ტრამპი მომდევნო კვირას გეგმავს პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპი პუტინთან პირადი შეხვედრის გამართვას უკვე მომდევნო კვირას აპირებს და შეხვედრიდან მალევე გეგმავს უკვე სამმხრივი შეხვედრის გამართვას ზელენსკისთან და პუტინთან.
გამოცემის ინფორმაციით, თავისი გეგმები აშშ-ის პრეზიდენტმა 6 აგვისტოს ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს გააჟღერა. ევროპელი ლიდერები ამ შეხვედრებს არ დაესწრებიან.
გამოცემისთვის უცნობია, დათანხმდნენ თუ არა პუტინი და ზელენსკი ტრამპის გეგმას.
ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.