USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Tbilisi
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს“
Date:  145

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინს ხელში დომინოს კიდევ ერთი ქვა უვარდება: კრემლი მმართველი პარტიის გამარჯვებას იზიარებს, მაგრამ თბილისში შეიძლება არეულობა დაიწყოს“, რომელშიც განხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება და  მოცემულია მცირე პროგნოზიც - რა ბედი ეწევა საქართველოს ახლო მომავალში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები  გარდამტეხ მოვლენას წარმოადგენს იმ ქვეყნისათვის, რომლის დემოკრატიულ რეფორმებს დასავლეთი ოდესღაც მხურვალედ ესალმებოდა. ამ არჩევნების სახით პროევროპულ ოპოზიციას, ალბათ, ერთადერთი შანსი ჰქონდა როგორმე გამოესწორებინა ის შეცდომები, რომელიც ანტიდასავლურმა მთავრობამ დაუშვა და როგორმე იმ ზარალის კომპენსირება მოეხდინა, რომელიც ქვეყანას მიადგა. ოპოზიციას იმედი ჰქონდა, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებდა. მაგრამ თუ ცენტრალური საარცევნო კომისიის ოფიციალურ სედეგებს დავუჯერებთ, ქართულ ოპოზციას შანსი ხელიდან საბოლოოდ გაუსხლტდა - მმართველმა პარტიამ „ ქაულმა ოცენბამ“ ხმების 54% მიიღო, ხოლო ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლიობაში - მხოლოდ 38%.

როგორც ჩანს, ეს მონაცემები აღარ შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ პუტინის კრემლი როგორც არასდროს, ისე ახლოს დგას თავის მიზანთან - კიდევ ერთი სახელმწიფო-კლიენტის შექმნასთან. საინტერესოა, რომ საქართველოში არჩევნები მოლდოვას მოვლენების ფონზე გაიმართა: იქაც ხელისუფლება რუსეთის გავლენას განიცდის და არავინ იცის, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი მომავალ კვირაში დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურში - პროევროპელი თუ პრორუსი კანდიდატი.

საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, საქართველოში გამართულ არჩევნებში უამრავი დარღვევები შენიშნეს, იმედგაცრუებული ოპოზიცია კი აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა და სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებს: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - ამობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველომ, ბოლო დრომდე დასავლეთის მოკავშირე ქვეყანამ, ისეთი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რომელიც „უცნობ ზღვაში ცურვას ჰგავს“. მმართველი პარტიის ლიდერს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს - განდეგილი მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში საქმიანობის დროს დააგროვა. უკრაინაში მიმდინარე ომისადმი საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებულმა ნეიტრალურმა პოზიციამ დასავლური საზოგადოება საკმაოდ განარისხა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ავტორიტარული მართვის სიმპტომებიც გამოაჩნდა, რითაც დაადასტურა, რომ მზადაა დემონსტრანტები გარეკოს და ძალის გამოყენებით ყოველგვარი დემოკრატიული ნორმები დაარღვიოს. მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ ისეთი ანტიდასავლური კანონებია მიღებული, რომელიც კონსტიტუციით გარანტირებულ ევროინგრაციულ კურსს არ შეესაბამება.

ოპოზიცია ამ ყველაფერს რუსეთის ზეგავლენით ხსნის: მათი აზრით, კრემლი ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე და ცდილობს ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დააბრუნოს. ანუ „ქართული ოცნება“ თავისი მოქმედებით, მოსკოვის მიზნების განხორციელებას ხელს უწყობს. რა თქმა უნდა, მმართველი პარტია ასეთ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ოპოზიციას „გლობალური ომის პარტიის“ მიერ მოწყობილ შეთქმულებაში ადანაშაულებს. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი წინასაარჩევნო კამპანია ისე ჩაატარა, რომ ამომრჩევლებს ომისადმი შიში ჩაუნერგა - თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ქვეყანა ომში ჩაებმება და უბედურება მოხდებაო. მმართველ პარტიას პლაკატებიც თავისი პოზიციის შესაბამისი ჰქონდა: დანგრეული უკრაინის ამსახველი ფოტოების გვერდით - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველოს სურათები“.

თავის მხრივ, კრემლი „ქართულ ოცნებას“ მოსკოვიდან ეხმარებოდა: აქებდა მმართველი პარტიის შემრიგებლურ პოლიტიკას და სადაზვერვო ინფორმაციებს რეკლამას უკეთებდა, ვითომდა ამერიკას „თბილისური მაიდნის“ მოწყობა უნდა („კიევის მაიდნის“ მსგავსად, რომელიც კრემლმა უკრაინასთან ომის დაწყების მიზეზად გამოიყენა), რაც ქართველებისთვის შემზარავად ჟღერს, 2008 წლის ომის გამოცდილების გამო.

„აირჩიე მშვიდობის“ წყალობით ხელისუფლებამ ბევრი ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვა: „ჩვენ ევროპაში ცხოვრება გვსურს, - ამბობს 60 წლის ექიმი ლევან კობალაძე, რომელმაც ხმა მისცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანში, - „მაგრამ დასავლეთის ქვეყნები, პირველ რიგში კი აშშ, უბრალოდ, იმის გაკეთებას გვაიძულებს, რაც თვითონ სურს“. „2008 წლის ომის დროს დასავლელემა მოკავშირეებს არაფერი არ გაუკეტებიათ ჩვენს დასახმარებლად, ახლაც სიტუაცია მეორდება: თუ რუსეთი უკრაინის მხარეზე ომში ჩავებმებით და რუსეთი თავს დაგვესხმება, სამ დღეში გაგვანადგურებს, დაგვანგრევს უკრაინის მსგავსად, ჩვენი მშველელი არავინ არ იქნება“.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, თუმცა, თუ დამკვირვებლებს დავუჯერებთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არჩევნების დროს მრავალი კანონდარღვევა მოხდა - როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. მაგალითად, ბიულეტენების ერთად ჩაყრის ფაქტი, ე.წ. „კარუსელები“ და ა.შ. არჩევნების შედეგები, განსაკუთრებით რეგიონებში, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მეტყველებს - თითქმის 80%-მდე.

რა ბედი ექნება საქართველოს? „ქართული ოცნების“ გამარჯვების გაქანება ისეთი აღმოჩნდა (ალბათ, საარჩევნო თაღლითობის წყალობით), რომ ოპოზიციისათვის ეს ფაქტი თავდაპირველად მოულოდნელი აღმოჩნდა - რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ქუჩები ოპოზიციონერებისაგან ცარიელი რჩებოდა, თუმცა შემდეგ გონს მოეგნენ, საპროტესტო მიტინგი ჩაატარეს და როგორც არცევნების შედგების აღიარებაზე, ისე პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. შესაძლებელია დაიწყოს უწესრიგობები.

რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებსაც, ყველაზე უარეს შემთხვევაში, ალბათ რომელიმე მხარის არჩევა მოუწევთ, აშშ-ის მიმართ უფრო მეტი სიმპათიები აქვთ.

ამჟამად ყველაზე უდიდესი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დასავლეთს ხელიდან უსხლტება. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი-დამკვირვებელი გიორგი კუპატაძე ამბობს, „ჩემი ქვეყანა ვენესუელის ან ბელარუსისაკენ მიდის“.

წყარო: https://www.economist.com/europe/2024/10/27/another-domino-falls-to-vladimir-putin-after-georgias-tense-election

 

analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way