USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
«The Wall Street Journal» (აშშ): „უკრაინის 30-მილიარდიანი პრობლემა: როგორ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება დასავლური დახმარების გარეშე“
дата:  

„რადგანაც უცხოური დაფინანსება იწურება, უკრაინა ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგას: კიევი ცდილობს არ ჩაიძიროს და ამ მიზნით შიდა სესხებისა და ინვესტიციების „ხავსს ეჭიდება“, თუმცა მისი მცდელობა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს“, - წერს ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში ჟურნალისტი ჩელსი დელონი, სათაურით „უკრაინის 30-მილიარდიანი პრობლემა: როგორ შეიძლება ბრძოლის გაგრძელება დასავლური დახმარების გარეშე“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

მართალია, ევროკავშირმა უკრაინას პირველ თებერვალს 50 მილიარდი ევრო გამოუყო, მაგრამ კიევი ამ ფულს ამჟამად სწრაფად და მთლიანად ვერ გამოიყენებს, რადგან თანხის ხარჯვა ოთხი წლის ვადით არის გათვალისწინებული. მაშ, რა ქნას უკრაინამ? მას დოლარები და ევროები ახლავე ჭირდება. როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, ამჟამად დარჩენილი მცირე რეზერვი მხოლოდ თებერვლის შუახანებამდე იქნება საკმარისი, შემდეგ კი იძულებულნი გახდებიან ისეთი ნაბიჯი გადადგან, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო მეტ ზიანს მოუტანს ქვეყანას.

ექსტრენული ზომები მოიცავს პენსიისა და ხელფასების, აგრეთვე სოციალური დახმარებების შეჩერებას, ხარჯების შემცირებას და გადასახადების ზრდას, მაგრამ ეს ნაბიჯები მხოლოდ ისეთი მოკლევადიანი გადაწყვეტილებები იქნება, რომლებიც მოსალოდნელ ფინანსურ კატაკლიზმს მხოლოდ ორიოდე თვით გადაავადებენ. უკრაინა ისედაც უმკაცრესი ეკონომიის რეჟიმში იმყოფება და პენსიებისა და ხელფასების დაგვიანებამ შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს.

ერთადერთი სხვა ვარიანტი, რომელიც უკრაინის მთავრობას აქვს - ფულის ბეჭდვა წარმოადგენს. მაგრამ ასეთ მეთოდს, ანუ, როგორც ამბობენ ხოლმე, „ფულის საბეჭდი დაზგის“ ამუშავებას, ადრე ბევრი ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფამდე მიუყვანია. არ არსებობს ისეთი განტოლება, რომლის ამოხსნა გიჩვენებს, თუ როდემდე რა რაოდენობით შეიძლება ფულის ბეჭდვის გაგრძელება. ქვეყნის ხელმძღვანელობა, უბრალოდ, ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, რომ იძულებული იქნება შეუჩერებლივ გააგრძელოს ფულის ნიშნების გამოშვება, სანამ ეკონომიკა არ დაეცემა.

ისეთი სიტუაციაა, რომ თუ უკრაინა დასავლეთისაგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს და თავის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს დასავლური ფულით ვერ შეავსებს, კიევისათვის ძალიან მძიმე იქნება რუსეთთან ომის გაგრძელება. საბოლოო ჯამში, უკრაინა წინააღმდეგობის გაწევისა და ომის გაგრძელების უნარს დაკარგავს. დასავლური დახმარება არ ამარტო ნაღდი ფულით დახმარებაში გამოიხატება, არამედ საბრძოლო მასალებისა და შეიარაღების რეზერვების შევსებაშიც, რომელიც ასევე შემცირებულია.

უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა აშშ-ის 60 მილიარდიანი დახმარების პაკეტი, მაგრამ, როგორც ცნობილია, კონგრესმა დახმარება არ დაამტკიცა და თუ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას სწრაფად არ მიიღებს, მაშინ საეჭვოა, რომ კანონპროექტი საპრეზდენტო არჩევნებამდე - ნოებრამდე შევიდეს ძალაში. გაუძლებს კიევი ნოემბრამდე?

მოკლედ, უკრაინას მიმდინარე წელს 30 მილიარდი დოლარი ჭირდება. ჯერ-ჯერობით კი, ამ ეტაპზე, მთლიანად გარკვეული არ არის, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ქვეყნის მთავრობა.

წყარო: https://www.wsj.com/world/ukraines-30-billion-problem-how-to-keep-fighting-without-foreign-aid-86c9865b

 

 

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати