USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ნატოს სურს უკრაინას მხარი დაიჭიროს, მაგრამ განსაზღვრული დონით, გადაჭარბების გარეშე“
თარიღი:  307

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ნატოს სურს უკრაინას მხარი დაიჭიროს, მაგრამ განსაზღვრული დონით, გადაჭარბების გარეშე“ (ავტორი - ენდრიუ კრამერი), რომელშიც განხილულია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების საკითხები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტის გახსნამდე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

როცა ნატოს ლიდერები ივლისში ვაშინგტონში შეიკრიბებიან ალიანსის 75 წლისთავის უმაღლეს დონზეზე აღსანიშნავად, ყველაზე ბოლო საკითხი, რაც მათ უნდა განიხილონ, უკრაინის მიწაზე რუსეთის ჯარების მოქმედება იქნება, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მარშირებენ, ევროპისაგან კიევისადმი მხარდაჭერის უუნარობის გამო. უკრაინა ნატოში მიღებას ელოდება, მაგრამ ვაშინგტონის სამიტზე მისი ოცნება არ ასრულდება: ალიანსს არ აქვს ისეთი ახალი წევრის მიღების სურვილი, რომელსაც, წესდების მიხედვით, შეუძლია ნატო ახალ მსხვილ ომში ჩაითრიოს, პირველად 1945 წლის შემდეგ.

ამ გარემოების გამო ნატო იძულებულია „ოქროს შუალედი“ ეძებოს - შესთავაზოს უკრაინას წევრობის ნაცვლად რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც წონადი, რომელიც შეიძლება კიევისათვის გრძელვადიან მხარდაჭერას ნიშნავდეს. იენს სტოლტენბერგმა რაღაც ამის მსგავსი კი თქვა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია. ალბათ, მხედველობაშია ის საკითხი, რომ გასულ კვირას ნატოს გენმდივნის ინიციატივით საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირზე განიხილეს, მაგრამ მის გადაწყვეტამდე ვერ მივიდნენ: შეიქმნას უკრაინის მხარდაჭერის ფონდი 100 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხუთი წლის ვადით. მოკლედ, ამ საკითხში პროგრესი არ ჩანს.

თუმცაღა, ივლისისათვის ასეთი სახის დახმარებას შეიძლება მნიშვნელობა აღარც კი ჰქონდეს, რადგან რუსეთის არმიის შეტევას აგრძელებს და შეიძლება უკრაინა მარცხის წინაშე აღმოჩნდეს, მით უმეტეს, რომ ამერიკელი კონგრესმენები კიევისათვის დახმარების პაკეტის გამოყოფას არ ჩქარობენ. „განა ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რუსეთი არ გამარჯვებს?“, - ამბობს აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი ნატოში ივო დალდერი, ამჟამად გლობალურისაკითხების ანალიტიკური ორგანიზაციის ხელმზღვანელია ჩიკაგოში, - რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნატოს სამიტი ნორმალურად ჩატარდება, მაგრამ რეალურად ასე არ იქნება. ბოლო ორი თვე უკრაინისთვის კარგი არ იყო და უახლოეს მომავალში არ გაუმჯობესდება“.

გასულ წელს ვილნიუსის სამიტზე უკრაინა კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ დადგება დრო და ოდესმე ქვეყანა ალიანის სრულუფლებიანი წევრი გახდება, მაგრამ ამისათვის კიევს დემოკრატიისა და უსაფრთხოების სფეროში მრავალი რეფორმის განხორციელება მოუწევს. ასეთმა ბუნდოვანმა დაპირებამ უკრაინა და მისი ახლო მხარდამჭერები - ბალტიისპირელები,  ჩრდილოელი და აღმოსავლელი ევროპელები ძალიან შეაშფოთა.

ცხრა თვე გავიდა უკრაინის არმიის უიღბლო კონტრშეტევის შემდეგ, ქვეყანა კი ჯერაც ვერ გამოსულა წარუმატებლობის სინდრომიდან. რომ არაფერი ვთქვათ ათი ათასობით უშედეგოდ გასროლილ და დახარჯულ ჭურვზე, კიევმა ვერ მიაღწია მთავარს - ვერ დაიბრუნა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორრიის რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს უკრაინის არმიას ჰაერივით ჭირდება ის შეიარაღება, რომელიც რუსების გამაგრებულ ზღუდეებზე განადგურდა. უკრაინის არმიას ჭირდება ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები და სხვა უამრავი სამხედრო ამუნიცია. „მე არ მინდა გავუფუჭო საზეიმო განწყობა ნატოს საიუბილეო სამიტის მონაწილეებს, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი უკრაინელების სახელით იმას, თუ როგორ გვინადგურებენ რუსები თავიანთი რაკეტებითა და დრონებით ჩვენს ენერგოსისტემას, როგორ იღუპებიან ჩვენი თანამოქალაქეები“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში. მისი თქმით, „უკრაინა ნატოს წევრი აუცილებლად უნდა გახდეს და ეს უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად“.

იენს სტოლტენბერგი ჩქარობს უკრაინის მოთხოვნა რაღაც სიმბოლური ნაბიჯით მაინც დააკმაყოფილოს. იგი იმედოვნებს, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე დარჩენილ დროში ევროპელები რაიმე საერთო კომპრომისამდე მივლენ, ხოლო სამიტზე საერთო შეთანხმება დადასტურებულ-დამტკიცებული იქნება. ამავე დროს მან შეაქო დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებმაც უკრაინას დამატებით მიაწოდეს სამხედრო საჭურველი.

იენს სტოლტენბერგის აჩქარების ქვეტექსტი ისაა, რომ ალიანსს სურს უკრაინა გრძელვადიანი დახმარებით უზრუნველყოს აშშ-ში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნატოს ევროპელ წევრებს დამცინავად უყურებდა და აიძულებდა „განცხრომით მცხოვრებ“ ევროპელებს მეტი თანხები დაეხარჯათ თავდაცვის დარგში. 

ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ალიანსის მიზნები არ შეცვლილა, ნატო მუდამ უკრაინის დახმარებაზე ფიქრობს. ბრიუსელი სხვადასხვა ვარიანტებს ადგენს, თუ როგორი მხარდაჭერა გამოუცხადოს კიევს ვაშინგტონის სამიტზე... თუმცა როგორც მისი კომენტარებიდან ხდება ცნობილი, დღევანდელი სტატუს-ქვოდან მკვეთრი გადახრა მოსალოდნელი არ არის.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/04/04/world/europe/ukraine-nato-stoltenberg-russia.html

 

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.