USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Tbilisi
«The New York Times» (აშშ): „ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ: „საქმე ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ეხება“
Date:  

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 7 თებერვლის ნომერში სათაურით „ამერიკის ელჩები კონგრესს უკრაინის დასახმარებლად მოუწოდებენ: „საქმე ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ეხება“ (ავტორი - კარლ ხალსი), გამოქვეყნებულია ამერიკელი დიპლომატების კოლექტიური წერილი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოსადმი, რაც ელჩების მხრიდან მიმართვის უპრეცედენტო ფორმას წარმოადგენს. დოკუმენტს ხელს აწერენ აშშ-ის ელჩები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ქვეყნებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„აქაური მთავრობები აკვირდებიან ჩვენი ქვეყნის ნაბიჯებს, თუ რას ვაკეთებთ ისტორიის გარდამტეხ მომენტში - იმ პერიოდში, როცა აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს გრძელვადიანი მნიშვნელობა მრავალი წლის განმავლობაში“, - ნათქვამია ცხრა დიპლომატის წერილში, რომელიც კაპიტოლიუმში იქნა გაგზავნილი, - „აქაურ მთავრობებს სურთ დაინახონ, რომ სიტუაციის ნებისმიერ ცვლილების დროს ამერიკის ხელისუფლება თავის მოკავშირეებისა და პარტნიორების გვერდით იქნება“.

წერილი საკმაოდ უჩვეულოა დიპლომატიური კორპუსისათვის, რომელთა წევრები - ელჩები - ჩვეულებრივ, დუმილს ინარჩუნებენ ხოლმე და მსგავსი საკითხების განხილვებში საჯაროდ არ მონაწილეობენ. მაგრამ დიპლომატები, რომლებიც ამას წინათ ერთმანეთს რეგიონულ კონფერენციაზე შეხვდნენ, აღნიშნავენ, რომ უკრაინისადმი დახმარების აუცილებლობა და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ასეთ ფორმით მიმართვა გამართლებულია.

„არცერთ ჩვენგანს არასოდეს არ მოუწერია ხელი მსგავს წერილზე“, - აღნიშნავენ ამერიკელი პროფესიონალი დიპლომატები , რომლებსაც გამოცდილების ხანგრძლივი სტაჟი აქვთ,  ღია წერილში, რომელიც კონგრესის ოთხ ხელმძღვანელს გაეგზავნა, - „მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, აუცილებლად მიგვაჩნია გაგიზიაროთ ჩვენი პირდაპირი და ობიექტური შეფასება იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისადმი დახმარების გაწევას“.

წერილს ხელს აწერენ: ფილიპ გოლდბერგი - აშშ-ის ელჩი სამხრეთ კორეაში, რამ ემანუელი - იაპონიაში, ქეროლაინ კენედი - ავსტრალიაში, ერიკ გარსეტი - ინდოეტში, ნიკოლას ბერნსი - ჩინეთში, ტომ უდალი - ახალ ზელანდიაში, ედუარდ კაგანი - მალაიზიაში და მარკ ჰეპერი - ვიეტნამში.

„ზოგიერთები ამ წერილზე ხელმომწერი ელცებიდან, თვითონვე იყვნენ კონგრესის წევრები და აქვთ კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის გამოცდილება. ჩვენ მაღალ დონეზე ვაფასებთ კონგრესის უმნიშვნელოვანეს როლს საგარეო პოლიტიკის გატარებაში და ვაცნობიერებთ, რომ ბიუჯეტების მიღება საბოლოო ჯამში კანონმდებლების მიერ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს“, - ნათქვამია წერილში, - თუმცა, ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ პირდაპირ მოგმართოთ და უშუალოდ გაცნობოთ, თუ რა დიდ გავლენას ახდენს ეს საბიუჯეტო გადაწყვეტილება ჩვენს მოკავშირეებზე და პარტნიორ ქვეყნებზე ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში“.

როგორც ცნობილია, უკრაინის დახმარების კანონპროექტის მიღების მომხრე ბევრი კონგრესმენი გამაფრთხილებელ განცხადებებს აკეთებდა, რომ თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, ამით ჩინეთი ისარგებლებს, გათამამდება და რეგიონში დესტრუქციულ პოლიტიკას განახორციელებს. ელჩები აღნიშნავენ, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც ექსპანსიონისტური იდეები ამოძრავებთ, მხედველობაში მიიღებენ კონგრესის ნეგატიურ გადაწყვეტილებას, მიმართულს უკრაინის დახმარების წინააღმდეგ - გადაწყვეტილებას, რომელიც მომავალ თაობებს გაჰყვება.

„არამარტო ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები შეაფასებენ ამ მომენტს, არამედ ჩვენი მტრებიც“, - აღნიშნავენ ამერიკელი დიპლომატები, - „შესაბამისად, ჩვენი ერთგულება კოლექტიური უსაფრთხოებისა და ექსპანსიის შეკავებისადმი, ჩვენი რეპუტაცია და ჩვენდამი ნდობა  ბეწვზე ჰკიდია“.

ბევრი ამერიკელი ექსპერტისა და პოლიტოლოგის პროგნოზით, კონგრესის რესპუბლიკელი წევრების უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, რომლის თანახმად, მხარს არ დაუჭერენ თეტრი სახლის კანონპროექტს უკრაინისა და ისრაელისადმი დახმარების თაობაზე, თუ არ იქნება გადაწყვეტილი აშშ-ის სამხრეთი საზღვრის დაცვის გამკაცრებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გამაგრების საკითხი (მექსიკასთან მიმართებით), საიდანაც აშშ-ში უამრავი უცხოელი არალეგალურად შედის.

წყარო: https://www.nytimes.com/2024/02/06/world/middleeast/us-ambassadors-pacific-ukraine-israel-aid.html

 

World
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way