USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
The Washington Post - „დემოკრატია სიბნელეში კვდება“
Date:  1446

ვაშინგტონ პოსტი (ინგლ. The Washington Post) — უდიდესი და უძველესი გაზეთი ვაშინგტონში, აშშ-ის დედაქალაქში, რომელიც დაარსა სტილსონ ჰატჩინსმა 1877 წლის 6 დეკემბერს. მისი პირველი ტირაჟი 10 ათასი ეგზემპლიარი იყო და 3 ცენტი ღირდა.გაზეთმა მსოფლიოში გაითქვა სახელი ადრეულ 1970-იანებში ბობ ვუდვორდისა და კალრ ბერნსტაინის უოტერგეიტის სკანდალის გამოძიებისას, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნიქსონის პრეზიდენტობიდან გადაყენებაში. პოსტი საყოველთაოდ ითვლება საუკეთესო სამ ამერიკულ გაზეთთა რიგში „The New York Times“-სა (გამორჩეული საერთო ხასიათის რეპორტაჟებითა და საერთაშორისო მიმოხილვით) და „The Wall Street Journal“-თან (საფინანსო მიმოხილვებით) ერთად. პოსტმა რეპუტაცია თეთრი სახლისა და კონგრესის მუშაობისა და აშშ-ის მთავრობის სხვა ასპექტების რეპორტაჟებით მოიხვეჭა. 
„The New York Times“-ისა და „The Wall Street Journal“-სგან განსხვავებით „Washington Post“ საკუთარ თავს რეგიონალურ გაზეთად თვლის და მისი ეროვნული გამოცემა დისტრიბუციაში აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს არ სცდება ხოლმე. მის მკითხველთა უმრავლესობა კოლუმბიის ოლქში და ასევე მის შემოგარენში მყოფ მერილენდისა და ჩრდ. ვირჯინიის გარეუბნებშია.
ამ გაზეთს შემოკლებით ასე ეძახიან-The Post, იგი იმ მცირერიცხოვან ამერიკულ გაზეთებს შორისაა რომელთაც უცხოური ბიუროები აქვთ. Post-ი ცნობილია პოლიტიკური პუბლიკაციებითა და ლიბერალური სარედაქციო პოზიციით.
2013 წლის მაისიდან გაზეთის ყოველდღიური ტირაჟი 474,767-ს ხოლო მისი საკვირაო გამოცემის ტირაჟი 838,014 ეგზემპლიარს აღემატება, რაც მას ქვეყნის მასშტაბით ტირაჟის მიხედვით მეშვიდე ადგილზე აყენებს „USA Today“, „The Wall Street Journal“, „The New York Times“, „Los Angeles Times“, „Daily News“ და „New York Post“ შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტირაჟი (ისევე როგორც ყველა სხვა გაზეთების) ბოლო დროს ნელ-ნელა ეცემოდა, მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბაზარში-შეღწევადობის რეიტინგი აქვს აშშ-ის მეტროპოლიების ყოველდღიურ გაზეთებს შორის.
The Post-ს მიღებული აქვს პულიცერის 47 პრემია.
2013 წლის აგვისტოში გაზეთი ჯეფრი ბეზოსმა 250 მილიონ დოლარად შეიძინა. ბეზოსმა პირობა დადო, რომ იგი არ ჩაერეოდა სარედაქციო პოლიტიკაში და მხოლოდ მისი, როგორც ინტერნეტ ბიზნესის მართვას გააუმჯობესებდა.
2017 წელს ვაშინგტონ პოსტის მთავარ გვერდზე ახალი ლოზუნგი გამოჩნდა - „დემოკრატია სიბნელეში კვდება“

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way