USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
The Telegraph: ბიძინა ივანიშვილი COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია
Date:  1213

„ყოფილი ქარხნის მუშა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია“ - სტატიას ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, სულ მოსახლეზე შეფარდებით ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი ყველაზე მსხვილი დონაციაა პანდემიასთან ბრძოლაში.

„არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. მაგრამ მიუხედავად მსოფლიოს ზოგიერთი ფილანთროპის მიერ ექვს- და შვიდნიშნა შეწირულობისა, სულ მოსახლეზე შეფარდებით კორონავირუსთან ბრძოლაში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი, რომლის შესახებ თქვენ, ალბათ, არც კი გსმენიათ.

პანდემიის წინააღმდეგ ქველმოქმედთა ახალი სიის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი - ქართველი ბიზნესმენი და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.

64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება (4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარისს ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქართველზე ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს.

4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი ვაჟი - ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, ივანიშვილი გახლავთ ქარხნის მუშის შვილი, ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა“, - წერს სტატიის ავტორი, კამილა ტომინეი.

ჟურნალისტი ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც გაესაუბრა, რომელმაც ივანიშვილის დონაციას შემდეგი შეფასება მისცა:

„ბიძინა ივანიშვილი, თავისი ქველმოქმედებით ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და ასევე უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“.

სიაში მეორე ადგილზე ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტია, რომელმაც 25,5 მილიონი დოლარი გაიღო, მესამეზე კი Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა 8 აპრილს გადარიცხა. რამდენიმე დღის წინ ამ ფაქტს სტატია კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Express-მა მიუძღვნა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way