USD 2.7585
EUR 2.9910
RUB 3.0337
თბილისი
«The Wall Street Journal»: „უკრაინის შელახული არმია ჯარისკაცთა მზარდ დეფიციტს ებრძვის“
თარიღი:  169

„უკრაინის ხელისუფლება და ქვეყნის შეიარაღებული ძალების სარდლობა კვლავ პერმანენტული პრობლემის წინაშე დგას - ფრონტზე ჯარისკაცთა მწვავე უკმარისობის მოგვარება ვერა და ვერ ხერხდება“, - ნათქვამია ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინის შელახული არმია ჯარისკაცთა მზარდ დეფიციტს ებრძვის“ (ავტორები - ნიკიტა ნიკოლაენკო და იენ ლოვეტი). „სანამ უკრაინის რადა თავს არიდებს გაწვევის შესახებ მკაცრი კანონის მიღებას - ვაითუ ხალხი აღშფოთდესო, მანამ დამქირავებლები მამაკაცებს პირდაპირ ქუჩებში იჭერენ. მოსახლეობა უკმაყოფილოა, რომ სახელმწიფო ადამიანებს მსხვერპლად სწირავს, შემდეგ კი ივიწყებს, ამიტომაც ფრონტზე წასვლის სურვილს არავინ არ ამჟღავნებს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, საბრძოლო მასალებთან ერთად, მწვავედ ესაჭიროება ახალი სამხედრო მოსამსახურეები რუსეთის არმიის წინსვლის შესაკავებლად. მაგრამ მთავრობისა და სამხედროების ძალისხმევას ახალგაზრდების ჯარში გაწვევის მიზნით ხელს უშლის პოლიტიკა, დემოგრაფიული სიტუაცია და უკრაინელთა მზარდი სურვილი - თავი აარიდონ ჯარში გაწვევას.

უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ უფრთხილდება ჯარისკაცთა სიცოცხლეს, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაც აუცილებელია და დანაკარგები თავიდან ვერ იქნება აცილებული. რუსეთი, რომლის მოსახლეობის რაოდენობა, უკრაინასთან შედარებით, სამჯერ მეტია, ყოველი კვირის განმავლობაში მრავალ ჯარისკაცს კარგავს, მაგრამ კრემლს დანაკლისი შევსება იოლად შეუძლია - ყოველთვიურად 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის ფრონტზე გაგზავნით.

რასაკვირველია, უკრაინელთა დიდი რაოდენობა მხარს უჭერს მთავრობის ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ გასული წლის კონტრშეტევის ჩაშლამ და მისი მსვლელობის დროს ათობით ათასი ჯარისკაცის დაღუპვამ არამარტო რწმენისა და იმედების დამსხვრევა გამოიწვია - უკრაინელებს უკვე ეჭვი შეეპარათ რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებაში - არამედ ცოცხალი ძალის რესურსების გამოფიტვაც. თუ ომის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებას შეეძლო მოხალისეებს დაყრდნობოდა, ახლა ჯარში ნებაყოფლობით წამსვლელებს სანთლით რომ ეძებოს, ვერავინ იპოვის. ის მამაკაცები, რომლებიც საზღვარგარეთ ჯერ ვერ გაქცეულან,  ყველანირად ცდილობენ თავი აარიდონ ჯარში გაწვევას - ქრთამის მიცემიდან დაწყებული, სახლის გარეთ გაუსვლელობით დამთავრებული - სანამ დამქირავებლები მათ პირდაპირ ქუჩაში აკავებენ და ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ჯერ მომზადების პუნქტებში, შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე გზავნიან.

ზოგიერთი უკრაინელი მამაკაცის თქმით, მათ დაკავების დროს ჯერ სცემენ, შემდეგ კი რამდენიმე დღით აპატიმრებენ მანამ, სანამ ისინი ხელს არ მოაწერენ ჯარში სამსახურზე თანხმობას. „როცა ვხედავ, რომ უკრაინის მოსახლეობის დიდი რაოდენობა სახლში ზის და ისეთი სახე აქვს მიღებული, თითქოსდა არაფერი არ ხდება, მე ამ დროს საკუთარ თავს ჯარში სამსახურისგან თავის ამრიდებლად არ ვთვლი“, - ამბობს 24 წლის ოლეგ სინელჩენკო, რომლის ორი ძმა ფრონტზე ნებაყოფლობით წავიდა.

კანონპროექტი, რომელიც გაწვევის გაფართოებისაკენ არის მიმართული, ვერხოვნა რადაში (პარლამენტში) რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ „გაიჭედა“. შეთავაზებული ცვლილებები საკმაოდ მწირია: გასაწვევი ასაკი შემცირებული იქნება 27 წლიდან 25 წლამდე, ჯარისკაცებს ეძლევათ უფლება არმია სამი წლის სამსახურის შემდეგ დატოვონ, ხოლო ჯარში გაწვევის თავის ამრიდებლებისათვის მკაცრი სასჯელი იქნება დადგენილი. მაგრამ პარლამენტი, რომელიც პრობლემის წინაშე დადგა - მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ფრონტზე ბრძოლა აღარ სურს - ძალიან ძნელად უჭერს მხარს კანონპროექტის ამ მცირე ცვლილებებსაც კი.

„ჩვენთვის ძალზე ძნელია გასაწვევი ასაკის შემცირება 25 წლამდე - ეს მოსახლეობისთვის ძალიან არაპოპულარულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, - ამბობს პარლამენტის დეპუტატი ფედორ ვენისლავსკი მმართველი „ხალხის მსახურის“ პარტიიდან, რომელიც კანონპროექტის მიღების მხარდამჭერია, - მაგრამ რას ვიზამთ, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ, უნდა გავზარდოთ ჯარისკაცთა რაოდენობა მობილიზაციის გზით“.

არიან ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტარებს მოუწოდებენ კანონპროექტში რიგი ცვლილებები შეიტანონ, მაგალითად, სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლება. ბიზნესი თანახმაა გადასახადის გადაიხადოს, თუ მათ თანამშრომლებს ფრონტზე არ გაგზავნიან.

სტუდენტებსაც თავიანთი მოთხოვნა აქვთ და ამბობენ, სანამ მათ ჯარში გაიწვევენ, მანამ სწავლის დასრულების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინაში შობადობაის დონე სწრაფად დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს იმ უკრაინელთა რიცხვი, რომელთა ასაკი 20 წელზე მეტი ხნისაა, უბრალოდ, ბუნებრივად მცირეა, სხვა საკის წარმომადგენლებთან შედარებით.

სანამ ვერხოვნა რადა ცვლილებებზე მსჯელობს, მანამ ჯარისკაცები და მათი ოჯახების წევრები კანონმდებლებს მკაცრად აკრიტიკებენ: „სახელმწიფომ ჩვენი ქმრები, შვილები და ძმები მსხვერპლად შეწირა და დაივიწყა“, - ამბობს 35 წლის ოლღა, - ეს ძალიან დიდი ტვირთია და ამიტომ „მისი ზიდვა“ თანასწორად უნდა გადანაწილდეს და მხოლოდ მათ არ უნდა დააწვეს მხრებზე, ვინ თავის დროზე ნებაყოფლობით დათანხმდა ჯარში სამსახურზე“.

„ძალიან კარგად მესმის, რომ ქვეყანა ომობს და არმიას შევსება ჭირდება... მაგრამ მე დედა ვარ და არ მსურს ჩემი ვაჟის ფრონტზე გაგზავნა“, - ამბობს 43 წლის ქრისტინა მოლიჩუკი, რომელსაც 23 წლის შვილი ჰყავს, - მან ჯერ უნივერსიტეტი უნდა დაამთავროს“.

ჩივილებით მიმართავენ ხელისუფლებას უკრაინელი ოფიცრებიც - პროფესიული სამხედრო მოსამსახურეები. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ განსაკუთრებით ახალგაზრდები ჭირდებათ - დღეისათვის უკრაინის არმიაში ძალიან ბევრი საშუალო და უფროსი ასაკისანი არიან. „განა შეიძლება სამხედრო ქვედანაყოფში მოხუცები გყავდეს და ბრძოლაში მათი იმედი გქონდეს?, - ამბობს 31 წლის იგორ ბელოუსი, 12-წლიანი სამხედრო სტაჟით. მისი თქმით, ბევრი თანაპოლკელის ასაკი უკვე 40 წელზე მეტია და ყოველი სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ მათ უფრო მეტი დრო ჭირდებათ ძალების აღსადგენად, ვიდრე ახალგაზრდა ენერგიულ ჯარისკაცებს. არადა, უკრაინის არმიას დრო პრაქტიკულად არ აქვს: „ყველამ უნდა შეიგნოს და აღიაროს, რომ ომი დიდხანს გაგრძელდება, მოხალისეები კი აღარ არიან“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.wsj.com/world/europe/ukraines-battered-army-grapples-with-growing-troop-shortage-6d695eba?mod=hp_lead_pos3

ბიზნესი
რას წარმოადგენს ამერიკული BlackRock-ი, რომელიც $10.5 ტრილიონის აქტივებს მართავს?

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

ამ ყველაფრის დამსახურებით, BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი, ბოლო შედეგებით, $10.5 ტრილიონად იყო შეფასებული. 2024 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ ერთ წელიწადში, ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა $1.4 ტრილიონით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბს რომ მიხვდეთ, გეტყვით, რომ მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ $1.4 ტრილიონია, როცა ესპანეთის, ინდონეზიის და საუდის არაბეთის - ნაკლები. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან ამ მაჩვენებელს ქვეყნების მშპ-სთან თუ შევაფარდებთ, აღმოვაჩენთ, რომ მას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი უსწრებს.

რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერირებს BlackRock-ი $10.5 ტრილიონად შეფასებული აქტივების მართვით?

2024 წლის I კვარტალში, BlackRock-მა $4.7 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც 11%-ით მეტია, ვიდრე შარშან. შემოსავალთან ერთად, ბოლო პერიოდში მკვეთრად, კერძოდ 36%-ითაა გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში $1.5 მილიარდი შეადგინა. აღნიშნულ მაჩვენებლებს, უმეტესწილად, ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება.

აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის აქციების პორტფელის ათი უდიდესი პოზიცია კი, შემდეგნაირად გამოიყურება:

#1 - Microsoft - $229.7 მილიარდად შეფასებული 542.02 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 5.37%)

#2 - Apple - $178.4 მილიარდად შეფასებული 1.04 მილიარდი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 4.17%)

#3 - NVIDIA - $164.66 მილიარდად შეფასებული 182.42 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 3.85%)

#4- Amazon - $115.18 მილიარდად შეფასებული 638.54 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 2.69%)

#5 - META - $77.18 მილიარდად შეფასებული 158.94 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.8%)

#6 - Alphabet (Class A) - $62.77 მილიარდად შეფასებული 415.9 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.47%)

#7 - Alphabet (Class C) - $54.11 მილიარდად შეფასებული 355.37 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.27%)

#8 - Eli Lilly - $50.78 მილიარდად შეფასებული 65.27 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.19%)

#9 - Broadcom - $46.27 მილიარდად შეფასებული 34.91 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.08%)

#10 - Berkshire Hathaway (Class B) - $45.21 მილიარდად შეფასებული 107.51 მილიონი აქცია (BlackRock-ის პორტფელის 1.06%)

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.