USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „საბრძოლო მასალების მარაგის შემცირება უკრაინის არმიისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“
თარიღი:  584

დღეისათვის მომგებიანი პოზიცია რუსეთს აქვს: რუსი მებრძოლები ჭურვებით ბევრად უფრო უკეთ არიან უზრუნველყოფილნი, ვიდრე უკრაინელები. ამის მიზეზი ბევრია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ უკრაინა პრაქტიკულად ვეღარ იღებს დასავლურ სამხედრო დახმარებას - აშშ-ის კონგრესი შესაბამის კანონპროექტს არ (ვერ) ამტკიცებს, ევროკავშირმა კი თავის დაპირება მილიონნახევარი ჭურვის მიცემის თაობაზე ვერ შეასრულა და ახლა საბრძოლო მასალებს პრაღა, ბრიუსელი და პარიზი „მსოფლიოში სანთლით ეძებენ“.

ჭურვების დეფიციტი იმიტომ არის შექმნილი, რომ უკრაინის არმია თავდაცვით ბრძოლებს თითქმის 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე აწარმოებს და იმავდროულად აგებს გამაგრებულ ხაზს - ბუნკერებს, ტრანშეებს, დანაღმულ მინდვრებს. ჭურვები საჭიროა ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად - თავდაცვითი კომუნიკაციების მშენებლობის დასრულებამდე და რუსების მოსალოდნელ შეტევამდე ამ ზაფხულს.

მთელი ომის განმავლობაში რუსეთს არტილერიაში უკრაინის მიმართ უპირატესობა ჰქონდა. მართალია, გასულ წელს უპირატესობა შემცირდა, მაგრამ დღეისათვის, სხვადასხვა შეფასებით, რუსეთი ხუთჯერ მეტს ჭურვს ამზადებს, ვიდრე უკრაინას აწვდიან. „ვერვაინ ვერ იტყვის, რომ ჯარისკაცები ჭურვების გარეშე იბრძოლებენ, - ამბობს „ნიუ-იორკ თაიმსთან“ სატელეფონი ინტერვიუში იოჰან ნორბერგი, სამხედრო ანალიტიკოსი შვედეთის თავდაცვითი კვლევების სააგენტოდან, - ეს უმთავრეს მომენტს წარმოადგენს“.

უკრაინისათვის საბრძოლო მასალების უდიდესი მიმწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, მაგრამ ახლა, როგორც უკვე ვთქვით, თეთრი სახლის დახმარების პაკეტი კონგრესის წარმომადგენლების პალატაშია „გაჭედილი“... არადა, დრო და სიტუაცია არ ითმენს: როგორც ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, უკრაინა კრიტიკულ ეტაპზეა - „საბრძოლო მასალების ნაკლებობა უკვე აშკარად ნეგატიურად მოქმედებს უკრაინელი ჯარისკაცების მორალურ სულისკვეთებაზე და მათ ბრძოლისუნარიანობაზე. უკრაინა რუსების შეტევას დიდხანს ვერ გაუძლებს“.

უკრაინის არმია „ჭურვების შიმშილს“ განიცდის. საქმე ეხება არამარტო ზოგადად საბრძოლო მასალების ნაკლებობას, არამედ დისბალანსს მათი სახეობების მიხედვით. მაგალითად, ერთი წლის წინ უკრაინამ აშშ-საგან მიიღო კასეტური ნაღმები (ჭურვები), რომლებიც ეფექტურია ქვეითების წინააღმდეგ, მაგრამ მათ ვერ გამოიყენებ რუსული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის შეტევის მოსაგერიელებლად. უკრაინას ასევე აკლია ფუგასურ-მსხვრევადი ჭურვები, რომელთა გასროლა ნაღმმტყორცნებიდან ხდება. თითოეული ასეთი ჭურვის ფასი 1000 დოლარია. არტილერისტები იძულებულნი არიან მათ ნაცვლად უფრო ძვირადღირებული, 3000-დოლარიანი ჭურვები გამოიყენონ. გარდა ამისა, პარადოქსული მდგომარეობაა: უკრაინას დასავლეთი 155-მილიმეტრიანი კალიბრის მქონე ჭურვებით ამარაგებს, მაგრამ კიევს უფრო მეტად 152 მილიმეტრიანი ჭირდება - იმიტომ, რომ მას უფრო მეტად საბჭოური წარმოების ქვემეხები აქვს, რომლებიც 152 მილიმეტრიან ჭურვებს ისვრის. კიდევ ერთი მომენტი: დასავლური წარმოების ჰაუბიცები ვერ უძლებენ სროლის ინტენსიურ ტემპს, მწყობრიდან გამოდიან და აუცილებელია მათი რემონტი.

რუსმა სამხედროებმა კი პირიქით - შეიმუშავეს შედარებით ეფექტური ტაქტიკა უკრაინელთა პოზიციების წინააღმდეგ, როცა მათი არტილერია დუმს: ჯერ ქვემეხების ბათქით „აუთოებენ“, შემდეგ ზემოდან ავიაბომბებს აყრიან, რომლებიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით მფრენი რუსული ბომბდამშენებიდან არიან გაშვებულნი და ბოლოს, წინ გზავნიან ყოფილ პატიმართა ქვედანაყოფებს.

მოსალოდნელი კონტრშეტევის მზადების ჟამს რუსეთმა თავისი არმიის რიგების ახალწვეულებით შევსება ისე მოახერხა, რომ მასობრივი მობილიზაცია არ გამოუცხადებია (საზოგადოების უკმაყოფიება და დესტაბილიზაცია რომ არ მომხდარიყო, 2022 წლის მსგავსად).  ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას საკუთარი თავი ისევ პრეზიდენტად აარჩევინა (ანუ ეს ნიშნავს, რომ პუტინმა თავისი ომი „სახალხო ომად“ წარმოადგინა), იმავდროულად კი „კროკუს-სიტში“ მომხდარ ტერაქტში უკრაინელების კვალის ძიება დაიწყო.

გასულ კვირას რუსეთის ჯარებმა ქალაქ ავდეევკას დასავლეთით წინ წაიწიეს - აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რუსებმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია განახორციელეს და ქალაქ ჩასოვ იართან განლაგებულ უკრაინულ თავდაცვით ხაზს მიუახლოვდნენ. უკრაინელებმა რუსები კი შეაჩერეს, მაგრამ კიდევ ერთი შეტევა რომ ყოფილიყო, მათ ჭურვები არ ეყოფოდათ. როგორც საარტილერიო ქვედანაყოფის ქვემეხის ეკიპაჟის მეთაური, სერჟანტი ალექსანდრე ანდრიენკო ამბობს, იმ დღეს მათ 20 ჭურვით სასწაული მოახდინეს... არადა, შარშან, წარუმატებელი კონტრშეტევის დროს, მისი ქვემეხი დღეში 80-90 ჭურვს ისროდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული „სი-ბი-სი ნიუსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არ არის რუსეთის არმიის საზაფხულო კონტრშეტევისათვის, თუმცა, ევროპული ქვეყნების არსენალების მარაგთა შემცირებისა და ამერიკული დახმარების შეწყვეტის ფონზე, ერთადერთი იმედი მაინც რჩება - ჩეხეთის პრეზიდენტის პეტრ პაველის ინიციატივით, მსოფლიოს ქვეყნებში გროვდება ნახევარი მილიონი 155-მილიმეტრიანი და 300 ათასი 122-მილიმეტრიანი ჭურვი, რომელთა შესყიდვა უკრაინისთვის მოხდება და ფრონტს ივნისში მიეწოდება.

რასაკვირველია, თვითონ უკრაინაც გულზე ხელებდაკრეფილი არ ზის: კიევი აფართოებს ძალისხმევას ჭურვების წარმოებისათვის, რომელიც საიდუმლო პროგრამის მიხედვით ხორციელდება, რათა ქარხნების ადგილმდებარეობა რუსებმა არ გაიგონ და მათი რაკეტების სამიზნე არ გახდეს... თუმცა ჭურვების გამოშვება ჯერ არ დაწყებულა.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის