„მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული ტელედებატები ჯო ბაიდენისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა, მისი როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის შეცვლა რთული იქნება“, - ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ათი ვარიანტი იმისათვის, თუ დემოკრატებს ნამდვილად სურთ ჯო ბაიდენის სხვა კანდიდატით ჩანაცვლება“ (ავტორი - აარონ ბლეიკი). პუბლიკაციაში განხილულია ის ათი პოლიტიკოსი, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, ტელედებატების დროს ფაქტიურად დამარცხებული ჯო ბაიდენის ნაცვლად.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი დრო დახარჯა იმაში, რომ სირაქლემასავით „თავი ქვიშაში ჰქონდა ჩაყოფილი“ - თითქოსდა ჯო ბაიდენის მდგომარეობის გამო, ასაკთან დაკავშირებით, არც არაფერი ესმოდა და არც არაფერს ხედავდა. იმის ნაცვლად, რომ პრობლემა როგორმე მოეგვარებინა, პარტიის გავლენიანი პირები გაიძახოდნენ, რომ პრეზიდენტი თავს ნორმალურად გრძნობს, არაფერი არ აწუხებს და პრესაში რაც იწერება, გადაჭარბებული და გაბერილი ამბებიაო.
მაგრამ როცა ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ტელედებატებში შეხვდნენ, როცა პრეზიდენტის დაბნეული და გაუგებარი გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსებმა ნეგატიური შეფასებები გააკეთეს, დემოკრატებმა უცებ ამოჰყვეს თავი ქვიშიდან, გამოფხიზლდნენ და ჯო ბაიდენს გადადგომისაკენ მოუწოდეს - ასე აცხადებენ ისინიც კი, ვინც მას ბოლო დრომდე ლოიალურად უყურებდა.
ასეთი ელვისებური რეაქცია ბევრ რამეზე მეტყველებს. პარტია თავს არიდებდა მსგავს ტელეგამოსვლებს, მაგრამ დგება მომენტი, როცა ტელედებატები აბსოლუტურად აუცილებელი ხდება. დემოკრატები მძიმე სიტუაციაში არიან ჩავარდნილნი: ისინი აცნობიერებენ, რომ თუ ჯო ბაიდენი კიდევ ასე გამოვა ამერიკელების წინაშე, „მისი საქმე წასულია“. თვით პარტიის წევრები და მხარდამჭერები პირდაპირ და ირიბად აცხადებენ, რომ სამომავლოდ პრეზიდენტი მის წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ გაუმკლავდება.
ჯო ბაიდენის როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის გადადგომისათვის, ალბათ, მისივე თანხმობაც არის საჭირო - სწორედ ის აგროვებს ყველა დელეგატს დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობისათვის, აგვისტოში, როცა მისი კანდიდატურა ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი კანდიდატის შეცვლა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. კაცმა რომ თქვას, არავინ იცის, ალტერნატიული კანდიდატი რით იქნება ჯო ბაიდენზე უკეთესი.
თუ დემოკრატიული პარტია ამ გზით გადაწყვეტს სვლას, ჩვენ, რასაკვირველია, გავიგებთ. ამიტომ მოდით, ზოგიერთი სავარაუდო კანდიდატის ირგვლივ ვიმსჯელოთ, მათი პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით.
ძნელი წარმოსადგენია, რომ 60 წლის კამალა ჰარისი უარს იტყვის თავისი ბოსის ჩანაცვლებაზე, თუ, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით არ გადადგება მასთან ერთად (ჯო ბაიდენს კამალა ჰარისი სამომავლოდ ისევ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჰყავს განზრახული). ბოლოს და ბოლოს, კამალა ჰარისი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში და თანაც შავკანიანი. კამალა ჰარისის როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის უარყოფა დემოკრატიული პარტიისათვის სარისკო იქნება - დემოკრატებს ხომ ბევრი შავკანიანი მხარდამჭერი ჰყავთ, ისინი პარტიის ელექტორალური ბაზის საფუძველს წარმოადგენენ.
პრობლემა იმაშია, რომ კამალა ჰარისი ზოგადად არაპოპულარულია - ისევე როგორც ჯო ბაიდენი. ამას წინათ მომუტისა(ნიუ-ჯერსი) და სუფოლკის (მასაჩუსეტსი) უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ იგი საშუალოდ მხოლოდ 18%-იანი პოპულარობით სარგებლობს. დემოკრატები ეჭვობენ, რომ კამალა ჰარისი ჯო ბაიდენზე უკეთესი იქნება..
რესპუბლიკელებმა, თავის მხრივ, ღიად განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის კამალა ჰარისით ჩანაცვლება მათთვის ხელსაყრელია. დონალდ ტრამპის შტაბმა ინფორმაციაც კი გაავრცელა, რომ რაღაც მომენტში ჩანაცვლება საჭირო გახდებაო. ტრამპისტებს აწყობთ, რომ სუსტი და აარაპოპულარული მეტოქე ჰყავდეთ.
უახლოეს დღეებში 52 წლის გრეტხენის სახელი ხშირად იქნება მასმედიაში. მიჩიგანის შტატის გუბერნატორი ნდობას იწვევს და ქაღალდზე თითქმის იდეალურად გამოიყურება. მართალია, იგი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი „მოყოყმანე“ შტატის გუბერნატორს წარმოადგენს, მაგრამ, შეიძლება გასაკვირიც იყოს, რომ მისი რეიტინგი 54-61%-ს აღწევს. გრეტხენ უიტმორს, სხვა თავის დემოკრატ კოლეგებთან შედარებით, ფედერალური დონის გამოცდილება აქვს.
ალბათ, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ 42 წლის პიტ ბუტიჯიჩმა 2020 წელს, როცა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, აიოვასა და ნიუ-ჰემპშირის შტატებში თითქმის პირველი ადგილი აიღო. იგი კარგად ფლობს ორატორულ ხელოვნებას. და თუ დემოკრატები ჯო ბაიდენის ჩანაცვლებას შეეცდებიან, პიტ ბუტიჯიჩის კანდიდატურა მათთვის ხელსაყრელია. მაგრამ... იგი ის კაცი არ არის, რომელიც დემოკრატების მრავალრიცხოვანი ამომრჩევლისათვის - შავკანიანი ელექტორატისათვის იქნება მისაღები. გარდა ამისა, შესაძლოა ნეგატიური როლი შეასრულოს იმ ფაქტმა, რომ იგი ღიად აცხადებს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. საეჭვოა, რომ ამერიკელებმა პრეზიდენტად ასეთი პოლიტიკოსი აირჩიონ.
51 წლის ჯოშუა დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავს წარმოადგენს. იგი ძალიან პოპულარულია დემოკრატებისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან შტატში. ახლახან ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ჯოშუა შაპირო დონალდ ტრამპის მომხრეებშიც კი გარკვეული სიმპათიებით სარგებლობს. მაგრამ გუბერნატორს დემოკრატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის „ინახავენ“, თანაც იგი მხოლოდ წელიწადნახევრის წინ დაინიშნა ამ პოსტზე.
იგი ყოფილი კონგრესმენია. მას ნამდვილად სურს საკუთარი თავი ქვეყნის პრეზიდენტად იხილოს. მართალია, იგი პოპულარულია, მაგრამ... 49 წლის ჯარედ პოლისი პირველი გუბერნატორია, რომელიც ღიად აცხადებს თავის არატრადიციული ორიენტაციას.
იგი ადრე სან-ფრანცისკოს მერი იყო და ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე წარმატებით მუშაობდა, რისთვისაც თანაპარტიელებში დადებითი ავტორიტეტის და რეპუტაცია აქვს. მაგრამ ძალიან ძნელია წარმოიდგინო ის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატად 56 წლის გევინ ნიუსომი დაამტკიცოს. იმიტომ, რომ მთლიანად კალიფორნიაში კრიმინოგენური სიტუაცია ძალიან მძიმეა. შესაბამისად, მისი სახელი ხელსაყრელი იქნება რესპუბლიკელებისათვის, კრიტიკის თვალსაზრისით.
55 წლის შავკანიანმა ბაპტისტმა მღვდელმა და პოლიტიკოსმა ორჯერ ზედიზედ მოიგო კონგრესის არჩევნები. ანუ მისი შანსები ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა შავკანიანი კანდიდატებისა, რომლებთაც ადრე კონგრესმენობის სურვილი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, იგი სასარგებლო პიროვნება აღმოჩნდებოდა დემოკრატებისათვის.
60 წლის ქალბატონი დემოკრატებისათვის ფანტასტიკური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი კანდიდატის სტატუსს დათანხმდეს. მიშელ ობამა ყველაზე პოპულარულ ყოფილ პირველ ლედად ითვლება ამერიკაში, ბიორდ ჯონსონის - პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის ცოლის შემდეგ. მიშელი ყოველთვის მოსწონდა ამერიკელთა უმრავლესობას, რასაც ვერ ვიტყვით ბევრი პირველი ლედის მიმართ.
მაგრამ მას, რომელსაც არავითარი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, ჯერ ერთი, რომ საერთოდ არ განუცხადებია პრეზიდენტად ბალოტირების სურვილი და რომც განაცხადოს, ახლა საპრეზიდენტო კამპანიის ფაქტიურად ნოლიდან დაწყება, ისევე როგორც სხვებისთვის, მიშელ ობამასთვისაც რთული იქნება. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, აშშ-ის 49-ე პირველ ლედის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონია ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბთან. მოკლედ, მიშელ ობამას ვარიანტზე ფიქრი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევისთვის შეიძლება.
მისი კანდიდატურის წამოყენება ყველაზე ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევისათვის, თუ დემოკრატები ბაიდენის თვისებების მქონე პიროვნების (ფაქტიურად - „ტყუპისცალის“) ძებნას დაიწყებენ, ასაკის გამოკლებით. 64 წლის ქალბატონი პრაგმატულია და ზოგადად სიმპათიებს იწვევს, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით თითქმის არ იცნობენ. ემი კლობუშარის გაშვება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ? არა, იგი აბსოლუტური მარცხისთვის იქნება განწირული.
არცერთ სხვა ჩამოთვლილთაგანს ბოლო თვეებში შანსები არ გაზრდია, როგორც ეს 46 წლის გუბერნატორს გაეზარდა. ენდი ბაშირის წარმატება დაკავშირებულია იმასთან, რომ იგი გუბერნატორად 2023 წლიდან მეორედ აირჩიეს და თანაც ისეთ შტატში, რომელიც ხმას ტრადიციულად რესპუბლიკელებს აძლევს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ხშირად გუბერნატორები ისე საქმიანობენ, რომ მათი პოზიციები მათივე პარტიის პოლიტიკის საწინააღმდეგოა ხოლმე, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ ენდი ბაშირი ორივე პარტიას აწყობს.
წყარო: https://www.washingtonpost.com/politics/2024/06/28/democrat-options-replace-biden/
--------------
შენიშვნა: ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულენოვანი სამსახურის (BBC russian) ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენტმა დაარწმუნა დემოკრატიული პარტიის დონორები, რომ მას შეუძლია რესპუბლიკელი მეტოქის დონალდ ტრამპის დამარცხება ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენის კანდიდატურის ირგვლივ ეჭვები ძლიერდება - ტელედებატებით ნათელი გახდა, რომ იგი წარუმატებლად გამოვიდა.
ჯო ბაიდენმა 30 ივნისს ნიუ-იორკში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის დროს აღიარა, რომ ტელედებატები მისთვის სასიამოვნო არ იყო, მაგრამ იქვე დაამატა: „არც დონალდ ტრამპისთვის იყო უკეთესი“. „გპირდებით, რომ ჩვენ ამ არცევნებს მოვიგებთ:, - განაცხადა პრეზიდენტმა (წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cn07mmyyg8no).
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.