USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Tbilisi
«The Washington Post» (აშშ): „რუსეთი დარწმუნებულია, რომ შექმნის ალიანსებს დასავლეთისთვის ძირის გამოსათხრელად“
Date:  

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი დარწმუნებულია, რომ შექმნის ალიანსებს დასავლეთისთვის ძირის გამოსათხრელად“ (ავტორი - ქეთრინ ბელტონი). მასში განხილულია რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგრადობის მიზეზები: ქვეყნის მმართველი ელიტის მდგომარეობა, რუსეთის როლი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში და რა უნდა გააკეთის დასავლეთმა რუსული ამბიციების დასათრგუნავად.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთი სულ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ ჩინეთთან და გლობალურ სამხრეთთან“ ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაღღმავებით შეძლებს „ბრძოლაში გამოიწვიოს“ საერთაშორისო საფინანსო სისტემა, რომელშიც აშშ დომინირებს და ამით დასავლეთის პოზიციებს ძირს გამოუთხრის.

რუსეთი თავის წარმატების მიღწევაში შთაგონებულია იმით, რომ უკრაინის არმიამ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი კონტრშეტევა წააგო, რომელმაც კიევის დაფინანსებაში ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ერთგვარი ჩიხი შექმნა. დასავლეთმა და უფრო მეტად ამერიკას პრობლემა გაუჩნდა ახლო აღმოსავლეთშიც: ვაშინგტონმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ისრაელს ღაზას სექტორში შესაჭრელად, მოსკოვის აზრით, თავის თავს მიაყენა ზიანი და მისი რეპუტაცია და ავტორიტეტი რეგიონში მნიშვნელოვნად შეირყა.

მოსკოველი ოფიციალური პირები იმოწმებენ ვაჭრობის დონის ზრდას ჩინეთთან, ირანტან თანამშრომლობს, დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებას არაბულ სამყაროსთან და უმსხვილესი ეკონომკების მქონე BRICS-ის ჯგუფის გაფართოებას, რომელსაც, უკვე არსებულის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) დაემატა ირანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე და ეთიოპია.

„BRICS-ის გაფართოება იმის დემონტრირებას წარმოადგენს, რომ მატულობს ჯგუფის ავტორიტეტი და როლი მსოფლიოს პოლიტიკაში. მისი მუშაობა დაემყარება „სუვერენულ თანასწორობას“, - ეს ვლადიმერ პუტინის ნათქვამია, რომელიც პირველი იანვრიდან  BRICS-ის სხდომებს ხელმძღვანელობს. კრემლი საკუთარ თავს უკვე „გლობალური უმრავლესობის“ წევრად მიიჩნევს.

„ვაშინგტონ პოსტს“ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც ევროპის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა. მათი გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ კრემლმა 2022 და 2023 წლებში რამდენიმე თათბირი ჩაატარა დოლარის კურსის დაცემისა და გლობალური ფინანსური სისტემის დემონტაჟის მიზნით, თუმცა ამას პრეზიდენტის პრესმდივანი უარყოფს.

ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა შედარებით უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასავლეთი ფიქრობდა. ამ გარემოებამ განამტკიცა ვლადიმერ პუტინის პოზიციები ქვეყნის შიგნით, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, განსაკუთრებით რუსული ელიტის იმ წარმომადგენლების შორის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ „სპეციალურ ოპერაციას“ და ფიქრობდნენ, რომ რუსეთი დასავლურ სანქციებს ვერ გაუძლებდა.

„რუსულ ელიტაში განსაზღვრული კონსოლიდაცია შეინიშნება“, - ამბობს ერთ-ერთი  რუსი მეცნიერი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა და რომელსაც მტკიცე კავშირები აქვს ქვეყნის მაღალჩინოსან დიპლომატებთან, - არსებობს განსაზღვრული მოლოდინი იმისა, რომ პერსპექტივაში სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება“.

რუსი მილიარდერები - მაგალითად, ოლეგ დერიპასკა, რომელიც თავდაპირველად უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ომი რუსეთში კრიზისს გამოიწვევსო, ახლა რუსეთისა და დასავლეთის ეკონომიკებს შორის კავშირების გაწყვეტას იმ კატალიზატორად თვლიან, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკური მოდელის ცვლილებას.

„შეიქმნება ალტერნატიული საგადასახადო სისტემები და ბაზრები, რომლებიც საგარეო ვალებს  მოემსახურებიან: ჩინეთში - იუანის საფუძველზე, ინდოეთში და ახლო აღმოსავლეთში კი - კრიპტოვალუტის საფუძველზე“, - დაწერა ოლეგ დერიპასკამ თავის „ტელეგრამ-არხში“, - „რამდენიმე წლის შემდეგ სანქციები უკვე არარ იქნება მუხრუჭი მსოფლიო ვაჭრობისა და ინსვესტიციების წინააღმდეგ“.

„რუსეთი ყველაზე ძლიერი არ არის, მაგრამ რუსები ცდილობენ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ. ამ მხრივ კრემლი თანმიმდევრულია და სისტემური“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელიც, სხვების მსგავსად, ანონიმურად საუბრობს დელიკატურ საკითხებზე.

იმ დროს, როცა დასავლეთის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ „ძველი კეთილი დრო დაბრუნდებაო“, რუსმა მილიარდერებმა უკვე გააცნობიერეს, რომ „ძველი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და დადგა დრო ახალი მომავლის შექმნისათვის“.

ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, რუსებმა „რუბიკონი“ უკვე გადალახეს, დასავლეთი კი ვერ ბედავს. დასავლეთს სურს, რომ მითვის ცვეულ დროს და პერიოდს დაუბრუნდეს. მათგან განსხვავებით, რუსებმა უკვე გააცნობიერეს, რომ წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და ამიტომ კრემლი ახალი მსოფლიოს მშენებლობას ცდილობს“.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ კრემლმა, როგორც ჩანს, უარი თქვა თავის სავყძვლიანად აწყობილ პოსტსაბჭოურ ურთიერთობებზე ისრაელთან, არაბული ქვეყნების სასარგებლოდ. გავიხსენოთ ფაქტები: გასული წლის ოქტომბერში ვლადიმერ პუტინი მოსკოვში „ჰამასისა“ და ირანის მაღალი დონის წარმომადგენლებს შეხვდა, დეკემბერში კი თავისი ერთ-ერთი იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში, რომელიც, თუ არ ჩავთვლით პეკინში, თეირანში და ბიშკეკში ყოფნას, რუსეთის პრეზიდენტის პირველ შორეულ ვიზიტს წარმოადგენს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ირანის მეშვეობით მოსკოვი სიტუაციას ისე შეცვლის, რომ მსოფლიო უკრაინის მიმართ ყურადღებას კიდევ უფრო მოადუნებს“, - ამბობს ერთ-ერთი რუსი ჩინოვნიკი, - „რუსეთი ჯერ კიდევ დიდ ნეგატიურ პოტენციალს ფლობს. არსებობენ ისეთი კონფლიქტები და ცხელი წერტილები, რომლებშიც რუსეთის ზემოქმედებით სიტუაცია გამწვავდება“.

იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე 2024 წელს ევროპის ბევრ ქვეყანაში არცევნები ტარდება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი შეეცდება ისეთი „საინფორმაციო ოპერაციების“ ჩატარებას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ძირის გამოთხრისაკენ იქნება მიმართული.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ ევროპის ქვეყნებში არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ან ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვებენ, ან კოალიციური მთავრობები შეიქმნება, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად პოზტიურად არ იქნებიან განწყობილნი“, - ამბობს ჯეიმს რუბინი, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი.

„ვაშინგტონში გაჩენილმა ღრმა განხეთქილებამ უკრაინისადმი დახმარების გაწევის საქმეში, მოსკოვში და სხვა დედაქალაქებში რწმენა განამტკიცა, რომ აშშ უკვე პარალიზებულია“, - ამბობს მეთიუ რედჰედი, გლობალური სტრატეგიული დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს ბანკში (HSBC-ში), ამჟამად კი ლონდონის ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, - „ეს ნიშნავს, რომ მტრული სახელმწიფოები - ისეთები, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და, ალბათ, ჩინეთიც - მზად არიან თავიანთი საზღვრების გასაფართოებლად, რათა შეხედონ, თუ როგორი რეაქცია იქნება მსოფლიოში. ეს არის მიწვევა ესკალაციისაკენ“.

როგორც მიხეილ ხოდორკოვსკი ფიქრობს (იგი დევნილი ბიზნესმენია, რომელმაც ათი წელი საპყრობილეში გაატარა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა), „დასავლეთი, როგორც ჩანს, გარდამტეხ მომენტში იმყოფება. იმის მიხედვით, თუ როგორ მოახერხებს დასავლეთი რეაგირებას მზარდ გლობალურ უწესრიგობაზე და რუსეთის აგრესიაზე, შეიძლება განისაზღვროს იმ კონფლიქტების რაოდენობა, რომლებიც უახლოეს ათწლეულში მოხდება“.

„ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, მსოფლიო წესრიგის დარღვევას ფიქრობს - სწორედ ეს არის მისი გადარჩენის ერთადერთი სტრატეგია“, - ამბობს მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, რაც რუსეთმა სირიაში გააკეთა, ხოლო აშშ-მა ავღანეთში (ერთმა გაიმარჯვა, მეორემ კი წააგო), „დღეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ თითქოს ამერიკა მესამე მსოფლიო ომსაც წააგებს“.

გენერალი რიჩარდ ბარონსი, დიდი ბრიტანეთის არმიის გაერთიანებული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მატულობს დასავლეთის „სტრატეგიული ჩავარდნის“ რისკები, პოლიტიკური ნების არასებობის გამო - უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ასამუშავებლად.

„დასავლეთი, რუსეთზე თავისი სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების უპორატესობით, აბსოლუტურად აბსურდულ სიტუაციაშია: დასავლეთი მძევლად ჰყავს აყვანილი რუსეთს, რომელიც მასზე შედარებით სუსტია... ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ თუ იგი ჯიუტობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს, დასავლეთი კიდევ უფრო დასუსტდება და ჩვენ უკან დავიხევთ... და იგი მართალი აღმოჩნდება. ეს ჩვენთვის სამარცხვინო იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი თვითონ იზიანებს საკუთარ თავს“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/01/26/kremlin-global-alliances-ukraine-us/

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way