USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „სი ძინპინის წყურვილი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ჩინეთის ეკონომიკას აზიანებს“
თარიღი:  347

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სი ძინპინის წყურვილი ძალაუფლების განმტკიცებისათვის ჩინეთის ეკონომიკას აზიანებს“, რომელშიც გაანალიზებულია ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობა და პერსპექტივები, სახალხო წარმომადგენლების ყრილობის ფონზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმდენად, რამდენადაც ჩინეთის პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დახურული ხდება, ტრადიციული მასობრივი ხასიათის ღონისძიებები ერთ-ერთ შედარებით გამჭვირვალე მოვლენად რჩებოდა მიღებული გადაწყვეტილებების გასაგებად, თუმცა ეს წყაროც, როგორც ჩანს, ქრება. ამჟამად პეკინში დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - სახალხო წარმომადგენლების ყოველწლიური ყრილობა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელები და ათასობით დელეგატი ესწრება. ჯერ-ჯერობით მიღებული სიგნალები დამაიმედებელი არ არის. სავარაუდოდ, ჩინეთს ჯერ კიდევ არ აქვს ეკონომიკის მდგომარეობის გამოსწორების საიმედო გეგმა, ხოლო ლიდერების განცხადებები რეალობისგან შორს დგას. ძალაუფლება სულ მეტად კონცენტრირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის ხელში.

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი, რომელმაც დელეგატებს წარუდგინა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-იანი ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლები 2024 წლისათვის. მან ასევე ისაუბრა გრძელვადიან გეგმაზე ლოზუნგით „ახალი საწარმოო ძალები“, რაც ნიშნავს ახალ საბაზო წარმოებაზე გადასვლას - მწვანე ენერგეტიკაზე, ხელოვნურ ინტელექტზე და ციფრულ სამსახურზე. ჩინეთის მოსახლეობის შემცირების საპასუხოდ კომპარტია ვალდებულობს, რომ გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მონაცემებს და „შობადობის ზრდას“. ჩინეთის მმართველები აცხადებენ, რომ მათ ყველა პრობლემა იციან და ზომებს იღებენ მათ აღმოსაფხვრელად და მოსაგვარებლად.

მაგრამ თუ სიტუაციას დაკვირვებით შევხედავთ, სურათი სრულიად სხვაგვარია. 5%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალო 4,6%-ზე მეტია და მის მისაღწევად დამატებითი სტიმულებია საჭირო, მაგრამ 3%-იანი დეფიციტის მქონე ბიუჯეტის დროს სტიმულების გამოძებნა საკმაოდ რთულია. ლი ციანის მოხსენებიდან ასევე ირკვევა, რომ ინფლაციის დონე 3%-იანი იქნება, ანუ იგივე, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში, მაგრამ წინა წლებისგან განსხვავებით, ჩინეთი დეფლიაციური კრიზისის წინაშე დგას: სამომხმარებლო ფასები 0,8%-ით არის დაცემული. ადრე ჩინეთი მიზნებს ისახავდა და აღწევდა კიდეც, ამჟამად კი დასახული მიზნები რეალური სიტუაციისაგან მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც არის დაშორებული.

ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ჩინეთისათვის აუცილებელია კერძო სექტორის გაფართოება., მაგრამ კერძო ინვესტიციები 2023 წელს 0,4%-ით შემცირდა, ძირითადად უძრავ ქონებაზე ფასების დაცემის გამო. ლი ციანი დამაშვიდებლად საუბრობდა ინოვაციებზე და უცხოური კომპანიებისათვის შექმნილ შეღავათიან „ეროვნულ რეჟიმზე“, მაგრამ იმის გამო, რომ უცხოური ფირმები თავს შეზღუდულად გრძნობენ მთავრობის პარანოიის გამო უსაფრთხოების სფეროში, ჩინეთის ხელისუფლების მიმართ ნდობა მცირდება. საერთაშორისო ინვესტიციები 30 წლის განმავლობაში ყველაზე მინიმალურ დონეზეა.

ამ არადამაკმაყოფილებელ ეკონომიკურ ფონზე მიმდინარე პოლიტიკური თამაშები გვაფიქრებინებს იმას, რომ სი ძინპინი სულ უფრო იმყარებს თავის ხელისუფლებას და მისი გაყოფა არ სურს დაბეჯითებით შერჩეულ და ერთგულ გარემოცვასთანაც კი. შესავალ სიტყვაში პრემიერმა ლი ციანმა სი ძინპინის სახელი ყველაზე ხშირად მოიხსენია, ვიდრე მისმა წინამორბედმა პრემიერებმა. სამწუხაროდ, ყრილობის დროს პრეს-კონფერენციების ჩატარება აიკრძალა - პირველად 1980 წლიდან. ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომ რიგით ჩინელ მოქალაქეს მაღალჩინოსნისგან გაეგო პასუხები საჭირბოროტო  საკითხებზე. ახლა გამჭვირვალობის ეს მცირე გამოვლინებაც გაქრა. ალბათ, იმიტომ, რომ სი ძინპინს არ სურს შექმნას შთაბეჭდილება იმისა, რომ სხვისი ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი.

მართალია, ყრილობა ძირითადად საშინაო საკითხებს იხილავს, მაგრამ მას საგარეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, კერძოდ, აშშ-სთან მიმართებით. რადგანაც აშშ-ში ამჟამად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და არავინ იცის, თუ ვინ იქნება თეთრი სახლისთვის ბრძოლაში გამარჯვებული, ლი ციანი შეეცადა თავის სიტყვაში აშშ-სთან არსებული წინააღმდეგობები არ გაემწვავებინა.  მან ასევე აღნიშნა ტაივანთან ურთიერთობის „მშვიდობიანი განვითარება“.

და მაინც, არის ბევრი ფაქტი იმისა, რომ ჩინეთის რეჟიმი გრძელვადიანი ცივი ომისთვის ემზადება. ლი ციანის მოხსენების მიხედვით, სამხედრო ხარჯები 7%-ით იზრდება. მატულობს აგრეთვე საბიუჯეტო ხარჯები სამხედრო მეცნიერების სფეროს განვითარებისათვის. ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა, მაგალითად, ჩინეთ-მალდივის სამხედრო ხელშეკრულების დადებამ ინდოეთის ოკეანეში დაძაბულობა გააძლიერა.

ჩინეთის პოლიტიკა დღეს ყველაზე უფრო გაუმჭვირვალეა, ვიდრე ოდესმე, მაგრამ დახურული კარიდან მაინც აღწევს უშეცდომი სიგნალები: ეკონომიკა ისევ არარიტმულად მუშაობს, ხდება ხელისუფლების კონცენტრაცია, სი ძინპინი კი ისევ ურყევია ამერიკასთან მეტოქეობაში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.economist.com/leaders/2024/03/06/xi-jinpings-hunger-for-power-is-hurting-chinas-economy

 

თბილისი
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.