USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს“
дата:  223

„დიდ ბრიტანეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობას სამშობლოში დაბრუნება აღარ სურს. ისინი მდიდრულ რაიონებში ცხოვრებას კარგად ითვისებენ, მაგრამ ქვეყანაში მათი მუდმივი ცხოვრება მთავრობის გეგმებში არ შედის“, - ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „უკრაინელები ბრიტანეთში ცხოვრებას ეჩვევიან, რაც ლეიბორისტული მთავრობისათვის პრობლემის შექმნას ნიშნავს“.

დიდი ბრიტანეთის უკრაინულ საკვირაო სკოლებში, როცა გაკვეთილები მთავრდება,  ბავშვებს ყველგან ისე ხვდებიან, როგორც ეს ნებისმიერ ბრიტანულ სკოლაში ხდება, თუმცა ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში ცოტა განსხვავება შეიმჩნევა - მშობლების უმეტესობა ქალია, ხოლო მამაკაცებს შორის ომის ხეიბრები (ინვალიდები) გამოირჩევიან. რომლებთაც კიდურები მოკვეთილი აქვთ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიგრაციის კვლევითი ცენტრის მონაცმებით, ამჟამად დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 40 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს, რომლებმაც იქ თავშესაფარი 2022 წლის შემდეგ ჰპოვეს. უკრაინელები სწრაფად ეჩვევიან მათთვის უცხო სახელმწიფოში ცხოვრებას. მათ ბევრი ეროვნული სტრუქტურები და ორგანიზაციები შექმნეს - მაგალითად, სკოლები, სადაც უკრაინულ ენას ასწავლიან, არსებობს ბიბლიოთეკები და სხვადასხვა ორგანიზაციების ქსელი. კონფორტის შეგრძნების ზრდა, რასაკვირველია, მათი და ბრიტანელთა  დამსახურებაა, თუმცა საკითხს ობიექტურად თუ შევხედავთ, უკრაინელთა დიდ ბრიტანეთში ცხოვრება მთავრობისათვის პრობლემებს ქმნის. 

ვიდეოპროდიუსერი ანასტასია საჩკოვა უკრაინიდან, თავის გოგონასთან ერთად, ომის დაწყებისთანავე გაიქცა. იგი ბრიტანელმა წყვილმა შეიფარა. თავშესაფრის სხვა უცხოელი მთხოვნელებისაგან განსხვავებით, რომლებიც, ჩვეულებრივად, სასტუმროებში ცხოვრობენ, მთავრობამ უკრაინელებს ქვეყანაში ცხოვრების ნება დართო, თუ მათ ბრიტანეთის მოქალაქეები  გარკვეული ხნით თავიანთ სახლებში ყოფნას პირდებოდნენ, ვთქვათ, 6 თვით ან მეტი ხნით. ანასტასია საჩკოვა კარგი ურთიერთობა აქვს მასპინძლებთან და თავის სამსახურს უკრაინაში დისტანციურად აგრძელებს. იგი ადრე კიევში დაბრუნებას ფიქრობდა, მაგრამ რაც დრო გადის, დაბრუნების შესაძლებლობა სულ უფრო არარეალური ხდება.

მამაკაცებს უკრაინიდან გასვლა მხოლოდ იმ სემთხვევაში აქვთ ნებადართული, თუ ისინი უკვე მოხუცები არიან, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელო აქვთ, ან მათ კმაყოფაზე სამზე მეტი ბავშვია. როგორც გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, უკრაინიდან წასული მამაკაცების (მიგრანტების) 80 პროცენტს რატომღაც სამე3ცნიერო წოდებები აქვთ და როგორც წესი, ისინი დიდი ბრიტანეთის მდიდრულ რეგიონებში ცხოვვრობენ. ლონდონის რიჩმონდის რაიონში 1000-მდე უკრაინელი ცხოვრობს, რომლებთაც მტავრობა მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარებას აძლევს. მათ ასევე ნებადართული აქვთ მუშაობა და ბევრი ასეც აკეთებს. მაგალითად, იმავე „ელვინ-გარდენ სითის“ სკოლაში მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო წოდების მქონე მოქალაქე ჭურჭელს რეცხავს, თუმცა ეს უფრო გამონალისია, ვიდრე კანონზომიერი მოვლენა. უკრაინელტა უმეტესობა, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ფლობენ, კარიერულ კიბეზე აღმასვლას ახერხებენ, წარმატებას აღწევენ ბიზნესშიც.

სულ უფრო მეტი უკრაინელი თავის ბედს სამუდამოდ უკავშირებს დიდ ბრიტანეთს. გამოკვლევის თანახმად, კითხვაზე, თუ სად აირჩევენ ცხოვრებას იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება, გასული წლის აპრილში 52% პასუხობდა, რომ დიდ ბრიტანეთში, ახლა კი მათმა რაოდენობამ, ვისთვისაც ბრიტანეთში ცხოვრება უპირატესია, 68%-მდე მოიმატა. მიგრანტთა აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოში აღარ ბრუნდება. „ცვენ აქაურ საზოგადოებაში უკვე ინტეგრირებულები ვართ. ჩვენი ბავშვები სკოლაში დადიან, ზოგიერთებს უკვე აქაური შეყვარებულები ჰყავთ და აქ გათხოვება-ქორწინებას აპირებენ“, - ამბობს ოლესია რომანჩენკო არასამთავრობო ორგანიზაციიდან, სახელწოდებით „ფრთები“.

სხვათა შორის, უკრაინელი ბავშვები ადგილობრივ გარემოს ძალიან სწრაფად ეჩვევიან, მათი ადაპტაცია დაჩქარებულად მიმდინარეობს. ბევრი პროგრამას იოლად სძლევს: „რაც მტავარია, ისინი ინგლისურად აზროვნებენ და ფიქრობენ.

რასაკვირველია, ბრიტანეთის მტავრობა უკრაინელებს დიდსულოვნად ხვდება, ნებას აძლევს იმუსაოს, უხდის სოციალურ დახმარებას, ხელს უწყობს სამედიცინო მომსახურებაში და ა.შ. მაგრამ გარკვეული მიმართულებით ბრიტანეთის მთავრობა დიდ სიძუნწეს იჩენს. უკრაინელები მაინც დროებით სტუმრებად ითვლებიან. მართალია, ბევრს თავდაპირველად სამწლიანი ნებართვა ჰქონდა და, ომის გაჭიანურების კვალობაზე, გაგრძელება მოუწევთ, მაგრამ ერთი განსხვავებით: მათ ქვეყანაში ცხოვრების ვადა მოქალაქეობის მისაღებად არ ეთვლებათ.

ეს წესები კონსერვატორთა ბოლო მთავრობამ დაამტკიცა. მათ ლეიბორისტულ მთავრობას დილემა დაუტოვეს, თუ ომის დასრულება კიდევ გაჭიანურდება. ნუთუ ბრიტანეთი ქვეყნიდან გააძევებს იმ ადამიანებს, რომელთა შვილები უკვე ინგლისურად წერენ და ლაპარაკობენ, აზროვნებენ და ფიქრობენ, რომლებიც ისეთ რეგიონებში ცხოვრობენ, სადაც პრობლემებს არავის არ უქმნიან?

https://www.economist.com/britain/2024/10/03/ukrainians-are-settling-down-in-britain-that-creates-a-problem

 

аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати