USD 2.6229
EUR 2.9925
RUB 3.1138
Тбилиси
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს ხარჯავს და რუსეთის ეკონომიკის ტემპებს სწრაფად ზრდის... მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება წვეულება და დროსტარება?“
дата:  1260

ბრიტანული პოპულარული და გავლენიანი ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი დიდ ფულს ხარჯავს და რუსეთის ეკონომიკის ტემპებს სწრაფად ზრდის... მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება წვეულება და დროსტარება?“, რომელშიც განხილულია რუსეთის ამჟამინდელი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ეკონომიკური მდგომარეობა  და პროგნოზირებულია მოსალოდნელი კრიზისი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ეკონომიკური კრიზისის ნიშნები მთელ მსოფლიოში ფართოვდება: ამერიკაში და კანადაში უმუშევრობა იზრდება, ფასები მატულობს, რაც მომხმარებლებს შორის დეპრესიას იწვევს. ევროპა რეცესიის ზღურბლზე იმყოფება, ჩინეთზე ლაპარაკი ზედმეტია - იქ ეკონომიკის ზრდა ამ ეტაპზე არ მოხდება. მაგრამ არის ერთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის განწყობა სრულიად სხვაა - მკაცრი დასავლური სანქციებისა და „გარიყულის“ სტატუსის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა დამაჯერებლად მატულობს. როგორც აღმოჩნდა, ომის დროს მთავრობის მიერ გაწეული მასშტაბური ხარჯები ეკონომიკისათვის ნამდვილად შეიძლება „ყუათიან საკვებს“ წარმოადგენდეს.

მიმდინარე წლის ბოლო მოსალოდნელია, რომ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) რეალური გამოხატულებით 3%-ით და უფრო მეტად გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთლიან შიდა პროდუქტის მატებას. რუსეთში დღეს უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალია, ხოლო რუბლი თავს მეტ-ნაკლებად „კარგად გრძნობს“. მართალია, ინფლაცია სასურველზე მაღალია - ივნისში ფასები 8,6%-ით გაიზარდა (ცენტრალური ბანკის მიერ დაგეგმილი 4%-ის ნაცვლად), მაგრამ ფულადი შემოსავლების 14%-ანი მატების დროს რუსეთის მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა სწრაფად იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ რუსები, დასავლეთის რიგი ქვეყნების მოსახლეობისაგან განსხვავებით, დღეისათვის მთავრობას მიმართ უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და საკუთარ ეკონომიკას მიმართ ნდობით ეკიდებიან.

რუსეთი სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, მომხმარებელთა რწმენა მტკიცეა და მნიშვნელოვნად მაღალია იმ მაჩვენებლზე, რომელიც ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის დროს - 2000 წელს იყო. შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ვლადიმერ პუტინი ციფრებს აყალბებს, მაგრამ თვით საზოგადოებრივი განწყობის კვლევის დამოუკიდებელი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრი“ („უცხოური აგენტის“ სტატუსით) მოწმობს, რომ რუსულ საზოგადოებაში საოცარი ტენდენციები შეიმჩნევა - მოსახლება მართლაც კმაყოფილია ტავიანთი ფინანსური მდგომარეობით. ასეთი მდგომარეობა უკანასკნელ 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა, ახლა კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. რუსები სიამოვნებით ხარჯავენ დიდ ფულს ძვირადღირებული საგნების ყიდვაში (ავტომობილებიდან დაწყებული, ავეჯით დამტავრებული), რესტორმები გადატვირთულია. 2023 წელს რუსებმა შეიტანეს 18%-ით მეტი კონიაკი, ვიდრე 2019 წელს, ხოლო ცქრიალა (შამპანურის ტიპის) ღვინოების იმპორტი - 80%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ხარჯები გაიზარდა 20%-ით.

ამ ყველაფერს ე.წ. „მსუქან“ 2010-იან წლებსაც კი ვერ შევადარებთ, როცა ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები მატულობდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად აისახებოდა რიგითი მოქალაქის ჯიბეზე, თუმცა მოსახლეობა თავს მაინც მაძღრად გრძნობდა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო არ იყო. მოგვიანებით რუსეთის ეკონომიკზე ნეგატიური გავლენა მოახდინა 2014-15 წლებში გამოცხადებულა დასავლურმა სანქციებმა და 2019 წლის ბოლოს „აფეთქებულმა“ კორონავირუსის პანდემიამ. უკრაინაში შეჭრისთანავე გამკაცრებულ სანქციებს, ექსპერტების აზრით, რუსეთის ეკონომიკა უნდა დაენგრია, მაგრამ ასე არ მოხდა.

რა არის ასეთი მდგომარეობის მიზეზი?

ალბათ, ბევრი იტყვის, რომ ამაში „ბრალი“ რუსეთის ექსპორტისაგან მიღებულ შემოსავლებს „მიუძღვით“: მართლაც, ვლადიმერ პუტინმა მოახერხა და გაზისა და ნავთობის ექსპორტის მიმართულება შეცვალა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმართა, ანუ ცენტრალური და დასავლეთ ევროპიდან აზიის აღმოსავლეთისა და სამხრეთისაკენ. დასავლეთის მოლოდინები არ გამართლდა - რუსეთს, მართალია, ევროპიდან მიღებული შემოსავლები გარკვეულად მოაკლდა, მაგრამ არანაკლებ მოგებას იღებს ჩინეთიდან, ინდოეტიდან და სხვა ქვეყნებიდან. მაგრამ სინამდვილეში სიტუაცია არცთუ ისე კარგადაა: დღეს რუსეთი ნავთობს ფასდაკლებით ჰყიდის - შესაბამისად, შემოსავლები (დოლარებით) 2024 წლის პირველ კვარტალში 4%-თ დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე 2023 წელს, ხოლო 10%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს.

ისმება კითხვა: რატომ ხდება ასეთ დროს ეკონომიკის ტემპების სწრაფი ზრდა? სიტუაციაში გასარკვევად მაკროეკონომიკური პოლიტიკის ორი მომენტი განვიხილოთ.

პირველი - საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა. ვლადიმერ პუტინმა უარი თქვა მკაცრ ეკონომიაზე. მიმდინარე წელს რუსეთის ბიუჯეტს დეფიციტი ელოდება - მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი. რუსული ეკონომიკის მასშტაბის მიხედვით, ეს ძალიან ბევრია. მთავრობა ეკონომიკას შიდა რეზერვებით აფინანსებს, რომელიც, მართალია, საკმაოდ შთამბეჭდავია (რომელიც 2010-იან წლებში ენერგოშემცველების ექსპორტით მიღებული შემოსავლების შედეგად დაგროვდა). გამოდის, რომ რუსეთი ფულს ადრე ეკონომიურად ხარჯავდა და ზოგავდა, რომ დღეს ხელგაშლილად დაეხარჯა. ამჟამად საერთო სახელმწიფო ხარჯები დღეს 15%-ით არის გაზრდილი, 2023 წელთან შედარებით, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა ბევრად მოკრძალებულია. დამატებითი ხარჯების დიდი ნაწილი უკრანასთან ომის დაფინანსებას ხმარდება. ფინეთის ბანკის გამოკვლევის თანახმად, რუსეთის სამხედრო ხარჯები 2024 წლის ბოლომდე 60%-ით მოიმატებს, რის გამოც, თავის მხრივ, არამარტო იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება მოიმატებს, არამედ რიგითი მოქალაქეების „ჯიბეებიც გასქელდება“.

ვლადიმერ პუტინი ფულის მარაგს ხელგაშლილად ხარჯავს - ივლისის თვეში პრეზიდენტმა  გააორმაგა ფედერალური პრემია მოხალისეებისათვის (არსებული 195 ათასი რუბლიდან 400 ათას რუბლამდე ანუ თითქმის 4500 დოლარამდე). ასევე გაიზარდა რეგიონული პრემიებიც. მთავრობა უდიდეს ფულს ხარჯავს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების კომპენსაციებში, მათი ოჯახის წევრებისათვის. ივნისში ვლადიმერ პუტინმა გულუხვად გაუზარდა პენსიები მოქალაქეტა ზოგიერთ კატეგორიას - თითქმის 10-15%-ით. ხელისუფლება დიდ ფულს ხარჯავს ინფრასტრუქტირის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სწრაფი ტემპით აშენებს ავტობანს ყაზანიდან ეკატერინბურგამდე, რომლის სიგრძე თითქმის 800 კილომეტრს აღწევს. შეიძლება გარე დამკვირვებელს მოეჩვენოს, რომ კრემლი ფულს ხარჯავს ყველაფერზე, რაც მას მოესურვებ და მოეწონება. ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა წაიტრაბახა საბავშვო დასვენების წარმატებული პროგრამით, რაც შავ ზღვაზე (ყირიმშიც) სანატორიუმებისა და პანსიონატების მშენებლობას გულისხმობს.

მეორე - რუსეთის ეკონომიკის ბუმის მიზეზი დაკავშირებულია კრემლის მიერ გატარებულ უჩვეულო ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან. მაღალი ინფლაციის „მოსათვინიერებლად“, ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 7,5%-დან 18%-მდე მოამატა. არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს ხანში კიდევ უფრო მეტად გაზარდოს. ასეთი ზომები ხელს უწყობს რუბლის კურსის გამყარებას უცხოური ინვესტიციების მიზიდვით „მეგობრული ქვეყნებიდან“, მაგალითად, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, გლობალური სამხრეთიდან. ეს, თავის მხრივ, აიაფებს იმპორტს და შესაბამისად, ამცირებს სამომხმარებლო ხარჯებს. ნორმალური ეკონომიკის პირობებში განაკვეტების გაზრდა ზიანს მიაყენებდა საბანკო ვალების მქონე ოჯახებს და კომპანიებს, რადგან მატულობს მათი ხარჯები ვალის დაფარვის დროს. მაგრამ რუსეთის მთავრობამ მოახერხა და რეალური ეკონომიკა მკაცრი ფინანსურ-საკრედიტო პოლიტიკისაგან გამოწვეული მავნე შედეგებისაგან თითქმის მთლიანად დაიცვა.

ამ მიზნით მოქმედებენ ჭეშმარიტად გასაოცარი რაოდენობის სქემები: მთავრობამ მნიშვნელოვნად გაამარტივა მომხმარებლებისათვის საკრედიტო ვალის გადახდა - იმ პირობით, თუ ისინი შეძლებენ იმის დამტკიცებას, რომ მათი შემოსავლები საგანგებო გარემოებების გამო შემცირდა. ბანკებმა ომის მონაწილეებს მომხმარებლებს საკრედიტო არდადეგები შესთავაზეს. ამას წინათ ომის მონაწილეებს კრედიტების საპროცენტო გადასახადები 8%-ის დონეზე გაეყინათ, რაც მოქმედი განაკვეთის თითქმის ნახევარს შეადგენს. ფართოდ გამოიყენება შეღავათიანი 3%-იანი კრედიტი. რასაკვირველია, ბანკები ასეთ „შეთავაზებებს“ მთლად ნებაყოფლობით არ აკეთებენ, ისინი ამ შეღავათებზე კრემლის „თხოვნით“ მიდიან. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სახელმწიფო მათ დანაკლისს მეტ-ნაკლებად უნაზღაურებს.

რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ესოდენ აქტიური ჩარევა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა - რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად დაიწყეს კრედიტების აღება. საკრედიტო კომპანიების რაოდენობა ბოლო წელს 20%-თ გაიზარდა. მოკლედ, რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობა „შვიდმილიანი ნაბიჯებით“ იზრდება. მაგრამ...

როდემდე გაგრძელდება დროსტარება და ქეიფი? ვლადიმერ პუტინის მცდელობები საპროცენტო განაკვეთების ზრდის შეჩერების მიზნით მხოლოდ დროებით შეანელებს ინფლაციის მატებას და მას კიდევ უფრო გაჭიანურებულ სახეს მისცემს. გარკვეულ მომენტში მოსახლეობა ცხოვრების გაძვირების გამო უკმაყოფილებას გამოამჟღავნებს. და ბოლოს, სახელმწიფოს ხაზინა უძირო არ არის, რომ მუდმივად შეავსოს სარეზერვო ფულით ბიუჯეტი და მისი დეფიციტი „ითმინოს“. დღევანდელი ხარჯვის ტემპებით, რუსეთის ფინანსური რეზერვები ხუთი წლის შემდეგ ამოიწურება. გარდა ამისა, მთავრობა უკვე გარკვეული პრობლემების წინაშე დგება, რაც ხელგაშლილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით არის გამოწვეული. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა, თუნდაც ფრთხილი და გააზრებული, თავის ნეგატიურ კვალს მაინც ტოვებს... მაგრამ რადგანაც ვლადიმერ პუტინს ახლა ბრძოლისველზე გამარჯვება სურს, განსაკუთრებით კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების შეჭრის ფონზე, მთავრობა რეზერვებს კიდევ უფრო მეტად დახარჯავს, რომ მოსახლეობა ფულით აკონტროლოს და დროსტარების შეგრძნება გაუგრძელოს.

წყარო: https://www.economist.com/finance-and-economics/2024/08/11/vladimir-putin-spends-big-and-sends-russias-economy-soaring

 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати