USD 2.8766
EUR 3.0014
RUB 2.9406
თბილისი
«The New York Times» (აშშ): „ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინის არმიას რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყას: რა მოჰყვება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?“
თარიღი:  208

აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა („კოჭლმა იხვმა“) ჯო ბაიდენმა, თავისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი თვით ადრე, ნება დართო უკრაინის არმიას გამოიყენოს ამერიკული შორი რადიუსის მქონე რაკეტები რუსეთის ზურგში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების დასაბომბად, - ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 17 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ბაიდენმა უფლება მისცა უკრაინის არმიას, რომ რუსეთს ამერიკული შორი მოქმედების რაკეტებით დაარტყას“ (ავტორები - ადამ ენთუსი, ერიკ შმიტი და ჯულიან ბარნსი).

„რაკეტები, როგორც ჩანს, თავდაპირველად გამოყენებული იქნება რუსეთის კურსკის ოლქში თავმოყრილი რუსული და ჩრდილოკორეული სამხედრო ქვედანაყოფების წინააღმდეგ, რათა დაცული იყოს იქ მყოფი უკრაინის არმიის სამხედრო-საოკუპაციო ნაწილები რუსულ-კორეული ერთობლივი შეტევისაგან“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ჯო ბაიდენის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკაში განხორციელებულ სერიოზულ ცვლილებად შეიძლება შეფასდეს. პრეზიდენტის ამ ნაბიჯმა მისი მრჩევლების ორად გაყოფა გამოიწვია - მომხრეებად და მოწინააღმდეგებად და ეს ხდება იმ დროს, როცა „კოჭლ იხვს“ მხოლოდ ორიოდე თვის პოლიტიკური ნებაღა აქვს შერჩენილი ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ძალაში შესვლამდე. დემოკრატი პრეზიდენტის მოქმედება ხელს უწყობს ომის ესკალაციას, რესპუბლიკელ ლიდერს კი, როგორც ცნობილია, ომის დეესკალაცია აქვს გადაწყვეტილი: სამხედრო მოქმედების შეწყვეტა და დახმარების შემცირება.

თეთრი სახლის ჩინოვნიკების ერთი ნაწილის თქმით, ATACMS-ების (შორი მოქმედების საარმიო ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის) გამოყენებაზე ნებართვა უკრაინელებს მიეცა რუსეთის მოულოდნელი გადაწყვეტილების პასუხად - ისარგებლოს ჩრდილოეთკორეელი სამხედრო ქვედანაყოფებით კურსკის ოლქში შეტევისათვის.

საერთოდ, ჯო ბაიდენმა ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე განლაგებული ობიექტების მიმართ გამოყენების საკითხში შეზღუდვების შესუსტება ჯერ კიდევ მაისიდან დაიწყო, რუსეთის არმიის ხარკოვზე შეტევის დროს, როცა მან მაღალმობილური საარტილერიო-სარაკეტო სისტემის HIMARS-ების გამოყენების ნება მისცა..

როგორც პრეზიდენტის გადაწყვეტილების მომხრე ჩინოვნიკები თვლიან, რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი კარდინალურად ვერ შეცვლის საომარ მოქმედებათა აქტიურობას, თუმცა, მათი თქმით, კურსის შეცვლის ერთ-ერთი მიზანია გაეგზავნოთ ჩრდილოეთ კორეელებს სიგნალი, რომ პირველ რიგში სწორედ მათი ქვედანაყოფები განადგურდება სარაკეტო დარტყმებით. შესაბამისად, მათ თავი უნდა შეიკავონ რუსეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე.

ამერიკელ ჩინოვნიკთა მეორე ნაწილი შიშობს, რომ რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში (330 კილომეტრამდე) მდებარე სამხედრო ობიექტების მიმართ განხორციელებული დარტყმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბიძგს მისცემს საპასუხოდ უფრო დამაგრეველი იარაღი გამოიყენოს კიევის წინააღმდეგ, აგრეთვე შესაბამისი პასუხი გასცეს აშშ-ს (და მის მოკავშირეებს) ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

პრეზიდენტის მომხრე ჩინოვნიკები თვლიან, რომ მოწინააღმდეგე ჩინოვნიკთა შიშები ზედმეტად გაბერილი და გადაჭარბებულია.

კიევში იმედი აქვთ, რომ რაკეტების გამოყენება მათ ტერიტორიის გაცვლაში დაეხმარება: თუ სამომავლოდ სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყება, მაშინ კურსკის ოლქიდან გამოსვლის საფასურად უკრაინამ შეიძლება დონბასიდან და საერთოდ, უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების გასვლა მოითხოვოს.

თუ რუსული და ჩრდილოკორეული ნაწილების გაერთიანებული შეტევა კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების წინააღმდეგ წარმატებული იქნება, მაშინ კიევს არაფერი არ რჩება ხელში ტერიტორიული კოზირის სახით, მიწების გაცვლის მიზნით. შესაბამისად, უკრაინის სარდლობა ყველანაირად ცდილობს კურსკის ოლქის ოკუპაციის შენარჩუნებას.

ჯო ბაიდენის წინაშე ასეთივე დილემა იდგა ერთი წლის წინ, როცა დაზვერვამ მას შეატყობინა - ჩრდილოეთ კორეა რუსეთს შორის რადიუსის მქონე ბალისტიკურ რაკეტებს აწვდიდო. იმ ხანებში ჯო ბაიდენი დათანხმდა უკრაინისათვის მიეწოდებინა რამდენიმე ასეული ერთეული შორსმოქმედი რაკეტა ATACMS, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებულ (ანუ საკუთარ) ტერიტორიაზე გამოსაყენებლად, ვთქვათ, ყირიმში და დონბასში. თავის მხრივ, უკრაინას თავისი რაკეტები Storm Shadow-ის ტიპის რაკეტები დიდმა ბრიტანეთმაც მიაწოდა, ხოლო საფრანგეთმა - SCALP-ები.

რასაკვირველია, უკრაინამ მიწოდებული იარაღი ბევრჯერ გამოიყენა მტრის წინააღმდეგ და რუსეთს დარტყმა მიაყენა როგორც ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე შავი ზღვის ფლოტის გემების განადგურების სახით. საბოლოო ჯამში ამჟამად ცნობილი არ არის, თუ რამდენი რაკეტა დარჩა უკრაინის არმიის არსენალებში კურსკის ოლქის სამხრეთ ნაწილში დისლოცირებული რუსული და ჩრდილოკორეული ქვედანაყოფებისათვის დარტყმების მისაყენებლად.

წყარო: https://www.nytimes.com/

 

ბიზნესი
"ქართუ ჯგუფი" ორთაჭალაში ცათამბჯენებს ააშენებს

"ასოციაცია ატუ" და "ქართუ ჯგუფი" თბილისში, ორთაჭალჰესის მიმდებარედ მულტიფუნქციურ კომპლექსს "ორთაჭალა თაუერსს" ააშენებენ. პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

პროექტი ორი ურთიერთდაკავშირებული ნაგებობისგან შედგება, რომელთაგან პირველი 27 სართულიანი, მეორე კი 43-სართულიანი იქნება. ნაგებობის მაქსიმალურ სიმაღლედ საპროექტო დოკუმენტაციაში 177.4 მეტრი არის მითითებული.

ახალი ნაგებობა 25,831 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა განთავსდეს და მისი მთლიანი საპროექტო ფართობი 89,948 კვადრატული მეტრი იქნება, საიდანაც 67,461 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი უნდა იყოს, კომერციული ფართის ზომა კი 22,487 კვადრატული მეტრის იქნება.

 

პროექტის რენდერები

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.