USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
თბილისი
The New York Times - ტრამპი მომდევნო კვირას გეგმავს პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას
თარიღი:  1253

ტრამპი მომდევნო კვირას გეგმავს პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრის გამართვას უკვე მომდევნო კვირას აპირებს და შეხვედრიდან მალევე გეგმავს უკვე სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზელენსკისთან და პუტინთან.

გამოცემის ინფორმაციით, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებს არ დაესწრებიან.

გამოცემისთვის უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.

ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის