USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): „აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, ალბათ, უკრაინასა და თავის თანამდებობას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს“
თარიღი:  524

„შეიბრალეთ მაიკ ჯონსონი, წარმომადგენელთა პალატის „ორ ცეცხლშუა მოქცეული“ სპიკერი“, - ასე იწყება ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „მაიკ ჯონსონს, ალბათ, უკრაინასა და თავის თანამდებობას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს“, რომელშიც აშშ-ის კონგრესის ქვედა სტრუქტურის - წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის მდგომარეობაა განხილული, უკრაინის ომთან დაკავშირებით. მას სურს კენჭისყრაზე დააყენოს უკრაინისადმი დახმარების კანონპროექტი, რომლის წინააღმდეგ მისივე თანაპარტიელები გამოდიან.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მაიკ ჯონსონი შედარებით ნაკლებად ცნობილი ამერიკელი კონგრესმენი იყო, როცა იგი ექვსი თვის წინ წარმომადგენელთა პალატის სპიკერად იქნა არჩეული. იმ ხანებში რესპუბლიკელთა უმრავლესობამ ყოფილი სპიკერი კევინ მაკარტი პოსტიდან გაათავისუფლა, ახლა იგივე საფრთხე მის მემკვიდრეს - მაიკ ჯონსონს ემუქრება, თუ იგი იმას გააკეთებს, რაც, მისი აზრით, უნდა გააკეთოს: ხელი შეუწყოს უკრაინისათვის დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევას - მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტიის იზოლაციონისტური ფრთა დახმარების კატეგორიული წინააღმდეგია.

იმ დროს, როცა ევროკავშირის ქვეყნებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უკრაინის ბიუჯეტის შევსებაში და აკმაყოფილებენ კიევის ჰუმანიტარულ მოთხოვნებს, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისათვის შეიარაღების უდიდესი მიმწოდებელი გახდა: რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან პირდაპირმა სამხედრო დახმარებამ 44 მილიარდი დოლარი შეადგინა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში შემდგომი დახმარების საკითხი პრობლემატური გახდა - კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა დაბლოკეს დემოკრატი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც რიგი ქვეყნებისათვის, მათ შორის უკრაინისთვისაც, 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. რესპუბლიკელები პრიორიტეტს არა იმდენად უკრაინას ანიჭებენ, რამდენადაც  აშშ-ის სახელმწიფო საზღვრის დაცვის განმტკიცებას და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ აღნიშნული თანხა სამხრეთით, მექსკასთან საზღვრის დასაცავად მიმართოს, საიდანაც უამრავი მიგრანტი აშშ-ის ტერიტორიაზე კანონდარღვევით, არალეგალურად შედის.

ყველანაირი მცდელობა რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის კომპრომისის მიღწევის ყველანაირი მცდელობა კრახით დასრულდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სიტუაციის შექმნისათვის გარკვეული ბრალი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც მიუძღვის, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის მომხრეა და მიაჩნია, რომ კიევისადმი გაწეული აშშ-ის დახმარების დონე უნდა შემცირდეს.

თვითონ მაიკ ჯონსონი თავდაპირველად მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის პოზიციას (სხვათა შორის, დიდწილად სწორედ ამიტომ აირჩიეს ტრამპისტმა რესპუბლიკელებმა იგი პალატის სპიკერად), მაგრამ მოგვიანებით მან თავისი თვალსაზრისი შეცვალა და მარტის თვეში განაცხადა, რომ უკრაინისადმი დახმარების ახალ კანონპროექტს ამზადებს. მართალია, დეტალური პროექტი მას ჯერ არ წარუდგენია კანონმდებლებისათვის, მაგრამ, როგორც კულუარებიდან გამოსული ხმები მოწმობენ, პროექტში ბევრი რამ  ისეთი კომპ[ონენეტია ჩადებული, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის იზოლაციონისტებს დაამშვიდებს“.

მაგალითად, უკრაინის დაფინანსებას დაერქმევა „კრედიტი“ და არა „პირდაპირი დახმარება“, როგორც ეს დემოკრატების მიერ მომზადებულ კანონპროექტში იყო. კრედიტის ტანხისათვის გამოყენებული იქნება რუსული აქტივები, მოხდება მათი კონფისკაცია, თეთრ სახლს კი სამაგიეროდ მოუწევს შეურიგდეს თხევადი გაზის ექსპორტის გაზრდას და მასზე მორატორიუმის გაუქმებას.

არ არის გამორიცხული, რომ დემოკრატებმა მხარი დაუჭირონ ამ „კომპრომისულ გეგმას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პროექტიც, ალბათ, ქაღალდზე დარჩება: მგზნებარე ტრამპისტმა კონგრესვუმენმა მარჯორი ტეილორ გრინმა, უკრაინის დახმარების წინააღმდეგ რადიკალურად გამნწყობილი იზოლაციონისტი რესპუბლიკელების სახელით, განცხადება წარადგინა პალატის სპიკერობიდან მაიკლ ჯონსონის გათავისუფლებისათვის, თუ იგი კანონპროექტის კენჭისყრის დროს დემოკრატების ხმებით ისარგებლებს.

იმის გამო, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობას საკმაოდ მყიფე ხასიათი აქვს, რამდენიმე რადიკალ-რესპუბლიკელს შეუძლია მაიკ ჯონსონს სპიკერის თანამდებობა დაატოვებინოს. შესაბამისად, „პოზიციაშეცვლილ სპეკიერს მოუწევს იმის აღიარება, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად უკრაინასაც მხარი დაუჭიროს და თანამდებობაც შეინარჩუნოს. არ არის გამორიცხული, რომ მაიკ ჯონსონმა და ზოგადად კონგრესმა რადიკალი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გასანეიტრალებლად  რაიმე საშუალება გამოძებნოს, რადგან „ყოყმანი და შეფერხება ამ სიტუაციაში დაუშვებელია“. ამასობაში კი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკას აფრთხილებს: თუ კონგრესი უკრაინას არ დაეხმარება, უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს.

წყარო: https://www.economist.com/united-states/2024/04/11/mike-johnson-may-have-to-choose-between-ukraine-aid-and-his-job

 

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის