USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის საიდუმლო სარაკეტო პროგრამა: „ფაუ-1“-დან „ტრემბიტამდე“
Date:  235

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) რუბრიკით „ომი უკრაინაში“ დაბეჭდილია სტატია სათაურით „უკრაინის საიდუმლო სარაკეტო პროგრამა: „ფაუ-1“-დან „ტრემბიტამდე“, რომელშიც ქვეყნის რაკეტმშენებლობის დარგის ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი სავარაუდო აღორძინების საკითხია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გრძელი და იმავდროულად წვრილი სარაკეტო იმპულსურ-რეაქტიული ძრავა ჩართვისას ისეთი გამაყრუებელი გრიალით იწყებს მუშაობას, რომ სტენდიდან ყველა  ანაზდეულად უკან იხევს. რაკეტას „ტრემბიტა“ ჰქვია, საყვირის მსგავსი უკრაინული მუსიკალური ინსტრუმენტის საპატივსაცემოდ.  (...)

„ტრემბიტას“ სარაკეტო ძრავა წარმოადგენს გადაკეთებულ იმპულსურ-რეაქტიული ძრავის თანამედროვე ვერსიას, რომელიც პირველად 1944 წელს გამოიყენეს გერმანელმა ფაშისტებმა რაკეტა-ჭურვში „ფაუ-1“.

საბაზო მოდიფიკაციის უკრაინული რაკეტა საათში დაახლოებით 400 კილომეტრს ავითარებს, ფრენის სიშორე კი მხოლოდ 200 კილომეტრია. ამჟამად შემუშავების პროცესშია უფრო მსხვილი და მძლავრი მოდელები, რომლებით მოსკოვსაც მისწვდებიან. რაკეტების სერიული წარმოება საბოლოო საველე გამოცდის შემდეგ დაიწყება. ენთუზიასტ ინჟინერ-კონსტრუქტორებს საწყისი 1944 წლის დროინდელი მოდელიდან თანამედროვე ვერსიის შექმნამდე მხოლოდ წელიწადნახევარი დაჭირდათ, რაც რაკეტმშენებლობის სფეროში გმირობას უდრის. ჩვეულებრივად, ნახაზიდან საბრძოლო რაკეტის შექმნა მრავალი წლის შრომას მოითხოვს.

გაურკვეველია, რამდენ ხანს ექნება უკრაინას საზღვარგარეთული სამხედრო დახმარების იმედი. სწორედ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით შეიქმნა „ტრემბიტას“ პროექტი, რომელიც ერთ-ერთია სხვა მსგავს პროექტებს შორის, რომლებიც უკრაინის სარაკეტო მრეწველობას ააღორძინებს. არადა, საბჭოთა პერიოდში უკრაინა კოსმოსური და სარაკეტო ინოვაციებში მსოფლიო ლიდერს წარმოადგენდა. დნეპროპეტროვსკის ქარხანა „იუჟმაში“ ოთხი თაობის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტებს უშვებდა (სხვათა შორის, სწორედ „იუჟმაში“ დაიბომბა ახალი რუსული რაკეტა „ორეშნიკით“). უკრაინის რაკეტმშენებლობის დარგი 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმმა შეიწირა - კიევმა, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ,  ნებაყოფლობით თქვა უარი უკვე არსებულ რაკეტებზე და მათ სამომავლო წარმოებაზე. ათიოდე წლის წინ თითქოსდა უნდა აღორძინებულიყო ეს ტრადიციული დარგი, მაგრამ კორუფციის, მთავრობის „ვიწრო გონების“ და პოლიტიკური ნების არქონის გამო იდეა ვერ განხორციელდა. რუსეთის მიერ ომის დაწყებისას კი, ქვეყანას არც რაკეტები არ ჰქონდა და აღარც სარაკეტო წარმოება.

ოდესღაც უძლიერესი რაკეტების მქონე უკრაინა, დღეისათვის, გაგანია ომის დროს, შეიძლება ითქვას, უკან „მიჩანჩალებს“. კიევს „მათხოვრის ხელი“ აქვს გაწვდილი დასავლეთის სახელმწიფოებისათვის, რომ როგორმე რაკეტებით მომარაგების საკითხი გამოსწორდეს. ამჟამად მას შეზღუდული რაოდენობით აქვს ამერიკული ATACMS-ები (ფრენის სიშორე 300 კმ.) და ბრიტანულ-ფრანგულირაკეტები Storm Shadow/Scalps-ები (ფრენის სიშორე 250 კმ-ზე მეტი). ამ რაკეტებით მხოლოდ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე ობიექტების განადგურება შეიძლება, რაც რუსეთისათვის მომგებიანია. იყო დრო - 2023 წელი - როცა უცხოური რაკეტებით (დრონების ჩათვლით) უკრაინამ თითქმის ბალანსს მიაღწია რუსეთთან მიმართებით, მაგრამ ახლა ისევ ჩამორჩა. ნოემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა ისეთი რაკეტების წარმოებაზე გადასვლა, რომელთა „დაჭერა“ და ჩამოგდება რთულია. 2025 წლისათვის მათმა რაოდენობამ 3 ათასს უნდა მიაღწიოს. ამჟამად უკვე მზადაა ათი ახალი რაკეტა გასაშვებად, რომლებსაც უახლოეს თვეებში კიდევ ორჯერ-სამჯერ მეტი დაემატება. (...)

„სიძნელეებისა და პრობლემების მიუხედავად, ჩვენ ახალ სარაკეტო პროგრამას აუცილებლად განვახორციელებთ“, - ამბობს 62 წლის ვლადიმერ გორბულინი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელსაც სარაკეტო დარგში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და რამდენიმე პროექტს კურირებს. იგი არ ამხელს გარკვეულ საიდუმლო დეტალებს პროექტების რეალიზების თაობაზე, მხარს უჭერს ენთუზიაზმს და ინოვაციებს სამხედრო ტექნიკის განვიტარების, იმავდროულად კი უარყოფს „უსაფუძვლო და ფანტასტიკურ იდეებს“ ბირთვულ გადაიარაღებაზე, რომლის იმედი ზოგიერთ უკრაინელს  აქვს.

უკრაინის რაკეტმშენებლობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პრობლემას ფინანსური უზრუნველყოფა წარმოადგენს. მთავრობა მხარს უჭერს ნებიმიერი რაკეტის წარმოებას, რომელსაც ფრენა და მტრის ობიექტის განადგურება შეუძლია. ხელისუფლება კერძო მეწარმეებს მაქსიმალურ მოგებას სთავაზობს, რომ რაკეტები შექმნან, მაგრამ ბევრი მაკომპლექტებელი დეტალის წარმოება თვით უკრაინაში შეუძლებელია. ვერ ხერხდება საიდუმლო სამხედრო მოწყობილობების საკმაო რაოდენობით იმპორტი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მოკლედ, უკრაინული რაკეტმშენებლობა რუსულს ბევრად ჩამოუვარდება. „იდეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის“, - ამბობს წყარო, რომელიც ახლოს დგას თავდაცვით მრეწველობასთან, - მაგრამ „ეშმაკი“ ყოველთვის იდეის რელიზებაში იმალება“.

იგივე წყაროს თქმით, დასავლელ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დარგობრივი მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს, რაც ყველაზე უკეთესი იქნებოდა. მარტალია, ყოველი ქვეყანა არ არის მზად, რომ საკუთარი გამოცდილება ამ ფრიად მნიშვნელოვან დარგში სხვებს გაუზიაროს, სპეციალური მოწყობილობების მიცემით რისკი გასწიოს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, დანია და დიდი ბრიტანეთი აქტიურობას იჩენენ. უკრაინა ღიაა სამხედრო ბიზნესისათვის“. უკრაინის პოტენციალს დასავლეთიც კარგად ხედავს, თანაც ყურადსაღებია წარმოების იაფი ხასიათი. ფრთოსანი რაკეტის დამზადება ისეთი იდენტური მონაცემებით, როგორიც დასავლურებს აქვთ, უკრაინაში 12-ჯერ იაფი შეიძლება დაჯდეს, ვიდრე ევროკავშირში. რაკეტა „ტრემბიტა“, მაგალითად, „სატყუარას“ ვარიანტში, სულ რაღაც სამი ათასამდე დოლარი ღირს, ხოლო საომარი ვერსიით (20-30 კგ-იანი საბრძოლო ქობინით), 15 ათას დოლარამდე. ეს ძალიან მომგებიანი ფასია უცხოელი ინვესტორებისათვის. (...)

მაგრამ უკრაინას რაკეტების მსხვილსერიული წარმოებისათვის ჯერ კიდევ ჭირდება დრო, რომელიც მისთვის შეიძლება არასაკმარისი იყოს. უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ქვეყანას კიდევ ერთი წელიწადი დაჭირდება რაკეტების იმ რაოდენობით დასამზადებლად და ისეთი ფრენის სიშორით, რომელიც რუსეთს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. თუ დონალდ ტრამპი უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუმცირებს (და ვაშინგტონს სხვა დასავლელეი პარტნიორებიც მიბაზავენ), ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება დასავლური რაკეტების მოწოდების შემცირება გამოიწვიოს. რუსეთს შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკება (თუ ის მართლაც დაიწყება) იმისთვისაც გამოიყენოს, რომ უკრაინის რაკეტმშენებლობის დარგის გაუქმება მოითხოვოს

მოკლედ, ზეწოლა გრძელდება, მაგრამ „ტრემბიტას“ გუნდს ეს ვერ აჩერებს. „თუ ზავი დაიდება, ეს მხოლოდ მთავრობებს შორის იქნება“, - ამბობს ვლადიმერ გორბულინი, - ჩვენ პარტიზანები ვართ, ჩვენს მიერ გაკეთებულ-აწყობილი რაკეტები ფრენას გააგრძელებენ“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/12/23/inside-ukraines-secret-missile-programme

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way