USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ ატყუებდნენ სტალინის მარიონეტი ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტები დასავლელ მკითხველებს“
თარიღი:  

ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) 29 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ ატყუებდნენ სტალინის მარიონეტი ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტების დასავლელ მკითხველებს“, რომელიც ბრიტანელი მკვლევარის ალან ფილპსის ახალი წიგნის „წითელი სასტუმროს“ რეცენზიას წარმოადგენს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

1941 წელს, როცა გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, უინსტონ ჩერჩილმა დაარწმუნა იოსებ სტალინი, რომ ნება მიეცა ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტებისათვის მოსკოვში საცხოვრებლად გადასულიყვნენ და რომ მათ დასავლეთისათვის ნაცისტების წინააღმდეგ კომუნისტებისა და საბჭოთა ხალხის გმირული ბრძოლის ობიექტური სურათი ეჩვენებინათ.

მართლაც, საბჭოთა ლიდერის თანხმობით, ათზე მეტი ჟურნალისტი მოსკოვში ჩავიდა, რომლებიც სასტუმრო მეტროპოლში“ დაბინავდნენ - უზარმაზარ შენობაში, წითელ მოედანთან ახლოს. დასავლელ ჟურნალისტებს სასტუმროში სტალინური ჯაშუშ-მზვერავები და სპეცაგენტი ქალები დახვდნენ, უძველესი პროფესიის მქონე ქალების სახით.

დასავლელი ჟურნალისტები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ბუნებრივია, მაკაცები სეადგენდნენ, ფაქტიურად ტყვეების როლში მოექცნენ: მათ არ ჰქონდათ ქალაქში თავისუფლად გადაადგილების უფლება, მათ დაწერილს საბჭოთა ცენზურა ამოწმებდა და ისე იგზავნებოდა საზღვარგარეთ. უფრო მეტიც - ისინი საბჭოელი მსუბუქი ყოფაქცევის აგენტი ქალების მონები გახდნენ, რომლებიც თარჯიმნებად და მოსამსახურეებად მუშაობდნენ და იმავდროულად რეგულარულად იზიარებდნენ ჟურნალისტების საწოლს.

ალან ფილპსის ახალ წიგნში გადმოცემულია წარმტაცი და ხშირად საშინელი ისტორიები იმ მორალური დეგრადაციისა, ასევე გმირობებისაც, რომელიც მოსკოვურ საზოგადოებასა და  კომუნისტურ ელიტაში ომის წლებში ხდებოდა.

წიგნში ავტორი ყველაზე ფართოდ და მკაფიოდ იმ ქალების როლს ეხება, რომლებიც საბჭოთა საიდუმლო პოლიციის აგენტები იყვნენ. ზოგიერთებმა, ყველაფრის მიუხედავად, შეძლეს ღირსების სენარჩუნება. მათ შორის იყო ნადია ულანოვსკაია, ებრაული წარმოშობის მქონე უკრაინელი, რევოლუციონერი 1920 წლიდან. 1930-იან წლებში იგი დახვრეტის წინაშე იდგა, მაგრამ გადარჩა - იგი დათანხმდა საბჭოური საიდუმლო პოლიციის აგენტი გამხდარიყო, მუშაობდა აშშ-ში და სხვა ქვეყნებში. ალან ფილპსი, უცხოურ და რუსულ საარქივო დოკუმენტებზე და ნაკლებად ცნობილ მემუარებზე დაყრდნობით, თავის წიგნში აჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა ოდესღაც მგზნებარე ლენინელი და ბოლშევიკი ქალი საბჭოთა წყობილების მტრად.

ჯერ კიდევ ჩერჩილ-სტალინის შეთანხმებამდე ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსის“  კორესპონდენტი წერდა, რომ მოსკოვში მყოფი უცხოელი ჟურნალისტები ფაქტიურად მხოლოდ საბჭოტა საინფორმაციო სააგენტოს „ТААС”-ის მასალების გამვრცელებლები იყვნენ. ყოველმა კორეპონდენტმა იცოდა, რომ მისი მუშაობა სრულიად უსარგებლოა. ამას „წითელ სასტუმროში“ გამოკეტილი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელს „მოოქროვილ გალიას“ უწოდებდნენ. ისინი თავიანთ რეპორტაჟებში, ომის გარდა, ერთი სიტყვითაც არ ახსენებდნენ სიბნელეში ჩაძირულ სტალინურ ქვეყანაში მიმდინარე საშინელებებს, სადაც ყველგან სიღარიბე და სახელმწიფო ტერორი მეფობდა, სადაც „ენკავედე“ შიშს ნერგავდა

დასავლელი ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ყველაზე სამარცხვინო მასალად იქცა 1944 წელს მათი ჯგუფური ვიზიტი პოლონელი ოფიცრების დახვრეტის ადგილას, კატინის ტყეში, რომელიც, საბჭოური პროპაგანდის მიხედვით, გერმანელმა ფაშისტებმა განახორციელეს. ეს ვიზიტი „ენკავედეს“ მიერ სპეციალურად მომზადდა, რათა მსოფლიოსათვის დაემალა, თუ რა მოხდა სინამდვილეში: კატინში და სხვა ადგილებში საბჭოურმა შინსახკომმა დაახლოებით 22 ათასი პოლონელი ოფიცერი დახვრიტა.

ზოგიერთმა კორესპონდენტმა მოგვიანებით მემუარები დაწერა, რომელშიც მწუხარებით აღიარებდნენ, რომ მათ ვერ მოახერხეს საბჭოური სინამდვილის ობიექტურად გადმოცემა. ომის დროს მოსკოვში მყოფმა ვერცერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა ვერ შეძლო პირდაპირი ინტერვიუს აღება იოსებ სტალინისგან. ისინი ვერ ბედავდნენ უკმაყოფილების გამოხატვას. მარტალია, ერთ-ერთ სახელმწიფო ბანკეტზე, რომელსაც იოსებ სტალინი ესწრებოდა, ერთ-ერთმა კორესპონდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში თავისუფალი პრესა არ არსებობსო, მაგრამ მას მოსკოვი იმავე დღესვე დაატოვებინეს. სხვათა შორის, დასავლელ ჟურნალისტებს „წითელ სასტუმროში“ სმა-ჭამა არ აკლდათ, მაშინ როცა საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობა შიმშილის პირას იყო მისული.

როგორც ალან ფილპსი აღნიშნავს თავის წიგნში, „წითელი სასტუმროს“ ბინადრებს შორის ყველაზე ობიექტურად, თუ სხვებს შევადარებთ, ბრიტანული „დეილი ტელეგრაფის“  კორესპონდენტი არტურ ჰოლერტონი წერდა. სასტუმროში ცხოვრების დროს მან თავის მასალებში პირველმა მოიხსენია რეპრესიები და „გულაგები“. ამისათვის მას „ენკავედე“ ბრიტანეთში აღარ უშვებდა, მის თარჯიმანი ქალი კი 15-წლით ციმბირის გულაგში ჩასვეს. ყველაზე სამარცხვინო (დღევანდელი გაგებით) და უცნაური ჟურნალისტი კი იყო რალფ პარკერი, რომელიც პროსაბჭოურ სტატიებს წერდა როგორც ამერიკელი The New York Times-სათვის, ასევე ბრიტანული The Times of London-ისათვის. 2001 წელს ერთ-ერთმა „კაგებეს“ ყოფილმა მაღალჩინოსანმა თანამშრომელმა  ინტერვიუში აღნიშნა, რომ რალფ პარკერი მოსკოვისათვის იგივე როლს ასრულებდა, რასაც კიმ ფილბი (ორმაგი აგენტი) აკეთებდაო. სხვატა შორის, რალფ პარკერი ერთადერთი დასავლელი რეპორტერი იყო, რომელსაც პატივი ხვდა წილად იოსებ სტალინისათვის წერილობითი კითხვა დაესვა და მისგან პასუხი მიეღო. კითხვაზე, „პატივს სცემს თუ არა საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ პოლონეთის დამოუკიდებლობას“, სტალინი პასუხობს: „უეჭველად“. თუმცა მოგვიანებით საბჭოთა ლიდერმა თავისი ნათქვამი დაარღვია.

დასავლურ პრესაში „წითელ სასტუმროში“ მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალების აბსოლუტური უმრავლესობა ნიღბავდა ბოლშევიკური რეჟიმის საშინელებებს და დასავლელ მკითხველს უნერგავდა რწმენას, რომ „ბიძია ჯო“ (იოსებ სტალინი) ღირსეული მოკავშირე იყო, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ომის შემდეგაც გაგრძელდებოდა. სხვათა შორის, მოგვიანებით, როცა მკითხველებმა გაიგეს, თუ რა სიცრუე ვრცელდებოდა მათივე თანამემამულე ჟურნალისტებისაგან, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ძირითადად შენარჩუნდა ის ბარიერები, რაც დასავლელი ჟურნალისტებისათვის საბჭოთა კავშირში არსებობდა. სსრკში მყოფი უცხოელი რეპორტიორები და მეცნიერები, საბჭოური ვიზა რომ არ დაეკარგათ, ცდილობდნენ კრიტიკულად არ ეწერათ კომუნისტურ რეჟიმზე და გარკვეულწილად თავს იკავებდნენ. თითქმის ასე იყო კომუნიზმის კრახამდე. 

წიგნის ავტორი რუსეთის დღევანდელ ლიდერსაც ეხება - ალან ფილპსი ვლადიმერ პუტინს წინა დიქტატორების კლონად წარმოგვიდგენს. სხვათა შორის, კრემლის რეჟიმიც ბევრად არის დამოკიდებული ქვეყნის შიგნით მყოფ მონა-ჟურნალისტებზე  და იმ უცხოელ რეპორტიორებზე, რომლებსაც [გარკვეული შეღავათების ფასად], მოსკოვში მუშაობა სურთ. მაგრამ დღეს დასავლეთში სულ უფრო ცოტა ჟურნალისტს სურს პუტინის თამაშში მონაწილეობა.

წყარო: https://www.economist.com/culture/2023/07/27/how-stalins-scribbling-stooges-tricked-western-readers

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.