USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „შეიძლება თუ არა რუსეთს ქვემეხების მარაგი ამოეწუროს?“
Date:  322

ბრიტანული „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათურით „შეიძლება თუ არა რუსეთს ქვემეხების მარაგი ამოეწუროს?“, რომელშიც განხილულია რუსული არტილერიის პერსპექტივა: რა პრობლემებია შექმნილი ქვემეხების წარმოებაში და რატომ დაიწყო მოსკოვმა ძველი მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენება.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს მცირე შემოკლებით:

რუსეთის არმიის ქვემეხები, უკრაინულთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ მეტ ჭურვებს ისვრიან. ავდეევკის დაკავების შემდეგ რუსებმა საბრძოლო მოქმედებები გააგრძელეს და კიდევ რამდენიმე სოფლის გაკონტროლება შეძლეს. ამ დროს დიდ როლს ასრულებს არტილერია - „ომის ღმერთი“. სამწუხაროდ, უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ქვემეხებით სამხრეთის მიმართულებით, სოფელ რობოტინოსთან დღეში მხოლოდ 20-30 ჭურვის გასროლა ხდება. აშკარაა, რომ რუსების ცეცხლის ძალა ბევრად მეტია, მაგრამ საკმარისი აქვს თუ არა კრემლს ქვემეხები (ჰაუბიცები), რომ საარტილერიო ბათქები მომავალშიც ასეთი უპირატესობით გააგრძელოს?

დიდი ბრიტანეთის თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული სამეფო ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის მონაცემებით, 2024 წლის თებერვლისათვის რუსეთის არმიას ფრონტზე 5 ათასზე მეტი საარტილერიო ქვემეხი ჰქონდა, რომლის მთავარ ნაწილს ლულა წარმოადგენს [რომელიც ინტენსიური გამოყენების შემდეგ მწყობრიდან გამოდის]. რუსეთს ორი ქარხანა აქვს, რომლებიც სპეციალურად ლულების წარმოებაზე არიან გადასული და თვეში მხოლოდ 500 ლულის წარმოება შეუძლია. ამ რაოდენობის გაზრდა შეუძლებელია, რადგან ლულების დამზადების ტექნოლოგია რთულია: საჭიროა სპეციალური დანადგარები და მაღალი ხარისხის ფოლადი. ლულების ექსპორტს ძალიან ცოტა ქვეყანა ახორციელებს და მათგან საეჭვოა რომელიმემ თავისი პროდუქცია მოსკოვს მიჰყიდოს სანქციების შიშით.

როგორც კოსმოდიდან თანამგზავრების მიერ გადაღებული ფოტოსურათები მოწმობენ, რუსეთმა დაიწყო თავისი მწყობრიდან გამოსული მსხვილკალიბრიანი ქვემეხების გამოცვლა ისეთებით, რომლებიც დაუცველად ეყარა ღია ცისქვეშ.

ომის დაწყების წინ რუსეთს 19 ათასი ქვემეხი ჰქონდა, რომლებიც ათეულობით წლების წინ იყო წარმოებული და კლიმატური პირობებისაგან დაუცველ საწყობებში ინახებოდა. ისინი იჟანგებოდნენ და თანდათან მწყობრიდან გამოდიოდნენ. შარსან რუსებმა მათი მდგომარეობის  შემოწმება დაიწყეს სათადარიგო ნაწილების გამოყენების მიზნით, თუმცა შეუძლებელია ზუსტად იმის გაგება, რამდენია აღნიშნული 19 ათასი ქვემეხიდან მეორე მსოფლიო ომის დროს დამზადებული (ძირითადად Д-1 და М-30) და რამდენი გამოდგება სათადარიგო ნაწილებად, განსაკუთრებით ლულები.

ასევე რთულია იმის შეფასებაც, თუ რამდენი ქვემეხი გაუნადგურა უკრაინამ რუსეთს. მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცები, ჩვეულებრივად, ფრონტის ხაზიდან საკმაოდ მოშორებით დისლოცირდება, რაც მათ დათვლას ართულებს. კიევის მტკიცებით, უკრაინის არმიამ მწყობრიდან რუსეთის 10 ათასამდე  ქვემეხი გამოიყვანა, თუმცა ევროპული სამხედრო-ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი, სინამდვილეში განადგურებულია მხოლოდ 5500 ქვემეხი. დამაინც, თუ იარაღის მწყობრიდან გამოსვლა ასეთი ტემპით გაგრძელდება, მოსალოდნელია, რომ 2025 წლისათვის რუსები ლულების საჭირო რაოდენობით წარმოებას ვერ შეძლებენ და კრემლი მხოლოდ რეაქტიულ არტილერიაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების უფრო მეტი რეზერვებს მოითხოვს.

გასული წლიდან უკრაინის არმიამ უფრო აქტიურად დაიწყო რუსული არტილერიის განადგურება: კიევმა მათი ზუსტი ადგილმდებარეობის აღმოჩენის სისტემები გააუმჯობესა - მოკავშირეებმა მას კონტრსაბატერიო რადარები მიაწოდეს, რომელთა მეშვეობით, გასროლილი ჭურვის კვალის მიხედვით ქვემეხის პოვნა ხდება, შემდეგ კი მათ შორიდან გაშვებული დრონი-კამიკაძეები ანადგურებენ.რასაკვირველია, რუს დამპყრობლებს შეუძლიათ ქვემეხები ფრონტის ხაზიდან უფრო შორს გადაიტანონ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჭურვის გასროლის სიზუსტე მცირდება.

წყარო: https://www.economist.com/the-economist-explains/2024/03/20/might-russia-run-out-of-big-guns

 

tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 18 სექტემბერს?

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის  გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის,  მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way