USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
თბილისი
«The Washington Times»(აშშ): „ჯო ბაიდენი ნამდვილი ჰიტლერი ხდება
თარიღი:  496

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ ჯო ბაიდენი ნამდვილი ჰიტლერი ხდება“ (ავტორი - ჩარლზ ჰერტი).

„ნათქვამია - შვილი მამის კვალს მიჰყვებაო, მაგრამ პრეზიდენტის შემთხვევაში პირიქითაა: ჯო ბაიდენი თავისი შვილის - ჰანტერის კვალს მიჰყვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ   სწორედ ამით აიხსნება ჯო ბაიდენის „მოკრძალებული ქცევა“, რომლის მაგალითი მან, როგორც ჩანს, თავისი ვაჟისგან აიღო.

მხოლოდ ნარკომანი, სექს-ვიდეოების ვარსკვლავი, მსუბუქ ყოფაქცევიანი ქალების მოყვარული, უცხო ქვეყნების მთავრობებთან კორუფციული გარიგებების ავტორი და პოლიტიკოსი მამის შემარცხვენელი შეიძლებოდა ყოფილიყო პრეზიდენტის ისეთი შვილი, როგორიც ჰანტერია, რომლის ქცევის მომსწრენი ჩვენ გავხდით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში. და ეს სწორედ მაშინ, როცა მამამისი ჯო ბაიდენი ყოფილი პრეზიდენტის, თავისი მეტოქის დონალდ ტრამპისა და მისი ყველა მხარდამჭერის „განადგურებას“ აპირებს.

ამას წინათ ჩვენი პრეზიდენტი [ისტორიულ ქალაქ] ველი ფორჯში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი მხარდამჭერი დემოკრატების წინაშე პირველი წინასაარჩევნო სიტყვით გამოვიდა, თანაც ისე, რომ მოსახლეობას თავი ჯორჯ ვაშინგტონად მოაჩვენა (სწორედ აქ, ველი ფორჯში, 1777-1778 წლებში გენერალმა და მთავარსარდალმა აშშ-ის ჯარების წრთვნები ჩაატარა), რომელმაც ფაქტიურად ახალი სახელმწიფო შექმნა. არადა, ჯო ბაიდენი ჯორჯ ვაშინგტონის აჩრდილადაც კი არ ღირს. იგი დაემუქრა იმ ამერიკელ მოქალაქეებს, რომლებიც მხარს დონალდ ტრამპს უჭერენ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო მოვლენას წარმოადგენს.

დიდი აბრაამ ლინკოლნი გაგანია სამოქალაქო ომის დროსაც კი არ დაშვებულა ასეთ სამარცხვინო დონემდე თავისი პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ, რომლებიც მის პოლიტიკურ კამპანიას არ ეთანხმებოდნენ. პირიქით - ომის ყველაზე მთავარი ბრძოლის - გეტისბერგის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ (1863 წლის ივლისში) მან ყველა დაღუპული  ჯარისკაცის სული ლოცვით მოიხსენია, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ - აშშ-ისა თუ აკშ-ის (ამერიკის კონფედერაციული შტატების) მხარეს.

როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, დონალდ ტრამპის მომხრეები ექსტრემისტები და ტერორისტები არიან, „რომლებიც ჩვენი ქვეყნის საფუძვლებს ძირს უთხრიან და საფრთხეს უმზადებენ“. მისი გამოსვლა ადოლფ ჰიტლერის გამოსვლას ჰგავდა.

ოდესმე გაგიგონიათ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი, მით უმეტეს პრეზიდენტობის კანდიდატი, ასე ლაპარაკობდეს ამერიკის მოქალაქეებზე იმიტომ, რომ ისინი მხარს სხვა კანდიდატს უჭერენ? უფრო მეტიც - ჯო ბაიდენის მიერ დანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა ასობით პოლიტიკური ოპონენტი ჩაყარა ციხეში და აცხადებს, რომ კიდევ იმდენის დასაჭერად ემზადება.

ალბათ, ასეთმა სახიფათო პოლიტიკურმა დემაგოგიამ წააქეზა დემოკრატიული პარტიის წევრი ამომრჩეველი ჯეიმს ჰიჯინსქსონი, რომელმაც ექვსი რესპუბლიკელი მოკლა ბეისბოლის მინდორზე.

კიდევ ერტმა დემოკრატმა კანდიდატმა ლიზ ჩეინმა დონალდ ტრამპის მომხრეების გასაგონად განაცხადა, რომ თუ ისინი კვლავ ექს-პრეზიდენტს მისცემენ ხმას, ეს მათთვის ბოლო ხმის მიცემა იქნება.

ველი ფორჯში გამოსვლის შემდეგ ჯო ბაიდენი ჩარლსტონში წავიდა, სამხრეთ კაროლინას შტატში, რათა ათი წლის წინათ მოკლული ცხრა აფროამერიკელის ხსოვნის პოლიტიზება მოეხდინა. არადა, ამით ვინ შეურაცხჰყოფს უდანაშაულოდ დაღუპულთა ხსოვნას? ის პიროვნება, რომელიც თავის მოწინააღმდეგეებს საპყრობილეში გზავნის და სახელმწიფო თანამდებობებს მილიონ დოლარად ჰყიდის - ჯო ბაიდენი.

წყარო: https://www.washingtontimes.com/news/2024/jan/8/america-for-sale-biden-goes-full-hitler/

 

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.