USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „დონალდ ტრამპს ქვეყნის ხელმძღვანელობის უნარი არ აქვს“
თარიღი:  840

აშშ-ის გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ (The New York Times) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „დონალდ ტრამპს ქვეყნის ხელმძღვანელობის უნარი არ აქვს“, რომელსაც უძღვის შემდეგი ფრაზები: „ის სახიფათო პიროვნებაა - სიტყვით და საქმით. ის საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს. მას სძულს კანონები, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ“. პუბლიკაციაში არგუმენტირებულია გაზეთის პოზიცია და მოწოდება, თუ რატომ არ უნდა აირჩიოს ამერიკელმა ხალხმა დონალდ ტრამპი ქვეყნის პრეზიდენტად.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

მომავალ კვირაში დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის მიერ ოფიციალურად იქნება წამოყენებული აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად - მესამედ ბოლო რვა წლის განმავლობაში.

იყო დრო, როცა რესპუბლიკური პარტია ისეთი ხელისუფლების განხორციელებას ესწრაფვოდა, რომელიც ქვეყანას განადიდებდა. პრეზიდენტ რონალდ რეიგანისა და სხვა პრინციპულად მოაზროვნე ადამიანების - ჯორჯ ბუშ-უფროსის, ჯონ მაკკეინის, მიტ რომნისა და სხვების ხედვა  დაფუძნებული იყო თავისუფლების, თვითშეწირვის, პირადი პასუხისმგებლობისა და საერტო კეთილდრეობის პრინციპებზე.

ოდესღაც დიდების შარავანდედით მოსილი პარტია დღეს ერთი პიროვნების ინტერესებს ემსახურება - ისეთისა, რომელიც აშკარად შეუფერებელია აშშ-ის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის. ეს სულის შემაძრწუნებელი არჩევანია აშშ-ისათვის, დღევანდელი სიტუაციის ფონზე. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ამერიკელთა უმრავლესობა ამბობს, რომ უკმაყოფილონი არიან ქვეყნის განვითარებით - ინფლაციამ, მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, სოციალურმა პრობლემებმა და პოლიტიკურმა სტაგნაციამ ბევრი ამომრჩეველი იმედგაცრუებამდე და აპათიამდე მიიყვანა.

დონალდ ტრამპი ისეთი ხასიათის დემონსტრირებას ახდენს, რომელიც არ შეეფერება პრეზიდენტს და უღირს ქმედებას წარმოადგენს. იგი სრულად იგნორირებს აშშ-ის კონსტიტუციას, პატივს არ სცემს კანონის უზენაესობის პრინციპს და ამერიკელ ხალხს. დონალდ ტრამპი თავისი მმართველობის პერიოდში დაუღალავად ცდილობდა და ახლაც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამერიკელი ხალხის იმიჯს, ავტორიტეტს და ერთობას. მმას ამოძრავებს პოლიტიკური ძალაუფლება, მას სურს ხელში ჩაიგდოს ბერკეტები საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად, მას სურს შური იძიოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მას, მისი აზრით, შეურაცხყვეს და ზიანი მიაყენეს.   დონალდ ტრამპი, უბრალოდ, შეუფერებელი პიროვნებაა ამერიკის შეერთებული შტატების პოსტის დასაკავებლად.

ეროვნული ტრაგედია იმით გამოიხატება, რომ რესპუბლიკელებმა ვერ მოახერხეს, ვერ შეძლეს დებატების ჩატარება - დემოკრატებისაგან განსხვავებით - რომ გამოვლენილიყო მათი კანდიდატის მორალური და ემოციური გამოუსადეგრობა. ახლა კი ამ ამოცანის შესრულება ამერიკელი ხალხის მხრებს დააწვება.

ჩვენ მოვუწოდებთ ამომარჩევლებს ნათლად დაინახონ დონალდ ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობის საფრთხე და უარყონ მისი კანდიდატურა. პრეზიდენტობის მნიშვნელობის მაღალი დონე ითხოვს იმას, რომ ეს პოსტი ღირსეულმა და სანდო ადამიანმა დაიკავოს - ისეთმა, რომელიც ფლობს და პატივს სცემს უმნიშვნელოვანეს ფასეულობებს. დონალდ ტრამპის კანდიდატურა  ვერცერთ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. მისი მოქმედება ყველა სფეროში - რუტინული საქმეებით დაწყებული და მსხვილი კრიზისებით დამთავრებული - წარუმატებელია მისივე იმპულსიური, მოუფიქრებელი და არადამარწმუნებელი ნაბიჯებით.

 დონალდ ტრამპის საქმიანობა გვაჩვენებს რა მოუვა ქვეყანას, თუ მას ასეთი პიროვნება უხელმძღვანელებს.

წყარო: https://www.nytimes.com/interactive/2024/07/11/opinion/editorials/donald-trump-2024-unfit.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის