პროექტის ფარგლებში, 8 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. ადგილობრივ მოსახლეობას აქამდე გრუნტიან გზაზე უწევდა გადაადგილება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისინი კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „პერიმეტრი" ახორციელებს.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 800 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტში საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.