USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „უკრაინაში ამერიკის ლიდერობისადმი გამოწვევას თვითონ აშშ ქმნის“
თარიღი:  290

ევროპელები დონალდ ტრამპის მმართველობას და მის სავარაუდო დაბრუნებას თეთრ სახლში აშშ-ის ადმინისტრაციების თანმიმდევრულ მონაცვლეობაში ერთგვარ გამონაკლისად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში სწორედ ჯო ბაიდენი იქცა გამონაკლისად. ევროპელებს მალე მოუწევთ იმის დანახვა, რომ ტრანსატლანტიკურ ალიანსში აშშ ლიდერის როლს აღარ შეასრულებს, - ნათქვამია გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინაში ამერიკის ლიდერობისადმი გამოწვევას თვითონ აშშ ქმნის“ (ავტორი - მაიკლ გორდონი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

2023 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინის დაცვა და მოსკოვთან ბრძოლის მოგება.

ჯო ბაიდენი თანამდებობას როცა იკავებდა, მან განაცხადა, რომ დარაზმავს მსოფლიოს დემოკრატებს ავტორიტარული სახელმწიფოების წინააღმდეგ. მისი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ჩასვლაც მოწოდებული იყო ხაზი გაესვა ამ ფუძემდებლური პოლიტიკისათვის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვა აუცილებელია, ხოლო ავტორიტარული რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი შეჩერებული უნდა იქნეს. მან პირობა დადო, რომ უკრაინას იმდენით დაეხმარება, რამდენიც საჭირო იქნება, თუმცა მალე მან რიტორიკა შეცვალა და განაცხადა, რომ უკრაინას მხარს იმდენად დაუჭერს, რამდენადაც შეძლებს.

ახლა კი, როცა რუსული დროშა ავდეევკაზე ფრიალებს, ხოლო უკრაინის არმიამ უკან დაიხია, ევროპის დედაქალაქებში შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ვაშინგტონში შექმნილმა  პოლიტიკურმა პარალიჩმა შეიძლება აშშ აიძულოს მსოფლიოს ლიდერისა და ხელმძღვანელის როლი დათმოს

ამერიკის სიმტკიცე უკრაინის დასახმარებლად რიგი ბარიერების წინაშე აღმოჩნდა - მათ შორის ევროპული ქვეყნების სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების არასასურველი მდგომარეობის გამო, რომლებიც განახლებას საჭიროებენ. მაგრამ მთავარი პრობლემა თვითონ აშშ-ის შიგნით გაჩნდა, სადაც დონალდ ტრამპის მომხრეები კიევის მიმართ დამატებითი დახმარების გამოყოფას ბლოკირებენ. ამით ეჭვქვეშ დგება არა მარტო უკრაინისადმი მხარდაჭერის როლი თვით აშშ-ის უსაფრთხოებისათვის, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაც კი.

ეს საკითხი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ივლისში, ვაშინგტონში გამართული სამიტის დროს უნდა განიხილონ. სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, თუ ამ დროისათვის კიევი ამერიკულ სამხედრო დახმარებას მიიღებს, მაშინ უკრაინა შეძლება 2025 წლისათვის კონტრშეტევის მომზადებას. მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ხოლო ვლადიმერ პუტინის არმია შემდგომ წარმატებებს მიაღწევს, ნატოს სადღესასწაულო-საიუბილეო სამიტი შეიძლება ალიანსის განხეთქილების დემონსტრირებად გადაიქცეს. მსოფლიოს ქვეყნებს ეჭვი შეეპარებათ და დაიწყებენ იმის განხილვას, შეძლებს თუ არა ვაშინგტონი თავისი ვალდებულებების შესრულებას მომავალ წლებში როგორც ევროპაში, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სამხედრო თეატრებში.

ამერიკელი ჩინოვნიკები არ ელოდნენ, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველივე წლებში მოსკოვთან კონფრონტაცია დაიწყებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი ძირითადად ყურადღებას უთმობდა ჩინეთს და თავის შიდა პრობლემებს, უკეთესი იქნებოდა  თეთრი სახლის მიზანი მოსკოვთან ნორმალური დონის ურთიერთობის შენარჩუნება ყოფილიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ მოსკოვის მოქმედებით ჯო ბაიდენისათვის უკრაინა ერთგვარ გამოცდად იქცა.

უსაფრთხოების სფეროს ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჯო ბაიდენს თავიდანვე უნდა მიეწოდებინა უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება, ანუ მანამ, სანამ რუსი სამხედროები უკრაინაში ადაპტაციას მოასწრებდნენ, ამერიკელი კონგრესმენებიც თავს არ შეიკავებდნენ. მაგრამ სხვა ექსპერტები განმარტავენ, რომ ვაშინგტონს ეშინოდა - ვაითუ უკრაინა მოწინავე ტექნიკას ისეთნაირად გამოიყენებდა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარა გაიზრდებოდა.

ამასთან, ევროპელი ჩინოვნიკები იმაზეც დაფიქრდნენ - ხომ არ ნიშნავს ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობა უკრაინის დახმარების საკითხში ზოგადად ჯო ბაიდენის პოლიტიკის უარყოფას? „საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ჩვენ თითქოსდა ევროპის მიტოვება გვინდა... საქმე იმაშია, რომ ჩვენ გვიწევს უფრო მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ აღმოსავლეთ აზიას. ჩვენ გვინდა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა  ევროპაში აქტიურობა დაიწყონ“, - განაცხადა სენატორმა ჯეი დი-ვენსმა [მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე].

ევროპას უკრაინისათვის იარაღის დეფიციტის დაფარვა არ შეუძლია, თუ ამერიკა თავის მიწოდებას არ განაახლებს. ზოგიერთი პოლიტოლოგი თვლის, რომ ამჟამინდელი გადახრა უკრაინიდან - ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. „უბრალოდ, რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა დემოკრატების საქმეაო და ამიტომ თვითონ იმდენ ყურადღებას აღარ აქცევენ, რამდენიც საჭიროა“.

მაგრამ როგორც პოლიტოლოგი ლიანა ფიქსი - გერმანული მარშალის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი ამბობს, კონგრესში მიმდინარე დებატებს და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩეევნების მნიშვნელობას მხოლოდ უკრაინის სიტუაცია არ განაპირობებს. „ევროპაში დღემდე არის აზრი, რომ დონალდ ტრამპი გამონაკლისს წარმოადგენს მრავალწლიანი ტრანსტლანტიკური პოლიტიკიდან, მაგრამ თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მაშინ გაჩნდება აზრი, რომ ჯო ბაიდენია გამონაკლისი. ევროპას მოუწევს შეეგუოს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ახალ მიმართულებას, რომელშიც ამერიკა ევროპასთან დამოკიდებულებაში ლიდერი აღარ იქნება“, - ამბობს ლიანა ფიქსი.

წყარო: https://www.wsj.com/politics/national-security/the-challenge-to-u-s-leadership-on-ukraine-comes-from-home-93c357ac?mod=Searchresults_pos11&page=1

თბილისი
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.