USD 2.7070
EUR 3.1344
RUB 3.3058
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „ჭეშმარიტების მომენტი უკრაინისა და ისრაელისათვის: ორივე ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროებათ აშშ-ის დახმარება თავხედი მოწინააღმდეგეებისაგან თავის დასაცავად“
თარიღი:  268

აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებული აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სტატია სათაურით „ჭეშმარიტების მომენტი უკრაინისა და ისრაელისათვის: ორივე ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროებათ აშშ-ის დახმარება თავხედი მოწინააღმდეგეებისაგან თავის დასაცავად“, რომელშიც ამერიკის ლიდერის თვალსაზრისია გადმოცემული: „წარმომადგენელტა პალატამ დაუყონებლივ უნდა მიიღოს ამ ქვეყნებისადმი სამხედრო დახმარების კანონი. დაუშვებელია, რომ რესპუბლიკელებს დოკუმენტი „მძევლად ჰქონდეთ აყვანილი“, - წერს ჯო ბაიდენი.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

"მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანას შეუძლია საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, ისინი დამოკიდებულნი არიან ამერიკულ დახმარებაზე, მათ შორის იარაღზე. და ეს გადამწყვეტი მომენტია", - წერს ჯო ბაიდენი.

აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, დახმარება საჭიროა ორივე ქვეყნისთვის, რადგან უკრაინასა და ისრაელს საბრძოლო მასალა ეწურებათ - უკრაინას რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად, ისრაელს კი გასულ კვირას ირანული დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით მასშტაბური თავდასხმის ფონზე. თუმცა, მისი თქმით, დახმარება ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკის ინტერსების უსაფრთხოებისთვის.

"როგორც უკრაინა, ასევე - ისრაელი თავდასხმის ქვეშ არიან თავხედური მოწინააღმდეგეების მხრიდან, რომლებიც მათ განადგურებას ცდილობენ. ბატონ პუტინს სურს დაიმორჩილოს უკრაინელი ხალხი და შეითვისოს მათი ერი რუსეთის ახალ იმპერიაში. ირანის მთავრობას სურს ისრაელის სამუდამოდ განადგურება - უნდა, რომ მსოფლიოში ერთადერთი, ებრაული სახელმწიფო რუკიდან აღგავოს“, - წერს ჯო ბაიდენი.

„ამერიკამ არასოდეს არ უნდა მიიღოს არც ერთი ასეთი შედეგი - არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, არამედ იმიტომაც, რომ ამაზე ჩვენი უსაფრთხოებაც დგას“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი სტატიაში, - „თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ვლადიმერ პუტინის ჯარი ძალიან ახლოს მოვა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნებთან. ნატოს წესდების მე-5 მუხლის საფუძველზე ჩვენ მოკავშირეებს ყოველთვის დავეხმარებით. დაუყონებლივ უნდა გავაძლიეროთ უკრაინისადმი დახმარება, რათა ვლადიმერ პუტინი შევაჩეროთ, რათა ავღკვეთოთ კრემლისგან მომდინარე საფრთხე თავისუფალი ქვეყნების მიმართ. ამასთან უნდა ვეცადოთ, რომ ამერიკის არმია ევროპულ მომავალ ომში არ იქნეს ჩათრეული“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარება არ იქნება "გადაყრილი ფული". მისი თქმით, უკრაინისთვის გასაგზავნი იარაღი ამერიკულ ქარხნებში დამზადდება: „ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ ამერიკის ინდუსტრიულ ბაზაში, ვიყიდით ამერიკელი მუშაკების მიერ დამზადებულ ამერიკულ პროდუქტებს, დავეხმარებით სამუშაო ადგილების შექმნას თითქმის 40 შტატში და გავაძლიერებდით ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მეგობრებს და პარალელურად დავეხმარებით საკუთარ თავსაც“, - წერს ჯო ბაიდენი.

ამერიკის ლიდერმა ასევე სცადა შეემსუბუქებინა დემოკრატიულ პარტიაში ისრაელის დახმარებასთან დაკავშირებული შეშფოთება, სადაც პარტიის წევრთაგან უფრო და უფრო მეტი ეწინააღმდეგება ისრაელისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას მის მიერ „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზაში წარმოებული ომის გამო.

ჯო ბაიდენის თქმით, სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ასევე მოიცავს დაფინანსებას „ღაზის მოსახლეობისთვის სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების მიზნით“.  ჩვენს მიერ შემუსავებული კანონპროექტი, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა, „ძლიერი და გონივრულია, მაგრამ დოკუმენტი მძევლად აქვთ აყვანილი წარმომადგენელტა პალატის ექსტრემისტულად განწყობილ რესპუბლიკელთა მცირე ჯგუფს.

ვლადიმერ პუტინი განუხრელად ცდილობს უკრაინელი ხალხის ნებისყოფის გატეხვას, მაგრამ იგი ამას ვერ მოესწრება. მას ასევე სურს დასავლეთის დაჩოქებაც. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა თავისი გეგმები განახორციელოს“, - წერს სტატიის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტი.

წყარო: https://www.wsj.com/articles/moment-of-truth-on-ukraine-and-israel-war-ammo-aid-package-iran-russia-7ed30288?mod=opinion_lead_pos5

 

ანალიტიკა
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.