USD 2.5973
EUR 2.9137
RUB 3.1869
Тбилиси
«The New York Times» (აშშ): „საქართველო - ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება“
дата:  908

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 24 ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „ქვეყანა, რომელმაც დასავლეთს ზურგი აქცია და არ უბრუნდება“ (ავტორი - ჯოშუა კუჩერა, თბილისიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი ათეული წლის განმავლობაში საქართველოსა და დასავლეთს შორის „ვნებიანი სასიყვარულო კავშირი“ არსებობდა. აქ, გეოგრაფიულად მიუდგომელ კავკასიაში - რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის - მდებარეობს პატარა და მამაცი ქვეყანა, რომელიც თავს დასავლეთის ნაწილად თვლიდა. ევროკავშირის დროშები ყველა სამთავრობო შენობაზე იმ დროიდან ფრიალებდა, როცა ბლოკის წევრობა ფანტაზიად ითვლებოდა. ქართველები, როცა გაიგებენ, რომ თქვენ ამერიკელი ხართ, თითქმის ყოველთვის გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს და პატივისცემას აშშ-სადმი და მადლობას გეტყვიან მხარდაჭერისათვის თავიანთ საუკუნეობრივ მტერთან - რუსეთთან ბრძოლაში.

მრავალი წლის განმავლობაში ქართველების ასეთ დამოკიდებულებას თბილად ხვდებოდნენ ვაშინგტონში, ბრიუსელში და სხვა დედაქალაქებში, სადაც თბილისი სასურველ პარტნიორად ითვლებოდა. საქართველო იყო შთამბეჭდავი მაგალითი დასავლურ ფასეულობათა გავრცელების საქმეში და სტრატეგიული ფორპოსტი პოსტსაბჭოთა სივრცის სიღრმეში დასავლური გავლენის გასაფართოებლად.

მაგრამ იმდროინდელი რომანტიკა დღეს კრახის საფრთხის წინაშე დგას. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აშკარად და ღიად ამჟღავნებს მტრობას თავის დასავლელი პარტნიორების მიმართ. დასავლელებმა, თავის მხრივ, საქართველოს საპასუხო დარტყმა მიაყენეს - სანქციები დაუწესეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. დაძაბულობა დღეისათვის თავის პიკს აღწევს იმდენად, რამდენადაც ქართველები 26 ოქტომბერს საპარლამეტო არცევნებში ხმის მისაცემად ემზადებიან. შეერთებული შტატები და ევროკავშირი მმარტველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოდიან და თან ამ დროს მოჩვენებით მიუკერძოებლობას ინარჩუნებენ.

საზოგადოებრივი გამოკითხვები საქართველოში არასაიმედოა და ამიტომ იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში ის ფაქტორები და პრობლემები, რომლებმაც ქვეყანა დასავლეთის წინააღმდეგ განაწყვეს, არსად არ გაქრებიან. ისევე როგორც გაკოტრების პროცესი მიდის ხოლმე ნელ-ნელა, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის კრახიც თანდათანობით მიმდინარეობდა, მაგრამ უეცრად აჩქარდა და იმ დონემდე მივიდა, რომ მისი აღდგენის თითქმის არავითარი გარანტია არ არსებობს.

ამჟამინდელი კრიზისის უშუალო მიზეზი გახდა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ომის დაწყებისთანავე „ქართულმა ოცნებამ“ უკიდურესად ფრთხილი პოზიცია დაიკავა და უარი თქვა რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიციის დაკავებაზე. 2008 წელს საქართველომ უკვე გამოსცადა რუსეთთან ომი და როცა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, გაიღვიძა შიშის გრძნობამ, რომ შეიძლება ყველაფერი ისევ განმეორდეს.

დასავლელეი პოლიტიკოსები თავდაპირველად გაგებით ეკიდებოდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტს. მათ ობიექტურად შეაფასეს ქვეყნის მყიფე მდგომარეობა: ბოლოს და ბოლოს, საქართველოს მართლაც არ ჰქონდა უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთის მხრიდან, მიუხედავად მრავალწლიანი წარუმატებელი მცდელობისა, რომ ნატოს წევრი გამხდარიყო. ამავე დროს, ინარჩუნებდა რა ნეიტრალიტეტს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, საქართველომ გასულ წელს განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და მიანიჭეს კიდეც.

მაგრამ სიტუაცია სწრაფად უარესდება - „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მარჯვნივ იხრება, დაიწყო შეთქმულების თეორიის პროპაგანდა, რომლის თანახმად, „ომის გლობალური პარტია“ საქართველოს, დასავლეთის სახით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ომში ჩაბმისაკენ უბიძგებს. მთავრობის მტკიცებით, შინაური ოპოზიცია „ომის გლობალურ პარტიასთან“ არის დაკავშირებული.

„ქართულმა ოცნებამ“ შეტევა განახორციელა მასმედიასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ. მმართველი პარტიის მტკიცებით, ისინი დასავლეთის მითითებებს და ბრძანებებს ასრულებენ, რათა ოპოზიცია ხელისუფლებაში მოიყვანონ. მიმდინარე წელს, მასობრივი პროტესტების მიუხედავად, პარლამენტმა მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის თანახმად, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, თუ ისინი ტავიანთ შემოსავლებს არ დააფიქსირებენ, „უცხოურ აგენტებად“ გამოცხადდებიან. ეს კანონი ასოცირდება რუსეთთან, სადაც მსგავსი სამართლებრივი აქტის მეშვეობით კრემლი კრიტიკულ ხმებს ახშობს.

აშშ-მა და ევროკავშირმა მკცრი რეაგირება მოახდინეს. ბოლო რამდენიმე თვეში ვაშინგტონმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები შემოიღო ათობით ქართველი ჩინოვნიკის მიმართ, აგრეთვე გააუქმა ერთობლივი სამხედრო წრთვნები. თავის მხრივ, ბრიუსელმა საქართველოს, როგორც კანდიდატს, ევროკავშირში მიღების პროცესი შეუჩერა. მოკლედ, ურთიერთობა რეკორდულად დაბალ დონეზე იმყოფება.

ყოველივე ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ უკრაინის ომის გამო კავკასიის რეგიონს ახალი სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. ევროპა ცდილობს ახალი სატრანსპორტო მარშრუტები შეიმუშავოს აზიისაკენ, რუსეთის გვერდის ავლით. მართლაცდა, თუ თქვენ ირანის ტერიტორიის გავლა არ გინდათ, მაში კავკასია ერთადერთი სესაძლებელ გზას წარმოადგენს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ - ევროპიდან აზიისაკენ და პირიქით. ევროპა ისწრაფვის, რომ დამოკიდებული არ იყოს რუსულ ენერგოშემცველებზე, ამიტომ ბრიუსელი აზერბაიჯანული გაზის ყიდვას აფართოებს, რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის. ევროკავშირი აფინანსებს რუმინეთთან დამაკავშირებელ მძლავრი წყალქვეშა ელექტროკაბელის ჩადებას შავი ზღვის ფსკერზე.

იმავდროულად აშკარაა, რომ ევროპას საქართველო უფრო მეტად ჭირდება, ვიდრე პირიქით - საქართველოს ევროპა. ამას წინათ მთავრობამ კონტრაქტი დადო შავი ზღვის ნავსადგურის - ანაკლიის მშენებლობის მიზნით ჩინურ კონსორციუმთან, პეკინის ინიაციატივით „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ჩარჩოებში. დასავლელი ოფიციალური პირები საჯაროდ აფასებდნენ ნეგატიურად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას - ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის გადაცემას ჩინეთისათვის, მაგრამ კერძო საუბრებში დიპლომატები აღიარებენ, რომ არცერთი დასავლური კამპანია არ იყო მზად პორტის მშენებლობისათვის საჭირო თანხების ინვესტირება განეხორციელებინა.

რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე. რვა წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ვაჭრობა, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-სთან მიმართებით, ძალიან სეზღუდული რჩება. საქარტველოსთან ვაჭრობაში დომინირებს არა ევროკავშირი, არამედ მისი უშუალო მეზობელი და მოსაზღვრე ქვეყნები. ისევე როგორც სხვებმა რეგიონში, საქართველომაც ეკონომიკურად კარგად ისარგებლა რუსეთის იზოლირებით დასავლური ბაზრებიდან. მაგალითად, ალჟამად საქართველო დასავლურ ავტომანქანებს რუსეთში ჰყიდის და აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეტ იმ საწარმოებთან, რომლებიც რუსი ემიგრანტების მართვის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ჩანს, ამ მოვლენებმა განაპირობეს და დაარწმუნეს „ქართული ოცნება“ იმაში, რომ ნაცვლად დასავლეთისადმი პოლიტიკური ლოიალობის გამოჩენისა, თბილისი უფრო ეკონომიკურ გარიგებებზეა ორიენტირებული. „ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ თუ დასავლეთს საქართველო ჭირდება, მაშინ ვაშინგტონი და ბრიუსელი ყურადღებას არ მიაქცევენ მის მზარდ დაუმორჩილებლობასა და გადახრას ავტოკრატიისაკენ. შესაძლოა, „ქართული ოცნება“ თავის გავლენის გადაფასებას ცდილობს, მაგრამ ვერც იმას ვუარვყოფთ, რომ ქვეყანას ახლა უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ოდესმე.

ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. ბევრ ქართველს დასავლეთზე იდეალიზებული წარმოადგენა აქვს, რომელიც, როგორც ჩანს, 1990-იან წლებში ჩამოუყალიბდათ - იმ პერიოდში, როცა მსოფლიო ერთპოლუსიანი იყო, მოსახლეობა ევროკავშირის იმედი ჰქონდა და დასავლეთისგან მეტს ელოდებოდა. ხშირად იყო ისეთი სიტუაცია, რომ ქართველები ტავიანთი პრობლემების პოლიტიკურ გადაწყვეტას დასავლეთს ანდობდნენ იმის ნაცვლად, რომ თვითონ ეზრუნათ მათ მოგვარებაზე. ოპოზიციის გამარჯვებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კრიზისიდან ხანმოკლე გამოსვლას, მაგრამ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რეალიები აჩვენებენ, რომ ამჟამად საქართველოს დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ სულ უფრო გულგრილი და დაშორებული ხდება.

ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს ძალიან გაურკვეველ მდგომარეობაში აყენებს. არეულობების დაწყების პერსპექტივაც არსებობს: „ქართულ ოცნებას“ შეუძლია არჩევნები გააყალბოს და თუ ეს მართლაც მოხდება, ასეთ შემთხვევაში ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ოპოზიცია ამას შეეგუება. მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეეცდებიან შუამავლებად გამოვიდნენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ვაშინგტონი და ბრიუსელი გრძელვადიან პერსპექტივაში იმას, რომ საქართველო ხელიდან არ გაუსხლტეთ?

წყარო: https://www.nytimes.com/2024/10/23/opinion/georgia-election-europe-west.html

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати