USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „უკრაინაში მუშახელის მწვავე დეფიციტი იგრძნობა, რადგან მამაკაცები ომში ჯარისკაცებად იბრძვიან“
Date:  

აშშ-ის გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინაში მუშახელის მწვავე დეფიციტი იგრძნობა, რადგან მამაკაცები ომში ჯარისკაცებად იბრძვიან“ (ავტორი - იზაბელ ხურშუდიანი). პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ კადრების გადინება ფრონტზე ეკონომიკას ამუხრუჭებს, უკრაინის ქარხნებში, ფაბრიკებში და სოფლის მინდვრებში მამაკაცებს ქალები ცვლიან.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რადგანაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უკრაინის მცხოვრებთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა - მილიონობით ადამიანმა - ქვეყნის ტერიტორია დატოვა და საზღვაგრეთ წავიდა, ათი ათასობით უკრაინელი მამაკაცი კი ჯარში, ფრონტის საჭიროების გამო იქნა გაწვეული, ბევრი ადგილობრივი საწარმო სამუშაო ძალისა და კადრების მწვავე ნაკლებობას განიცდის. ახლა როცა კიევი მობილიზაციას აფართოებს, ბიზნესი ვარაუდობს, რომ თანამშრომელთა პოვნა კიდევ უფრო გართულდება.

კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტზე ჩივიან არამარტო სამრეწველო საწარმოების მფლობელები, არამედ სოფლის მეურნეობაში დაკავებული ბიზნესმენებიც - არ ჰყოფნით მექანიზატორები, აგრონომები, ვეტერინარები.... კომპანიები პრობლემის მოგვარებას იმით ცდილობენ, რომ სულ უფრო მეტ ქალებს იწვევენ იმ სფეროში სამუშაოდ, სადაც ადრე ძირითადად მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დასაქმებულები - მეტალურგიულ ქარხნებში, ქვანახშირის შახტებში... და მაინც, საკადრო პრობლემების მოგვარება ზალიან რთულია.

თავის მხრივ, საკადრო დეფიციტი ეკონომიკას ამუხრუჭებს, რომელიც დასავლეთზე ადამოკიდებული. ომმა უკრაინის ეკონომიკა დაანგრია: 2022 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 29%-ით შემცირდა, მომდევნო წლებში მშპ მეტ-ნაკლებად აღდგა (თავდაცვის საწარმოებისა და შავი ზღვის ნავსადგურების ამუშავებით), მაგრამ უკრაინა მაინც დასავლურ ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული.

 ეკონომიკის კიდევ ერთ ბედურებას წარმოადგენს ელექტროენერგიის ხშირი გათიშვები და საერთო უკმარისობა. საწარმოები იძულებულნი არიან შეიძინონ ძვირადღირებული მძლავრი გენერატორები და მათი მუშაობისათვის აუცილებელი საწვავი. ელექტროენერგიის დეფიციტი უცხოელ ინვესტორებს აფრთხობს.

მიმდინარე წლის ბოლოს მოსალოდნელია უკრაინის ეკონომიკის 4%-იანი ზრდა, თუმცა, ის უფრო მეტი იქნებოდა, სამუშაო ძალის ნაკლებობა რომ არ იყოს.

როგორც კიეველი ეკონომისტი სერგეი ფურსა ამბობს, ჯარში ახალი გაწვევა არამარტო ჩაშლის ეკონომიკურ ზრდას, არამედ ბევრ უკრაინელს შეაშინებს და ისინი საზღვარგარეტ გაქცევის გზებს დაუწყებენ ძებას.: ‘თუ კიდევ 200 ან 300 ათასი ადამიანი იქნება ომში მობილიზებული, ბევრი იტყვის, რომ უკეთესი იქნება გაწვევისაგან დამალვა, ვიდრე სამუშაოზე წასვლა. ასეთი დამოკიდებულება შრომის ბაზარს დიდ სირთულეებს შეუქმნის.

პავლოგრადის ქვანახშირის შახტის ხელმძღვანელობა დარწმუნებული არ არის, რომ ქალების მუშაობა მიწისქვეშა მავნე პირობებში მხოლოდ დროებითი მოვლენას წარმოადგენს. არავინ იცის, ომი როდის დამთავრდება და თუ დამთავრდება, რა მოხდება, როცა მამაკაცები სამუშაოზე დაბრუნდებიან. დიდი ალბათობით, ქალები უმუშევრებად დარჩებიან.

თავის მხრივ, ის ქალები, რომლებიც მეშახტის მათთვის უჩვეულო და მძიმე პროფესიას დაეუფლნენ, იმედოვნებენ, რომ რაღაც ადგილს მოძებნიან.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/07/23/ukraine-workforce-soldiers-labor-shortage/

 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way