USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
«The Wall Street Journal» (აშშ): „სამხედრო-საკადრო ცვლილებების გამო ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ბრძოლის ველზე მიღწეულ შედეგებზე“
дата:  

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სამხედრო-საკადრო ცვლილებების გამო ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ბრძოლის ველზე მიღწეულ შედეგებზე“ (ავტორები - იზაბელ კოლულზი და ოქსანა პრეჟოკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდასხმის შემდეგ იგი ქვეყნიდან არ გაიქცა და კიევში დარჩენა ამჯობინა.

რა თქმა უნდა, ომის განმავლობაში სრულიად შესაძლებელია საკადრო გადადგილებების განხორციელება, მაგრამ გააჩნია, რა საფუძვლით ხდება და რა დროს. დღეს ძალიან დაძაბული და სახიფათო მომენტია იმ მსახიობისათვის, რომელიც პოლიტიკოსად გადაიქცა და რომელმაც ქვეყანა შეამჭიდროვა რუსეთის აგრესიის წინაშე და მოსახლეობას გამარჯვების იმედი ჩაუნერგა. დასავლეთში ვოლოდიმირ ზელენსკიმ მრავალრიცხოვანი ქება-დიდება დაიმსახურა და მილიარდობით დოლარის (ევროს) დახმარება მიიღო. წარმატებით მოიგერია რა რუსეთის არმიის პირველი მცდელობა კიევის დაპყრობის მიზნით და შემდეგ დაიბრუნა რა ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი, პრეზიდენტმა იმავდროულად, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სხვა ლიდერებთან ერთად, 2023 წელს შედარებით უფრო მძიმე პერიოდის გადატანა მოუხდა.

გასულ ზაფხულს წარუმატებელმა კონტრშეტევამ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უკრაინელი სამხედროების მხრიდან ზეწოლა გამოიწვია - სამოქალაქო ხელისუფლება პასუხისმგებელია არმია იარაღით მოამარაგოს, მაგრამ რა ექნათ პრეზიდენტს და მთავრობას იმ დროს, როცა დასავლური იარაღის დიფიციტს თვითონ დასავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს?

სამწუხაროდ, რუსეთის სარგებლობს შექმნილი მდგომარეობით, თავისი უპირატესონით ცოხალ ძალასა და შეიარაღებაში და ფრონტის ხაზის გარკვეულ მონაკვეთებზე წარმატებას აღწევს.

უკრაინის დედაქალაქის ქუჩებში ბევრი ადამიანი მღელვარებითა და უკმაყოფილოდ შეხვდა ვალერი ზალუჟნის სარდლის პოსტიდან მოხსნას. 36 წლის ოლღა ბენედიქტოვას თქმით, პრეზიდენტის მიერ გენერლის თანამდებობიდან გათავისუფლება უკრაინის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ „ყველაზე უარესი გადაწყვეტილებას“ წარმოადგენს.

ადამიანთა მცირე ჯგუფი კიევის ცენტრშიც შეიკრიბა და საპროტესტო აქცია ჩაატარა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. მათ ხელში ეკავათ ლოზუნგები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით.

რასაკვირველია, სამხედრომოსამსახურეებიც უკმაყოფილონი არიან „რკინის გენერლის“ არმიიდან დათხოვნით, მაგრამ ისინი იმასაც ამბობენ, რომ სარდლობის შეცვლა ფრონტზე შექმნილ [მძიმე] სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. ერთ-ერთი 31 წლის სერჟანტმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ იგი ძალიან გაბრაზებულია ვალერი ზალუჟნის გათავისუფლების გამო და განაცხადა, რომ არმიაში სამსახურისთვის სწორედ გენერლის პატივისცემითა და იმედით წავიდა.

ასეა თუ ისე, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი მთავარსარდალი ჰყავს, მაგრამ განა არმიის პრობლემებს საკადრო გადაადგილებები უშველის? თუმცა, როგორც დასავლელეი იქსპერტები ამბობენ, მთავარსარდლად ალექსანდრე სირსკის დანიშვნა სამხედროებსა და სამოქალაქო ლიდერებს შორის ურთიერთობას უფრო ეფექტურს გახდის.

„მეომარ ქვეყანაში პრეზიდენტი მჭიდროდ უნდა მუსაობდეს მთავარსარდალთან ერთად“, - ამბობს ვაშინგტონის ანალიტიკური ცენტრის - „საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ჩარლზ კუფჩანი, - „რამდენადაც ცნობილია, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვალერი ზალუჟნი ერთმანეთს პირისპირ ხშირად არ ხვდებოდნენ, რაც საომარ მსგომაეობაში მყოფი ქვეყნისათვის კარგი არ არის“.

ვალერი ზალუჟნი არასოდეს ღიად არ გამოუცხადებია თავისი პოლიტიკური ამბიციები, თუმცა ანალიტიკოსების თქმით, ალბათ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგრძნო საფრთხე გენერლის პოპულარობის გამო.

 „როცა ორი წელი ერთმანეთის გვერდით ისეთი ადამიანები მუშაობენ, რომლებსაც რთული ხასიათი აქვთ, ეს ძალიან ძნელია. განსაკუთრებით იმის გამო, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსახიობია“, - ამბობს უკრაინელი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსი გონჩარენკო, - ამიტომაც მას, როგორც ყოველ მსახიობს, სუპერვარსკვლავად ყოფნა სურს. ჰოდა, რას იზამს პრეზიდენტი, როცა მის გვერდით მეორე სუპერვარსკვლავი ბრწყინავს?“.

პრეზიდენტის მრცეველი მიხეილ პოდოლიაკი მომხდარ საკადრო გადაადგილებებს აუცილებლობით ხსნის და ამბობს, რომ „ვალერი ზალუჟნის სარდლობის დროს ფრონტზე სტაგნაცია ყალიბდებოდა, რაც საზოგადოების განწყობის გაუარესებას იწვევს. ეს დაუშვებელია. მსგავსი სიტუაციისათვის რომ თავის აგვერიდებინა, საჭირო გახდა მთავარსარდლის პოსტიდან გათავისუფლება. ეს ფაქტი ერთმა გარემოებამაც განაპირობა - აუცილებელია იმ ტაქტიკის შეცვლა, რომელიც ომში პოზიტიური შედეგების მიღწევას ხელს უშლის. გასულ წელს ჩვენმა არმიამ ვერანაირ წარმატება ვერ მოიპოვა“.

ფრონტის წინახაზზე ჯარისკაცები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი: რით გამოიხატება ჩემთვის მთავარსადლის შეცვლა? აბსოლუტურად არაფრით, - ამბობს მაქსიმ სკუბენკო მე-5 მოიერიშე ბრიგადიდან, - „მე ვხედავ და ვიცი, მტერი სადაც არის. ისიც კარგად ვიცი, მას რა უნდა გავუკეთო“.

წყარო: https://www.wsj.com/world/zelenskys-military-shake-up-ties-him-to-battlefield-performance-8c94399d?mod=world_lead_story

 

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати