USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«The Washington Times» : „ჯორჯ ბუშმა ავღანეთში მორალურად მახინჯი სიტუაცია შექმნა, ჯო ბაიდენი კი მას უკრაინაშიც ახორციელებს“
თარიღი:  447

„ჯო ბაიდენი უკრაინაში ჯორჯ ბუშ-უმცროსის პოლიტიკის ასლის რეალიზებას ახდენს, - ნატქვამია ამერიკული გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსში“ (The Washington Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯორჯ ბუშმა ავღანეთში მორალურად მახინჯი სიტუაცია შექმნა, ჯო ბაიდენი კი მას უკრაინაშიც ახორციელებს“ (ავტორი - ენდრიუ ნაპოლიტანო, Fox News-ის პოლიტიკური მიმომხილველი).

ბოლო 20 წლის განმავლობაში იმპერიის გაფართოების მცდელობის სამარცხვინო ჩაშლა, რომელიც ავღანეთთან მიმართებით გამოიხატა - ეს არის ის გაკვეთილი, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებამ ვერა და ვერ აითვისა. ეს კატასტროფა იმ დროს დაიწყო, როცა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა, რომელიც ძალიან გაღიზიანებული იყო საყვედურებით, რომ მან არ დაუჯერა დაზვერვის ცნობებს და  შესაძლებლობა მისცა ტერორისტებს 2001 წლის 11 სექტემბერს თავიანთი გეგმა განეხორციელებინათ - დაარწმუნა როგორც ამერიკელი ხალხი და კონგრესი, ასევე ნატოელი მოკავშირეებიც იმაში, რომ ავღანელი მმართველებისათვის ჭკუა ესწავლებინა - განურჩევლად იმისა, ისინი იყვნენ დამნაშავენი ტერაქტის მოწყობაში თუ არა.

ჩვენმა მთავრობამ ამორალური კამპანია დაიწყო შურისძიებისათვის, თანაც ისეთი სახით, თითქოსდა ავღანელებს მათთვის საძულველი რეჟიმისაგან ათავისუფლებდა, სინამდვილეში კი საქმე ამერიკულ ქედმაღლობას უკავშირდებოდა.

აი, როგორ დაიწყო ყველაფერი:

11 სქტემბრის ტერაქტების შემდეგ ჯორჯ ბუშისათვის ცნობილი გახდა, რომ ისინი მომზადდნენ აშშ-ის მეგობრების მიერ, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთის მიერ. მაგრამ პრეზიდენტმა გადაწყვიტა ყველაფერი ავღანეთისთვის დაებრალებინა და ქვეყანაში ჯარი შეიყვანა, ამოხოცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამით ვაშინგტონმა თითქოსდა მთელ მსოფლიოს დაანახა და გააფრთხილა - „ჩვენთან ხუმრობას არავის არ გირჩევთ, იცოდეთ, სამაგიეროს აუცილებლად მიიღებთო“.

ჯორჯ ბუშ-უმცროსის იმპულსური რეაქცია და მზადყოფნა იმისთვის, რომ გამოეყენებინა ამერიკელების შიში, დასაბამი მისცა მოვლენათა სერიას, რომლის კულმინაცია პირიქით - იმ მსოფლმხედველობის ტრიუმფი გახდა, რომლის განადგურებას ჯორჯ ბუში და მისი არმია ცდილობდა და რომლისთვისაც ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა.

საერთაშორისო საზოგადოება რომ მის სასარგებლოდ განწყობილიყო, ჯორჯ ბუშმა ისტორიის გამოწვევა სცადა და განაცხადა, რომ ავღანეთში დასავლური სახის დემოკრატიას დაამყარებდა. ამით მან თავის თავში ვუდრო ვილსონი იპოვა - აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს აცხადებდა, რომ ზოგჯერ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი აუცილებელია, „მსოფლიო დემოკრატიული და უსაფრთხო რომ გახდესო“.

განა ჯორჯ ბუშ-უმცროსმა არ იცოდა, რომ მე-19 საუკუნეში ათი ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში? განა არ იცოდა მან მე-20 საუკუნეში ასი ათასობით საბჭოთა ჯარისკაცის დაღუპვა იმავე ავღანეთში, რომლებმაც თანამედროვე იარაღის გამოყენებითაც კი ვერ შეძლეს ამ ღარიბი და მკაცრი ხალხის ნებისყოფის გატეხვა და კულტურის შეცვლა?

ჯორჯ ბუშის გამბიტი მისი არაკომპეტენტურობის დადასტურებას წარმოადგენდა, რომელიც შემდეგ ბარაკ ობამამ გააგრზელა. ეს იყო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მცდარი საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილება ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა თავისივე რესპუბლიკურ პარტიაში განხეთქილება გამოიწვია, როცა ავღანეთის ომი დაგმო და ამერიკელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების გეგმა გამოაცხადა. დონალდ ტრამპს, ალბათ, კეთილი განზრახვა ჰქონდა - ამერიკელები უკვე ომით ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ მან ეს საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ტალიბებთან მოლაპარაკება დაიწყო, მაინც ბოლომდე ვერ მიიყვანა. სამაგიეროდ, ჯო ბაიდენმა „კარგად“ დააბოლოვა - იმის კვალობაზე, რომ აშშ-ის ჯარს წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო და იმის იმედად, რომ ავღანეთის პროამერიკულ ხელისუფლებას უამრავ იარაღს უტოვებდა თავდაცვისათვის, სასწრაფოდ დაიწყო ამერიკელების გამოყვანა ავღანეთიდან, რის შედეგადაც ხელისუფლება დაირღვა, ამერიკელების მიერ გაწრთვნილი ავღანეთის სახელისუფლებო არმია დაიშალა და ძალაუფლება ისევ ტალიბებმა დაიბრუნეს. ყველას ახსოვს, თუ რა საშინელება სუფევდა ქაბულში იმ დროს.

შეუძლიათ თუ არა პრეზიდენტებს ადამიანების მოკვლა, როცა მათ მოესურვებათ - ეროვნული უშიშროების ან იმპერიის გაფართოების სახელით? მოკლედ, რომ ვთქვათ, არა.

მაგრამ ამერიკის პრეზიდენტები იმპერიის მშენებლობით ჯერ კიდევ იმ დროიდან იყვნენ დაკავებულები, როცა თომას ჯეფერსონი ნაპოლეონ ბონაპარტს ლუიზიანას ყიდვაზე შეუთანხმდა, თუმცა, ვუდრო ვილოსნის, ჯორჯ ბუშისა და ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, თომას ჯეფერსონმა ეს ძალადობისა და სისხლისღვრის გარეშე გააკეთა.

ამერიკის იმპერიის თანამედროვე მშენებლები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ადამიანების მოკვლა შეუძლიათ. ჯორჯ ბუში ამტკიცებდა, რომ მას ამის უფლებამოსილება აქვს. ჯო ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ გამოუცხადებელ ომს აწარმოებს - ტალიბების წინააღმდეგ კი არა, ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჯო ბაიდენი უკრაინაში ომს აგრძელებს იმის მიუხედავად, რომ ამერიკელი სამხედროები თვლიან - ამ ომში გამარჯვება შეუძლებელია. საინტერესოა, რისი იმედი აქვს ბაიდენს, როცა აშშ-მა მთელი 20 წლის განმავლობაში ავღანელი მწყემსების არმია ვერ გაანადგურა და ახლა მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ არმიას იწვევს ბრძოლაში? თანაც ვაშინგტონიდან ხუთი ათასი კილომეტრის მოშორებით. რისთვის? როგორც ჩანს, იმპერიის განდიდებისათვის.

სწორედ იმპერიის სახელით კლავს ამერიკის ხელისუფლება ადამიანებს უკრაინის ომში. ეს დანასაულია, რადგან ვინც არ უნდა იყოს - ამერიკელი, უკრაინელი თუ რუსი, ყველას აქვს სიცოცხლის უფლება.

ავღანეთის გაკვეთილი ის გაფრთხილებაა, რომელსაც ჯო ბაიდენი იგნორირებს. ჯორჯ ნუშის მსგავსად, იფი არფიქრობს ადამიანების დაღუპვასა და რესურსების ხარჯვაზე. მას სურს იმპერია გააფართოვოს, რომ ისევ პრეზიდენტად აირჩიონ. იგივე სურდა ჯორჯ ბუშსაც, რომლის რეპუტაცია დღეს ისტორიის სანაგვეზეა. სავარაუდოდ, სულ მალე ჯო ბაიდენიც იქ აღმოჩნდება.

წყარო: https://www.washingtontimes.com/news/2023/apr/26/bush-created-moral-monstrosity-in-afghanistan-and-/

 

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის