USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „ომის მომდევნო ეტაპი უკრაინაში: 2023 წლის მეორე ნახევარი იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. რა იქნება ხვალ?“
Date:  

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ომის მომდევნო ეტაპი უკრაინაში: 2023 წლის მეორე ნახევარი იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა. რა იქნება ხვალ?“ (ავტორი - დევიდ ლეონჰარდტი), რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე შექმნილი რთული სიტუაცია, აშშ-ის პრობლემები კიევისადმი დახმარების საკითხში და სავარაუდო პერსპექტივა უკრაინისათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩვენი იმედების გამაცრუებელი 2023 წლის მეორე ნახევარში უკრაინა და აშშ ვერადავერ პოულობენ საერთო ენას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ომის გასაგრძელებლად სამომავლოდ და საერთოდ, როგორ უნდა წარიმართოს ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთდამოკიდებულება. უკრაინის ლიდერები უპირატესობას აძლევენ „მიწოლით“ მოქმედებას და ცდილობენ თავიანთი გაიტანონ, ქვეყნის ტერიტორიის დაბრუნების მიზნით, მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ასეთი მიდგომა არარეალისტურია.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია მთლად უიმედოა. არსებობენ ისეთი მომენტები, რომლებიც სამომავლოდ კომპრომისისა და კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე მიუთითებენ. მე შევეცდები ავხსნა და განვმარტო, თუ რას მოგვიტანს მომავალი წელი.

საერთო სურათი ასეთია: რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს იმედი აქვს, რომ დამდეგ ახალ წელს აშშ და ევროპა საბოლოოდ დაკარგავენ მოთმინებას და სამუდამოდ დაუთმობენ რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს. „კრემლი ელოდება იმ დროს, როცა აშშ უკრაინის დახმარებას შეწყვეტს“, - გამაფრთხილებლად განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელიც თეთრი სახლის წინ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით იდგა.

თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ეს იქნება დიდი დარტყმა ევროპულ დემოკრატიაზე და იმის მაუწყებელი, რომ მსოფლიო სამხედრო აგრესიების ახალ ეპოქაში შევიდა. უკრაინის ლიდერი და მისი მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ რუსეთის წინსვლის შეჩერებას და მას ისეთ ზიანს მიყენებენ, რომ ვლადიმერ პუტინს ფრონტზე შექმნილიპოზიციური ჩიხი ყველაზე უკეთეს მდგომარეობად მოეჩვენება.

სიტუაცია ბრძოლის ველზე

უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრისა და მათი სწრაფი წინსვლის შემდეგ მთელი მსოფლიო ელოდებოდა, რომ კრემლი კიევის ხელისუფლებას დაამხობდა. მართალია, ეს არ მოხდა, მაგრამ რუსეთმა მაინც შეძლო მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. ამჟამად მოსკოვი საბჭოური უკრაინის ტერიტორიის 20%-ს აკონტროლებს, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულს, ჯერ კიდევ 2014 წლიდან.

უკრაინის არმიის კონტრშეტევის მიზანს ამ ზაფხულს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მთლიანად თუ არა, ნაწილობრივად დაბრუნებას მაინც ითვალისწინებდა, რათა ვლადიმერ პუტინისათვის შიშის გრძნობა ჩაენერგა. სამწუხაროდ, ეს მიზანიც ვერ განხორციელდა: უკრაინის არმიამ ვერ შეძლო რუსეთის გამაგრებული ხაზის გარღვევა ვერც აღმოსავლეთის და ვერც სამხრეთის ფრონტებზე - ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსეთის სარდლობა დაკვირვებით ადევნებდა თვალს უკრაინის საჯარისო ქვედანაყოფების მოქმედებას სადაზვერვო დრონებით და სწრაფ რეაგირებას ახდენდა. კონტრშეტევის დროს თავი იჩინა კიდევ ერთმა ძველმა სამხედრო გაკვეთილმა: ტერიტორიის ხელში ჩაგდება უფრო ძნელია, ვიდრე მისი შენარჩუნება.

თუმცა ისიც უნდა იტქვას, რომ უკრაინამ ზღვაზე გარკვეულ წარმატებას მიაღწია: ყირიმში რუსეთის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზას - სევასტოპოლს საფრთხე დაემუქრა და ბაზაში მყოფი ხომალდები დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს აღნიშნეს ჩემმა „ნიუ-იორკ თაიმსელმა“ კოლეგებმა ჯულიან ბარნსმა, ერის შმირმა, დევიდ სენგერმა და თომას გიბონს-ნეფმა. მოვახდენ მათი სტატიის ფრაგმენტის ციტირებას:

„ზოგიერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა შავ ზღვაზე შექმნილი სიტუაცია უკრაინის გამარჯვებად შეაფასა - იმ ქვეყნის წარმატებად, რომელსაც თავისი სამხედრო-საზღვაო ფლოტი არ ჰყავს. რაში გამოიხატება კიევის მიღწევა? იმაში, რომ უკრაინამ ბრიტანული რაკეტების  Storm Shadow-ის დახმარებით ყირიმის სამხედრო ინფრასტრუქტურას, სევასტოპოლის ბაზას და შავი ზღვის ფლოტის შტაბს დიდი ზიანი მიაყენა. რუსეთი იძულებული გახდა თავისი ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი სევასტოპოლიდან კრასნოდარის მხარის ნავსადგურებში გადაეყვანა. შესაბამისად, უკრაინამ შეძლო დაეწყო საზღვაო გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თავისი მარცვლეულის თავისუფლად ექსპორტირება. მოკლედ, ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, თუმცა ტერიტორიების დაბრუნების საკითხი ისევ ღია დარჩა“.

უკრაინის ლიდერები არ კარგავენ მიტაცებული მიწების - ყირიმისა და დონბასის -  დაბრუნების იმედს და ფიქრობენ, რომ მათი მიზანი 2024 წელს შესრულდება. ამერიკელი ჩინოვნიკების აზრით კი, უფრო რეალური მიზანი იქნება ის, რომ რუსეთს წარმატების განვითარების შესაძლებლობა არ ჰქონდეს მანამ, სანამ უკრაინა თავისი საკმაოდ შელახული არმიის ბრძოლისუანარიანობას აღადგენს. პარალელურად კიევს შეუძლია ყირიმს რაკეტების შეუტიოს და რუსეთის სიღრმეში არსებული სამხედრო ქარხნები დაბომბოს, ააფეთქოს ხიდები და მატარებლები, რითაც საბრძოლო მასალები გადაიტანება.

ჩემმა კოლეგებმა ისიც დაწერეს, რომ „ასეთი შეტევის მიზანი არის რუსეთის იძულება მოლაპარაკების დაწყებაზე არაუგვიანეს 2024 წლის დასასრულს ან 2025 წლის დასაწყისში“.

პოლიტიკური რისკები

ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული ვიზიტის დროს შეეცადა პრეზიდენტისა და კონგრესმენების დარწმუნებას იმაში, რომ დღეს უკრაინას იარაღის მიწოდება ჰაერივით ჭირდება. აშშ-ის დახმარების გარეშე მომავალ წელს უკრაინა ბრძოლას ვერ გააგრძელებს.

ჯო ბაიდენი და მისი თანაპარტიელი დემოკრატები დამატებითი დახმარების გაწევას მხარს უჭერენ. სხვათა შორის, ბევრი რესპუბლიკელიც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაცია მეტ ყურადღებას მიაქცევს და დააფინანსებს არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლას. ცნობილია, რომ უკანონო იმიგრაციამ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, ბოლო წლებში, შესამჩნევად მოიმატა. გარდა ამისა, რესპუბლიკელი კანონმდებლები მოითხოვენ უკრაინის საკითხის გამოყოფას საერთო პაკეტიდან, რომელიც ისრაელისა და ტაივანის დაფინანსებასაც ითვალისწინებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის შედეგები ადასტურებს მის შიშებს, რომ ამერიკული დახმარება მუდმივი არ იქნება. მარტალია, ამერიკელების უმრავლესობა სოციალურ გამოკითხვებში მხარს უჭერენ უკრაინისადმი დახმარებას, მაგრამ რესპუბლიკელი ამომრჩევლები ამ საკითხს ცოტა სხვაგვარად უყურებენ. დონალდ ტრამპი მიანიშნებს, რომ თუ იგი 2024 წლის ნოემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტს დაუბრუნდება, იგი უკრაინისადმი დახმარებას დაასრულებს და კიევზე ზეწოლას განახორციელებს, ბრძოლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თანხმობის მიზნით. ვლადიმერ პუტინი, რასაკვირველია, სწორედ ასეთი სიტუაციის იმედი აქვს.

ევროპულ დახმარებასაც სტაბილურს ვერ ვუწოდებთ. უნგრეთი მზადაა ვეტო დაადოს ევროკავშირის დახმარების პაკეტს, ხოლო გერმანიის მთავრობა გამალებით ეძებს თანხებს, რომ საკუთარი დაპირება შეუსრულოს გერმანელ ამომრჩეველს. ბერლინისათვის უკრაინის ომი მეორეხარისხოვანი ხდება. „ევროპელი ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანი კულისებში აღიარებს, რომ იმ შეიარაღების მოცულობა, რომელიც უკრაინას დღეს მიეწოდება. სრულიად არასაკმარისია და ფრონტის მოთხოვნას აბსოლუტურად ვერ აკმაყოფილებს“, - აღნიშნა ჩემმა კოლეგამ ლარა ჯეიკსმა თავის ევროპულ რეპორტაჟში, - ამრიგად, უკრაინის არმიას იარაღი ახალი წლის წინ დაუმთავრდება, თუ ამერიკა რამენაირად არ დამატებით არ გაუგზავნის“.

როგორც მეთიუკამინსკი წერს გაზეთ „პოლიტიკოში“, „ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ ამორალური დასავლეთი თავისთავად დაიშლება“.

ამერიკელი და ევროპელი ბევრი ოფიციალური პირი, უკრაინის მომხრეების ჩათვლით, თვლიან, რომ დღეს ერთადერთ რეალისტურ მიდგომად საომარი სიტუაციის მოლაპარაკებით დარეგულირება წარმოადგენს, მაგრამ დარეგულირება გარდაუვალი კრახის შიშით და დარეგულირება ჩიხში შესვლის გამო - ეს ერთიდაიგივე არ არის.

წყარო: https://www.nytimes.com/2023/12/13/briefing/ukraine-war-russia-biden.html

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way