USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკრაინას მხოლოდ სულს მოათქმევინებს, გამარჯვებისთვის კი საკმარისი არ იქნება. წინ ბევრი პრობლემა მოჩანს“
дата:  392

„აშშ-ის დახმარების მიუხედავად, უკრაინას მოუწევს რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიების დაბრუნებაზე უარი თქვას“, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ (The Economist) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „აშშ-ის მიერ გამოყოფილი 61 მილიარდი დოლარი უკრაინას მხოლოდ სულს მოათქმევინებს, გამარჯვებისთვის კი საკმარისი არ იქნება. წინ ბევრი პრობლემა მოჩანს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

ვაშინგტონში, როგორც ჩანს, სულ მალე ძალიან მწვავე ბრძოლები დაიწყება, რომლებიც სამომავლოდ ბევრ პრობლემას შექმნის.

დასახრჩობად განწირული ადამიანისათვის მაშველი რგოლის გადაგდება ყველაზე გადაუდებელი პრობლემის გადაჭრას ნიშნავს, მაგრამ  თუ იგი ნაპირიდან შორს არის და თან წყალი ძალიან ცივია, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდება - დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება იქმნება 24 აპრილის შემდეგ, როცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისათვის დიდი ხნის ნანატრ კანონპროექტს. კიევი მიიღებს სამხედრო-ფინანსურ დახმარებას, რომელიც მას რუსეთის შეტევის მოგერიებაში დაეხმარება. მთლიანობაში, თანხა 98 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს, რომლიდანაც ყველაზე მეტი დახმარება - 61 მილიარდამდე - უკრაინისთვის არის განკუთვნილი, დანარჩენი 37 მილიარდი კი -  ტაივანისა და ისრაელისთვის.

კონგრესს რომ დახმარება არ დაემტკიცებინა, უკრაინა უარეს მდგომარეობაში ჩავარდებოდა - კიევს კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დატოვება მოუწევდა, ახლა კი ამერიკელი (და ევროპელი მოკავშირეებისაგან) მიღებული ფულით და იარაღით უკრაინას ბრძოლის გაგრძელება (ტივტივი) შეუძლია, მაგრამ უსაფრთხოების უზრუნველყოფამდე ჯერ შორს არის.

კარგი ახალი ამბავი უკრაინისათვის იმაში გამოიხატება, რომ დახმარების სასიკეთო ეფექტს ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი მებრძოლები მალე იგრძნობენ. კიევმა ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე დაიწყო საბრძოლო მასალების ძიება, სიტუაცია კი თანდათან უარესდებოდა. სულ ბოლოს ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ უკრაინა რუსეთის მიერ გასროლილ ხუთ (და ხშირად უფრო მეტ) ჭურვს მხოლოდ ერთით პასუხობდა და ხშირად ისიც არ ჰქონდა. ახლა კი ეს მწვავე დეფიციტი შერბილდება - ამერიკული საბრძოლო მასალები მეზობელ პოლონეთის სამხედრო ბაზებზეა დაგროვილი და უკრაინა მათ სწრაფად მიიღებს. რაც შეეხება დრონებს და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტებს, მათი მიწოდებისათვის ცოტა მეტი დრო იქნება საჭირო, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთი უკრაინის ცაში თავის ბატონობას დაკარგავს, განსაკუთრებით საომარი მოქმედებების წინა ხაზზე და ფრონტისპირა ზონაში.

მაგრამ სასიხარულო ახალი ამბავით გამოწვეული ეიფორიას რიგი გამომაფხიზლებელი ფაქტორები ჩრდილავს.

პირველი - რასაკვირველია, დახმარების პაკეტი უკრაინის თავდაცვისუნარიანობას განამტკიცებს, მაგრამ ის მაინც არასაკმარისია იმ მიწების დასაბრუნებლად, რომლებსაც რუსეთი აკონტროლებს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18%-ს მოიცავს. შარშანდელი ძალზე წარუმატებელი კონტრშეტევა უკრაინას ძალიან ძვირად დაჯდა - ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგების სახით, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის დაბრუნება ძალიან რთული საქმეა. კოსმოსური თანამგზავრებისა და დრონების ფართო გამოყენებამ ბრძოლის ველი ძალიან გამჭვირვალე გახადა - უფრო იოლი გახდა დაზვერვა, რეკოგნოსცირება და მოწინააღმდეგის გადაადგილების მიმართულებების გაგება. დღეისათვის უკრაინისათვის ყველაზე ოპტიმალური პერსპექტივა იქნება ამჟამინდელი პატური სიტუაციის შენარჩუნება.

მეორე - სამომავლოდ კონგრესში, როცა ისევ დადგება უკრაინის დახმარების საკითხი, ისეთი მდგომარეობა შეიქმნება, რომელიც ძალიან დიდ ბატალიებს მოასწავებს. ახლანდელი 61 მილიარდ დოლარი კიევისათვის არასაკმარისია. თუ პრეზიდენტად დონალდ ტრამპი იქნება არჩეული, სამომავლო დახმარებას საფრთხე შეექმნება, ხოლო თუ ჯო ბაიდენი დარჩება, მასაც დიდი ჯაფა მოუწევს დახმარების პრობლემის მოგვარებისათვის 2025 წელს და არანაირი გარანტია არ არის, რომ მისი ძალისხმევა პოზიტიური შედეგით დასრულდება. ანუ, შეიძლება 61 მილიარდიანი პაკეტი უკრაინისათვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

აი, რატომ უყურებენ დასავლელი ლიდერები აშშ-ის დახმარებას როგორც დროებით სულმოსათქმელს. არის დიდი ალბათობა, რომ ომი კიდევ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ნოემბერში უკრაინის არმიამ რუსები დნეპრის მარცხენა ნაპირისაკენ შეავიწროვა, ფრონტის ხაზი თითქმის აღარ შეცვლილა, თუმცა მხარეებმა კოლოსალური ადამინური დანაკარგები განიცადეს. უკრაინის მოკავშირეებს შეუძლიათ კიევს რამდენჯერაც სურთ იმდენჯერ მოუწოდონ - ტერიტორიები დათმეთ და სამაგიეროდ უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებთო, მაგრამ ძნელია იმის გაგება, თუ როგორი შინაარსის ხელშეკრულება დააკმაყოფილებს ორივე მხარეს - უკრაინასაც და რუსეთსაც.

დასავლეთს სწორი მიზანი აქვს: სტაბილური, დაცული და აყვავებული უკრაინის არსებობა, სამართლიანი საზღვრების ფარგლებში და ნატო-ევრკავშირში გაწევრიანების მსურველი. ვაშინგტონში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ბატალიები, თანაც საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე იმას მიუთითებენ, რომ სამომავლოდ უკრაინის „კმაყოფაზე აყვანა“ და მის მიმართ მეურვეობა ევროკავშირს მოუწევს. ამისათვის აუცილებელია უფრო მსხვილი სამხედრო მრეწველობის არსებობა, ვიდრე დღეს აქვს ევროპას. დიახ, ბოლო დროს ევროპა  ლიდერი გახდა  ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მაგრამ რაც სეეხება სამხედრო დახმარებას, ამ სფეროში ევროპა და აშშ-ის მიერ შეტანილი წვლილი თითქმის ერთნაირია. კონგრესის მიერ მირებული დახმარება ევროპელებს იმის დროს აძლევს, რომ დაფიქრდნენ და განსაზღვრონ, თუ რით შეიძლება დაეხმარნონ კიევს რუსეთთან ომში გასამარჯვებლად... მაგრამ ამოცანების მასშტაბები ისეთია, რომ სამუსაო გადაუდებელ მოქმედებას ითხოვს.

წყარო: https://www.economist.com/leaders/2024/04/24/congress-has-given-ukraine-a-reprieve-with-its-new-aid-package

 

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати