USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«The Washington Post»: „რიგი მნიშვნელოვანი ქვეყნები აშშ-სთან დამოკიდებულების საკითხში რუსეთსა და ჩინეთს უყურებენ და ყოყმანობენ“
თარიღი:  

ამერიკულ გაზეთში „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რიგი მნიშვნელოვანი ქვეყნები აშშ-სთან დაპირისპირების საკითხში რუსეთსა და ჩინეთს უყურებენ და ყოყმანობენ“ (ავტორი -  მისი რაიანი).

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ჯო ბაიდენის გლობალური დღის წესრიგი, საგარეოპოლიტიკური კურსის გატარებისას, მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდება იმდენად, რამდენადაც პლანეტის უმსხვილესი განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ თავი აარიდონ სულ უფრო მზარდ დაპირისპირებას ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთსა და ჩინეთს შორის და უფრო მეტიც - არის შემთხვევები, როცა ისინი შექმნილ სიტუაციას საკუთარი ინტერესებისათვის, გარკვეული სარგებელის მისაღებად იყენებენ.

როგორც პენტაგონიდან „გაჟონილი მასალები მოწმობს, ასეთი ქვეყნები არიან ინდოეთი, ეგვიპტე, ბრაზილია და პაკისტანი, რომლებიც ხშირად საკმაოდ ორჭოფულ პოზიციას იკავებენ ხოლმე რიგ საკითხებში, რომლებიც უკრაინას ეხება და ეწინააღმდეგებიან (ხელს უშლიან) აშშ-ის კურსის გატარებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ამერიკას, რუსეთს და ჩინეთს შორის „ლოდინის პოლიტიკას“ ეწევიან, ანუ სხედან და უყურებენ, ვის მხარეს გადაიწევს „სასწორის ისარი“.

აშშ-ის დაზვერვის მიერ მარტის ბოლოს მომზადებულ დოკუმენტში „პაკისტანის რთული არჩევანი“ ნათქვამია: „მარტში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 45 წლის ქალბატონმა ჰინა რაბანი ქჰარმა (რომელიც ადრეც, 2011-2013 წლებშიც იყო ქვეყნის ცენტრალური დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, 33 წლის ასაკში) განაცხადა, რომ მისი სახელმწიფოს „მეტად აღარ შეუძლია ე.წ „ოქროს შუალედის“ დაცვა პეკინსა და ვაშინგტონს შორის“. მან აღნიშნა, რომ პაკისტანი მზადაა სტრატეგიული პარტნიორობისათვის ჩინეთთან“.

კიდევ ერთ დოკუმენტში, რომელიც თებერვალშია მომზადებული, აღწერილია სიტუაცია პაკისტანის პრემიერ-მინისტრის შაჰბაზ შერიფის მიერ ჩატარებული თათბირის დროს: იხილებოდა საკითხი, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო პაკისტანის დელეგაცია გაეროში უკრაინის ომთან დაკავშირებით (რუსეთის აგრესიის დაგმობის რეზოლუციასთან მიმართებით) და რამდენად მოსალოდნელი იყო აშშ-ის ზეწოლა იმ დროს, თუ პაკისტანი ვაშინგტონის სასარგებლო მხარეს არ დაიკავებდა. როგორც ცნობილია, საბოლოო ჯამში, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თავი შეეკავებინა რეზოლუციის მხარდაჭერისაგან - პაკისტანი იმ 32 ქვეყანას შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს და ამით აჩვენეს, რომ ისინი აშშ-ის პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან.

ასეთივე კურსს ატარებს ინდოეთიც. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკიტხებში აჯით დოვალმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პატრუშევთან მოლაპარაკების დროს ნიუ დელიში განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს რუსეთს.

„გლობალური სამხრეთის“ (აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ნაწილი) ქვეყნების ლიდერები სამ მეტოქეს (რუსეთი, ჩინეთი, აშშ) დაპირისპირებაში დიპლომატიურ ხიდის როლის შესრულებას ცდილობენ. ასეთია, მაგალითად, ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც თავისი წინამორბედის, ჟაირ ბოლსონარუს იზოლაციონისტური კურსისაგან განსხვავებით, ცდილობს ბრაზილიის მიერ გლობალური პოლიტიკის გატარებას. სხვატა შორის ამერიკის დაზვერვამ უკვე იცოდა, თუ რა კონფიდენციალურ საკითხები უნდა განეხილა ლუის ინასიუს თავის ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან აპრილში, პეკინში დაგეგმილი ვიზიტის დროს - შექმნილიყო „მსოფლიოს ქვეყნების სამშვიდობო ბლოკი“ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით. ბრაზილიის პრეზიდენტმა ძალიან გააბრაზა ნატოს ქვეყნები თავისი განცხადებით, რომლის თანახმად, ნატო ხელს უწყობს ომის გაჭიანურებას და რომ რუსეთს, სავარაუდოდ, შეუძლია უარი თქვას რიგ დაკავებულ ტერიტორიებზე, მაგრამ შეინარჩუნოს ყირიმი და დონბასი (რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი ეწინააღმდეგება).

ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა მხარი დაუჭირეს  ლუის ინასიუ სილვა და ლულას გეგმას. სხვათა შორის, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ბრაზილის პრეზიდენტმა მიიღო და ესაუბრა რუს მინისტრს სერგეი ლავროვს. კიდევ ერთი მომენტი: ბრაზილიის მთავრობა მიესალმა თავის ნავსადგურ რიო-დე-ჟანეიროში აშშ-ის მეტოქის - ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ორი ხომალდის „მაკრანისა“ და „დენას“ ვიზიტს მარტის დასაწყისში. პენტაგონის აზრით, პრეზიდენტმა ლუის ინასიო სილვა და ლულამ პირადად დაუჭირა მხარი გემების შესვლას რიოს პორტში და ამით იგი შეეცადა ეჩვენებინა როგორც თავისი გლობალური შუამავლის რეპუტაცია, ასევე ბრაზილიის, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სახე. ცხადია, ამაში არ იგულისხმება ირანთან სამხედრო ურთიერთობის გაფართოება, თუმცა შესაძლოა, თეირანს ამის იმედი აქვს.

აშშ-რუსეთის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავედ აისახება ეგვიპტეზე, რომელიც ვაშინგტონისაგან ყოველ წლიურად დახმარების სახით ერთ მილიარდ დოლარს იღებს, მაგრამ ასევე სურს ურთიერთობის განმტკიცება რუსეთთანაც. მოსკოვი ეგვიპტეს ქვეყანაში პირველ ატომურ ელექტროსადგურს იაფად უშენებს და პირდება, რომ სამხედრო ტექნიკასაც საკმაო შეღავათებით მიაწოდებს. ქაირო „ორ ცეცხლს შორის“ მოხვდა და დროებით უკან დაიხია: „რაკეტების გარიგების“ გამჟღავნების შემდეგ (ეგვიპტეს რუსეთთან 40 ათასი რაკეტის დამზადების კონფიდენციალური კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული) ქაირომ დროებით უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ აშშ-ის დაკვეთას შეასრულებდა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების გამოშვებაზე.

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი გეგმავდა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების ალიანსი წევრები, ბრაზილიისა და მექსიკის ჩათვლით, საერთო ფრონტით გამოულიყვნენ აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის წინააღმდეგ უკრაინის საკითხში.

როგორც კარნეგის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი მათიას სპექტორი ამბობს, განვითარებადი ქვეყნები თავიანთი პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობენ იმ მომენტში, როცა ამერიკა სიძნელეებს აწყდება, ჩინეთი კი პოლიტიკურად და ეკონომიკურად სულ უფრო მეტად აქტიურობს, რუსეთი კი, სანქციების მიუხედავად, ბრძოლას აგრძელებს. „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნები ფრთხილად მოქმედებენ.

„ეს ქვეყნები, ბუნებრივია, ამერიკას ფრთხილად შესცქერიან, რადგან ის მათზე ძლიერია [და ხელსაყრელ შემთხვევაში გაურბიან]. როცა თქვენ მამონტთან გაქვთ საქმე, არ აქვს მნიშვნელობა, ვის მხარესაა იგი. მამონტი მოდის, მიწა ზანზარებს და თქვენ მისგან თავის არიდებას ცდილობთ“, - ამბობს მათიას სპექტორი.

წყარო: https://www.washingtonpost.com/national-security/2023/04/29/biden-foreign-policy-discord-leaks/

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.