USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Тбилиси
«The Jerusalem Post» (ისრაელი): „საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, ვადის ამოწურვის შემდეგ, ისრაელში დარჩენა გადაწყვიტა“
дата:  

ისრაელის ინგლისურენოვან გაზეთ The Jerusalem Post-ში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, ვადის ამოწურვის შემდეგ, ისრაელში დარჩენა გადაწყვიტა“ (ავტორი - გრირ კეშმანი). პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველო-ისრაელის ისტორიული ურთიერთობის ზოგიერთი მომენტი, იერუსალიმის ქართული ძეგლები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლაშა ჟვანიას დამსახურებას, რომელიც სამჯერ იყო საქართველოს ელჩად ისრაელში.

 „ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი კავშირი აქვს წმინდა მიწასტან, განსაკუთრებით კი იერუსალიმთან. გამოჩენილი ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა დაწერა ეპიკური ნაწარმოები - პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მან საქართველოს ხელმზღვანელს - თამარ მეფეს მიუძღვნა. თამარ მეფე კი 1220 წელს დაკრძალეს ჯვრის მონასტერში, რომელიც იერუსალიმში ისრაელის მუზეუმთან და ქნესეთთან ახლოს მდებარეობს და რომელიც ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთღირსშესანიშნაობად ითვლება“, - აღნიშნავს ავტორი.

„საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ, რომელსაც ისრელში ელჩად ყოფნის მესამე ვადა ამოეწურა, ყველაზე მეტად იცის იერუსალიმში მდებარე ქართული ისტორიული ძეგლები, ვიდრე თვითონ იერუსალიმელებმა. იგი ექსკურსიებსაც კი ატარებს ხოლმე „ქართულ იერუსალიმში“, მან კარგად იცის ივრითი და ორივე მხარის - საქართველოსა და ისრაელის თვალსაზრისებზეც ლაპარაკობს.მიუხედავად იმისა, რომ ორი ვადით ელჩობა რომელიმე ერთ ქვეყანაში იშვიათობა არ არის, მესამე ვადით დიპლომატიურ წარმომადგენლად ყოფნა ნამდვილად ხშირად არ ხდება ხოლმე, მაგრამ ლაშა ჟვანია ამ მხრივ გამონაკლისია. იგი პირველად ელჩად 1998 წელს დაინიშნა და იმდენად შეუყვარდა ჩვენი ქვეყანა, რომ როცა ვადა დაუმთავრდა, დანაღვლიანებული იყო და ეჭვი ეპარებოდა, რომ ოდესმე ისრელში ისევ ელჩად დაბრუნდებოდა. მაგრამ 2005 წელს ლაშა ჟვანია ისევ ელჩი გახდა. იგივე მოხდა 2019 წელსაც. და რადგანაც მან ირწმუნა, რომ მეოთხედ აღარ იქნებოდა საქართველოს წარმომადგენელი, მან გადაწყვიტა ისრაელში დარჩენილიყო:, - ნატქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ჩამოთვლილი და განხილულია ლაშა ჟვანიას საქმიანობა საქართველო-ისრაელის ურთიერთობის განმტკიცებაში, ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის გაღრმავებაში. „როცა თბილისში ვარ, იერუსალიმზე ვფიქრობ, ხოლო როცა იერუსალმში ვბრუნდები, თბილისი მუდამ თბილისი მახსენდება“, - იმოწმებს ავტორი ლაშა ჟვანიას ნათქვამს ერთ-ერთ ინტერვიუში.

რას გააკეთებს ლაშა ჟვანია იერუსალიმში? მას ბევრი შეთავაზება აქვს და რომელიმეს ამოირჩევს. მას დიდი გამოცდილება აქვს და ბევრ სფეროში ფართო პროფილის კონსულტანტის ფუნქციის შესრულება შეუძლია. მას სამართლის მაგისტრის ხარისხი აქვს როგორც საქართველოს, ისევე ბრიტანეთის უნივერსიტეტში სწავლის შედეგად.  მუშაობდა მინისტრის პოსტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, ამჟამად არის საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის გენერალური დირექტორი. ფონდს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს, რომელსაც ებრაელი ხალხი ძალიან უყვარს და დიდ პატივს სცემს. ილია მეორე სამჯერ იყო ისრაელში.

ლაშა ჟვანია, რომელიც თავის საქმიანობას იხსენებს, აღნიშნავს, რომ ქართველებს ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. თვითმფრინავები ყოველთვის სავსეა, ფრენები ყოველტვის ჩვეულებრივი რეჟიმით მიმდინარეობს (7-8 ოქტომბრის გამონაკლისით. იმ დროს, როცა ანტისემიტიზმი ბევრ ქვეყანაში მატულობს, საქართველოში მსგავსი რამ არ ხდება, არასოდეს არ მომხდარა და არც მოხდება: „საქართველო ებრაელებისათვის უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს“.

ლაშა ჟვანიას თქმით, საქართველო დიდი ხანია წარმოადგენდა იმ ერთადერთ ადგილს, სადაც ებრაელისთვის ყოველთვის არსებობდა კოშერის ღვინო (ებრაული წესით მომზადებული), არსებობდა ხაბადი (ებრაული ცხოვრების წესი). ამჟამადაც ქვეყანის ბევრ რესტორანში ნახავთ კოშერს, ხოლო ბევრ საბავშვო ბაღში და სკოლებში ბავშვებს ებრაულად ზრდიან. ქართველი დიპლომატის თქმით, ფართოდ ვითარდება საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისო ურთიერთობა, გაფორმებულია შეთანხმებები მრავალ სფეროში, იზრდება ტურიზმი და ა.შ.

ლაშა ჟვანია შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული სიტუაციით. მისი თქმით, მსოფლიომ მაგალითი უნდა აიღოს საქართველო-ისრაელის მეგობრობიდან. სწორედ ასეთი სიტყვები დაწერა ქართველმა ელჩმა ივრითულ ენაზე ახლახან მესამედ გამოცემულ შოთა რუსტაველის  „ვეფხისტყაოსანზე“, რომელიც მან ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს და ქნესეთის სპიკერს ამირ ოხანфს მიუძღვნა, ელჩობის ვადის ამოწურვის გამო დამშვიდობების დროს.

წყარო: https://www.jpost.com/israel-news/article-784554

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати