USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«The Wall Street Journal» : რუსეთის გაძლიერებისა და მოკავშირეებში არსებული განხეთქილების შემყურე უკრაინა დამწუხრებული და მიყუჩებულია
თარიღი:  

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის გაძლიერებისა და მოკავშირეებში არსებული განხეთქილების შემყურე უკრაინა დამწუხრებული და მიყუჩებულია“ (ავტორები - დენიელ მაიკლსი და ალისტერ მაკდონალდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ძალიან საეჭვოა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებელი საზაფხულო კონტრშეტევის შემდეგ მომავალ 2024 წელს რაიმე ახალი მსხვილი შემტევითი მოქმედება განახორციელოს“, - ნათქვამია გავლენიანი ამერიკული გამოცემის მასალაში, რომელიც დასავლელი დიპლომატებისა და სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს იმოწმებს.

უკრაინის არმია დაიღალა...

„უკრაინის არმია, რომელმაც ფართოდ პროპაგანდირებული კონტრშეტევით რეალურად  რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია, იძულებული გახდა თავდაცვითი, პოზიციური ბრძოლის ტაქტიკაზე გადასულიყო. ამასთან ერთად, დასავლეთის ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მნიშვნელოვნად შესუსტდა, ევროკავშირი და აშშ გარკვეულ სიძნელეებს განიცდის კიევისადმი პრაქტიკული სოლიდარობის საკითხში. მოხდა კიდევ უფრო უარესი ამბავი: თვით უკრაინის ხელისუფლებასა და სამხედრო სარდლობას შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდა“, - აღნიშნავენ ავტორები.

„დასავლელი დიპლომატები და სამხედრო სტრატეგოსები ამბობენ, რომ დაღლილ დაქანცული და ძალებისაგან გამოფიტული უკრაინას დრო ჭირდება აღსადგენად და რომ კიევი, როგორც ჩანს, 2025 წლამდე ძალას ვერ მოიკრებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კონტრშეტევის განსახორციელებლად“, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში.

...და მას დასვენება და ძალების აღდგენა ჭირდება

სტატიის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინის უნარი - დაიბრუნოს და კვლავ გააკონტროლოს დაკარგული ტერიტორიები - დღეს საეჭვოდ არის მიჩნეული. იმავდროულად კი, უკრაინისაგან განსხვავებით, რუსეთის ეკონომიკა ვითარდება, „ქვეყანა პრაქტიკულად სამხედრო რელსებზეა გადასული“. კრემლის მიერ განხორციელებულმა პოლიტიკამ რუსეთის პოზიციები საგრძნობლად განამტკიცა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე - ბოლო დროს - დიპლომატიურ სარბიელზეც.

ამ ფონზე დასავლელი ლიდერები „უკრაინისათვის გამარჯვების დაპირებებიდან“ ნელ-ნელა გადადიან მისი ბრძოლისადმი „უბრალო მხარდაჭერაზე“. ისეთი პირი უჩანს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ომი უკვე გაჭიანურებული და ხანგრძლივი იქნება.

თუ უკრაინა და მისი მოკავშირეები  შეძლებენ ამჟამინდელი პრობლემებისადმი გამკლავებას, ასეთ სიატუაციაში, დასავლელი სტრატეგოსების აზრით, 2024 წელი, უკეთეს შემთხვევაში, უკრაინის არმიისათვის „აღდგენისა და ძალების მოკრების წელი“ გახდება.

წყარო: https://www.dw.com/ru/wsj-vsu-ne-smogut-provesti-novoe-nastuplenie-do-2025-goda/a-67679115

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის