USD 2.7262
EUR 2.9514
RUB 2.8281
თბილისი
"The Jerusalem Post" (ისრაელი) - „სომხეთი რეალობას ებრძვის: ირანთან კავშირების განმტკიცების ფონზე ერევნის ისრაელთან ურთიერთობა უარესდება“
თარიღი:  216

„სომხეთის ურთიერთობა ისრაელთან იმდენად უარესდება, რამდენადაც ერევან-თეირანის კავშირები მტკიცდება. სომხეთი დაბეჯითებით უარყოფს ანტისემიტიზმის ფაქტებს. ერევანი გადაიქცა თეირანის მარიონეტად, რომელიც, თავის მხრივ, რეგიონში გავლენას აფართოებს“, - ნათქვამია ისრაელის გაზეთ „ჯერუზალემ პოსტში“ (The Jerusalem Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სომხეთი რეალობას ებრძვის: ირანთან კავშირების განმტკიცების ფონზე ერევნის ისრაელთან ურთიერთობა უარესდება“ (ავტორი - მორდეხაი კედარი). პუბლიკაცია სადისკუსიო ხასიათისაა და ეხება ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხს სომხეთში, ირანის როლს და საერთოდ, სომხეთ-ისრაელ-ირანის ურთიერთდამოკიდებულებას თანამედროვე ეტაპზე.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„მსოფლიოში არიან ძალები, რომლებსაც სომხებსა და ებრაელებს შორის სიძულვილის გაღვივება სურთ. ისინი ავრცელებენ ფეიკურ მასალებს, თითქოსდა სომხეთში ანტისემიტიზმი არსებობს. ისინი ცდილობენ სომხების პროვოცირებას და აცხადებენ, რომ ისრაელი იარაღს აწოდებს სომხეთის აგრესიულ მეზობელს - აზერბაიჯანს (რაც თავის თავად საშინელებაა)“.

ეს სიტყვები  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გრიგოლ ოვანისიანს ეკუთვნის. სტატიაში სათაურით „სომხეთი და ირანი. ცრუ მტკიცებები“, რომელიც Jerusalem Post-ში 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, ავტორი მიანიშნებს, რომ ყველაფერი სიცრუეა - ის, რომ სომხეთ-ირანის ურთიერთობები ღრმავდება, რომ ერევანსა და თეირანს შორის იარაღის მიწოდების კონტრაქტები ფორმდება... რასაც სომხეთი დეზინფორმაციას უწოდებს.

საერთოდ, სომხეთი ბევრ ფაქტს უარყოფს. დავიწყოთ იმით, რომ სომხეთში თითქოსდა ანტისემიტიზმი არ არსებობს. ხელისუფლება უარყოფს მრავალრიცხოვან თავდასხმებს „მორდეხაი ნავის“ სინაგოგაზე და ჰყვება რაღაც ისტორიას ვიღაც „უცხოელებზე“, რომლებმაც სცადეს სინაგოგისათვის ცეცხლის წაკიდება, შემდეგ კი ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ. სომხეთის ხელისუფლება უარყოფს იმ ორგანიზაციის არსებობას, რომლის სახელწოდებაა „სომხეთის გათავისუფლების სომხური საიდუმლო არმია“, რომელმაც არა მარტო პასუხისმგებლობა აიღო სინაგოგაზე თავდასხმაზე, არამედ ახალი შეტევებით დაიმუქრა.

რატომ ავიწყდებათ სომხებს ერევნის ცენტრში მოწყობილი ნეონაცისტური აქცია მიმდინარე წლის დასაწყისში? თავდაპირველად სომხეთი ხელისუფლება ყველაფერს უარყოფდა, შემდეგ ისევ „უცხოელებს“ დააბრალეს... და განაცხადეს, რომ მათ მიმართ „ზომები მიღებულიაო“. თუ ასეა, მაშ რატომ დადის სომეხი ნეონაცისტების ლიდერი ჰაიკ ნაზარიანი თავისუფლად ერევნის ქუჩებში, იღებს ფოტოსურათებს თავის მრავალრიცხოვან მომხრეებთან ერთად, შემდეგ ამ სურათებს სოციალურ ქსელებით ავრცელებს, თავხედური ანტისემიტური მოწოდებებით მოქმედებისაკენ?

რატომ აწყობენ ნეონაცისტები ღიად მსვლელობას ერევნის ცენტრში? ისინი ნაცისტების ხელშემწყობ გარეგინ ნჟდეს ძეგლთან მიდიოდნენ, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზეა აღმართული.

ნუთუ ყალბია გლობალური ანტისემიტიზმის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის მიერ მომზადებული 2023 წლის ანგარიში? ან ისრაელის დიასპორის საქმეტა და ანტისემტიზმთან ბრძოლის სამინისტროს, ან პრემიერ-მინისტრის კანცელარიის მოხსენებაში ასახული ფაქტები? ორივე დოკუმენტს ერთი რამ აერთიანებს: რეალობა, რითაც სომხეთში ანტისემიტიზმის თარეში დასტურდება.

მაგრამ მოდით, სომხეთის მეგობარ ირანის შესახებაც ვისაუბროთ. ერევანსა და თეირანს ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. 2008 წლის ბოლოს ამერიკელი დიპლომატები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სომხეთი ირანს უმართავ რაკეტებსა და სხვა ცეცხლმსროლელ იარაღს აწვდიდა, რომელთა მეშვეობით ერაყში ამერიკელ სამხედროებს კლავდნენ. 2016 წლიდან კი სომხეთ-ირანის სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა...

რაც შეეხება ამას წინათ გაფორმებულ სომხეთ-ირანის შეთანხმებებს დაზვერვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, სამხედრო სფეროში კავშირები განმტკიცებაზე, სომხეთის ტერიტორიაზე ბაზების გახსნაზე, ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია. სანამ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯაროდ ცნობილი, მანამდე რამდენიმე დღით ადრე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო ირანის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიაში. სხვათა შორის, ამ ცერემონიაზე ესწრებოდა უცხოეთის სახელმწიფოს მხოლოდ ორი ხელმძღვანელი, სხვა ქვეყნებმა რანგით დაბალი ოფიციალური პირები გაგზავნეს.

თეირანში ყოფნისას ნიკოლ ფაშინიანი ირანის უზენაეს სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ჰამენეისაც შეხვდა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ სომხეთთან ურთიერტობის განმტკიცება გვაქვს გადაწყვეტილი. ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც ურთიერთინტერესებს ეყრდნობა და არ არის დამოკიდებული სხვა სახელმწიფოების პოლიტიკაზე, ურყევი ენერგიით გაგრძელდება“.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ ნიკოლ ფაშინიანი უნდა სეხვედროდა „ჰამასის“ ლიდერს ისმაილ ხანიას, რომელსაც სურდა მისთვის მადლობა ეთქვა რეალურად არარსებული „პალესტინის სახელმწიფოს“ დამოუკიდებლად აღიარებისათვის, თუმცა დამატებითი მტკიცებულობები ამისთვის არ არის, რადგან ისმაილ ხანია საკუთარ დანაშაულებებს შეეწირა.

ერევანს ამის უარყოფაც შეუძლია, მაგრამ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის ისტორიას იცნობს, კარგად უწყის, რომ სომხები ყოველთვის მხარს უჭერდნენ პალესტინელთა ტერორისტულ ორგანიზაციებს.

სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული გმირი მონტე მელქონიანი (იყო „ასალას“ წევრი, მონაწილეობდა ყარაბაღის პირველ ომში, დაიღუპა 1993 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღდამის რაიონში) თავს იქებდა, ხოლმე და ამბობდა, რომ ისრაელის წინააღმდეგაც იბრძოდა, რასაც მისი ძმა მარქარ მელქონიანი წერს თავის წიგნში სათაურით „ჩემი ძმის გზა. საბედისწერო მოგზაურობა სომხეთში“.

სასურველი იქნებოდა ბატონი გრიგოლ ოვანისიანისათვის ერთი რამ გვეკითხა: თუ მას ნამდვილად სურს ურთიერთობის განმტკიცება სომხებსა და ებრაელებს შორის, მაშინ მისთვის კარგი იქნება ისარგებლოს როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთული სომხური მასმედიით, ანტისემიტიზმთან ბრძოლისათვის და თავისი სახელმწიფოს პოლიტიკის შესაცვლელად, რომლის გამოც სომხეთი, დიდად სამწუხაროდ, ირანის მარიონეტად გადაიქცა.

წყარო: https://www.jpost.com/opinion/article-816821

 

რეგიონი
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.