USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
The Washington Times-ი: საქართველო კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითია
Date:  508

„კორონავირუსთან ბრძოლის წარმატების ისტორია: საქართველო“ - სტატიას ასეთი სათაურით The Washington Times-ი აქვეყნებს.

სტატიის ავტორი მსოფლიო სტატისტიკით იწყებს და წერს, რომ პლანეტის მასშტაბით ვირუსს თითქმის 200 ათასი ადამიანი ემსხვერპლა და მკითხველს ახსენებს, რომ ესპანეთში 22 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, საფრანგეთში 21 ათასი, შეერთებულ შტატებში, რომელიც მსოფლიოში მოსახლეობით მესამე ადგილზეა 46 ათასი.

„თუმცა მედიის ყურადღებას COVID 19-თან ბრძოლის წარმატების ისტორიები გამორჩა, რომელთაგანაც ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი საქართველოა. თურქეთსა და რუსეთს შორის განლაგებული ქვეყნის მოსახლეობა 3.75 მილიონს შეადგენს. სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის, საქართველოში კორონავირუსს მხოლოდ 5 ადამიანი ემსხვერპლა. სწორად წაიკითხეთ. ხუთი“, - წერია სტატიაში.

ასეთი წარმატების მიზეზების დასადგენად Washington Times-ი საქართველოს ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს გაესაუბრა, რომელმაც 3 ძირითადი ფაქტორი გამოყო.

„ამ გამოწვევას თავიდანვე სერიოზულად მივუდექით. პირველ რიგში, ზომები ძალიან ადრე მივიღეთ. მეორე - ძალიან ყურადღებით ვუსმენდით ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს. მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს საკმაოდ ყურადღებიანები ვიყავით. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი კი შეიძლება ის არის, „რომ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით - საქართველოს მთელი მოსახლეობა“, - ამბობს ცქიტიშვილი.

ვიცე -პრემიერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინა.

„ჩვენი ძალიან პასუხისმგებელი მოქალაქეები გვყავს და ერთობლივი ძალებით ვირუსთან ბრძოლას ვახერხებთ“, - აღნიშნავს მინისტრი.

სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ საქართველოს წარმატება შეიძლება მისი უახლესი ისტორიითაც იყოს განპირობებული.

„საქართველოს მოსახლეობა შესაძლოა უფრო კარგად არის მომზადებული მოულოდნელ გამოწვევებისთვის და მთავრობის მოსმენისთვის, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობა. ქართველების ბოლო 2 თაობა არაერთი კონფლიქტის და სირთულის პირისპირ აღმოჩნდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარე ძალებით მხრიდან“, - წერია პუბლიკაციაში.

ავტორის თქმით, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და პირველი ლიდერის არჩევიდან მალევე გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომლის შედეგები აისახა ქვეყნის მოსახლეობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ 2008 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთდღიანი ომი იყო.

„საქართველომ რთული დრო გამოიარა, ასე რომ სირთულეების დროს ცხოვრების გაგრძელებისა და ადაპტირების საჭიროებამ, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა“, – აღნიშნავს ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერი ასევე მადლობას უხდის აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებისთვის.

 

წყარო: thewashingtontimes.com

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way