USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
The Washington Post: შეერთებული შტატები უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებაში ყირიმს რუსულად აღიარებს
дата:  566

უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფრონტის ხაზის გაყინვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ამერიკული გამოცემა აღნიშნავს, უკრაინის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ტერიტორიული დათმობების სანაცვლოდ ომით განადგურებული ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიებსა და აღდგენის პროგრამებს მოიპოვებენ.

აშშ-ის შეთავაზებები, რომელიც უკრაინას გასულ კვირას პარიზში წარუდგინეს, მოიცავს ვაშინგტონის მიერ ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარებას და მომავალი შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.

ამის სანაცვლოდ, მოსკოვი უკრაინაში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს მაშინ, როდესაც რუსეთის არმია ბრძოლის ველზე იმპულსს ინარჩუნებს და მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ცოცხალი ძალისა და შეიარაღების კუთხით.

„ევროპელი და თვით უკრაინელი ოფიციალური პირები პირად საუბრებში აღიარებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი უახლოეს მომავალში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენს. მაქსიმუმ, ისინი იმედოვნებენ, რომ შეანელებენ ნებისმიერი შეთანხმებისკენ სწრაფვას, რომელიც მოსკოვს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს დაპყრობილი მიწები და გამოვიდეს სანქციების რეჟიმიდან, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოპოვების გარეშე“, - წერს The Washington Post-ი.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати