აშშ-ის გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს ქვეყნის ხელმძღვანელობის უნარი არ აქვს“, რომელსაც უძღვის შემდეგი ფრაზები: „ის სახიფათო პიროვნებაა - სიტყვით და საქმით. ის საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს. მას სძულს კანონები, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ“. პუბლიკაციაში არგუმენტირებულია გაზეთის პოზიცია და მოწოდება, თუ რატომ არ უნდა აირჩიოს ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტად.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
მომავალ კვირაში დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის მიერ ოფიციალურად იქნება წამოყენებული აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად - მესამედ ბოლო რვა წლის განმავლობაში.
იყო დრო, როცა რესპუბლიკური პარტია ისეთი ხელისუფლების განხორციელებას ესწრაფვოდა, რომელიც ქვეყანას განადიდებდა. პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და სხვა პრინციპულად მოაზროვნე ადამიანების - ჯორჯ ბუშ-უფროსის, ჯონ მაკკეინის, მიტ რომნისა და სხვების ხედვა დაფუძნებული იყო თავისუფლების, თვითშეწირვის, პირადი პასუხისმგებლობისა და საერტო კეთილდრეობის პრინციპებზე.
ოდესღაც დიდების შარავანდედით მოსილი პარტია დღეს ერთი პიროვნების ინტერესებს ემსახურება - ისეთისა, რომელიც აშკარად შეუფერებელია აშშ-ის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის. ეს სულის შემაძრწუნებელი არჩევანია აშშ-ისათვის, დღევანდელი სიტუაციის ფონზე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ამერიკელთა უმრავლესობა ამბობს, რომ უკმაყოფილონი არიან ქვეყნის განვითარებით - ინფლაციამ, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, სოციალურმა პრობლემებმა და პოლიტიკურმა სტაგნაციამ ბევრი ამომრჩეველი იმედგაცრუებამდე და აპათიამდე მიიყვანა.
დონალდ ტრამპი ისეთი ხასიათის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც არ შეეფერება პრეზიდენტს და უღირს ქმედებას წარმოადგენს. იგი სრულად იგნორირებს აშშ-ის კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობის პრინციპს და ამერიკელ ხალხს. დონალდ ტრამპი თავისი მმართველობის პერიოდში დაუღალავად ცდილობდა და ახლაც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამერიკელი ხალხის იმიჯს, ავტორიტეტს და ერთობას. მმას ამოძრავებს პოლიტიკური ძალაუფლება, მას სურს ხელში ჩაიგდოს ბერკეტები საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, მას სურს შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მას, მისი აზრით, შეურაცხყვეს და ზიანი მიაყენეს. დონალდ ტრამპი, უბრალოდ, შეუფერებელი პიროვნებაა ამერიკის შეერთებული შტატების პოსტის დასაკავებლად.
ეროვნული ტრაგედია იმით გამოიხატება, რომ რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს, ვერ შეძლეს დებატების ჩატარება - დემოკრატებისაგან განსხვავებით - რომ გამოვლენილიყო მათი კანდიდატის მორალური და ემოციური გამოუსადეგრობა. ახლა კი ამ ამოცანის შესრულება ამერიკელი ხალხის მხრებს დააწვება.
ჩვენ მოვუწოდებთ ამომარჩევლებს ნათლად დაინახონ დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის საფრთხე და უარყონ მისი კანდიდატურა. პრეზიდენტობის მნიშვნელობის მაღალი დონე ითხოვს იმას, რომ ეს პოსტი ღირსეულმა და სანდო ადამიანმა დაიკავოს - ისეთმა, რომელიც ფლობს და პატივს სცემს უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს. დონალდ ტრამპის კანდიდატურა ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მისი მოქმედება ყველა სფეროში - რუტინული საქმეებით დაწყებული და მსხვილი კრიზისებით დამთავრებული - წარუმატებელია მისივე იმპულსიური, მოუფიქრებელი და არადამარწმუნებელი ნაბიჯებით.
დონალდ ტრამპის საქმიანობა გვაჩვენებს რა მოუვა ქვეყანას, თუ მას ასეთი პიროვნება უხელმძღვანელებს.
წყარო: https://www.nytimes.com/interactive/2024/07/11/opinion/editorials/donald-trump-2024-unfit.html
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.