USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
The Wall Street Journal: კამპუსებში პროტესტებამდე რამდენიმე თვით ადრე სტუდენტებს აქტივისტთა ჯგუფები ტრენინგებს უტარებდნენ
თარიღი:  487

აშშ-ში ბოლოდროინდელი პროპალესტინური პროტესტების ტალღამ კოლეჯების კამპუსები მოულოდნელად მოიცვა და შოკში ჩააგდო მთელი ქვეყანა. მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკა, რომელიც საფუძვლად უდევს ზოგიერთ დემონსტრაციას, იყო გამოცდილი აქტივისტებისა და მემარცხენე ჯგუფების მრავალთვიანი ტრენინგის, დაგეგმვისა და წახალისების შედეგი, - ამის -შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში, პროტესტებამდე კვირებითა და თვეებით ადრე, სანამ პოლიცია ნიუ-იორკის კამპუსში ბანაკებს დაშლიდა და აკადემიური შენობებიდან დემონსტრანტების გამოიყვანდა, სტუდენტთა ორგანიზატორებმა დაიწყეს კონსულტაციები ისეთ ჯგუფებთან, როგორიცაა „ეროვნული სტუდენტები პალესტინაში სამართლიანობისთვის“ (National Students for Justice in Palestine, NSJP), კამპუსის პროტესტის ვეტერანები და ყოფილი „შავი პანთერები“ (Black Panthers).

„ჩვენ მოვუსმინეთ უფროსებს, შევედით მათთან დიალოგში და გავაანალიზეთ, როგორ პასუხობდა უნივერსიტეტი წინა პროტესტებს“, - ამბობს სუედა პოლატი, პროპალესტინური ბანაკში ორგანიზატორი და კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტურ მოძრაობას ერთიანი კონტროლის ცენტრი არ აქვს, დემონსტრანტებსა და რადიკალურ მემარცხენეებს შორის კავშირები არსებობს. NSJP დაახლოებით 20 წელია არსებობს და აქვს 300 ფილიალი მთელ აშშ-ში, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები კოლეჯებში ბანაკების მოწყობასა და შენობების დაკავებაში.

თვეების განმავლობაში NSJP-ის სოციალურ ქსელებში ქვეყნდებოდა სტუდენტური პროტესტების ვიდეოები, ოქტომბერში NSJP-მ კოლეჯებში „წინააღმდეგობის დღისადმი მიძღვნილი დემონსტრაციები“ ჩაატარა.

25 აპრილს NSJP-მ დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტებს „მეგობრული რჩევა“ მისცა: ჩაიცვან კომფორტული ტანსაცმელი, სპორტული ფეხსაცმელი, თან იქონიონ წყალი და ბენდენა, თვალთვალისგან თავის ასარიდებლად. კიდევ ერთ X-პოსტში NSJP-მ პოლიციელები ღორებად მოიხსენია.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის