვატური მოქმედება“ ზიანს მიაყენებს აშშ-ის რეგიონულ ინტერესებს.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/10/18/world/europe/biden-israel-putin-china.html

 

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати