USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
"The Wall Street Journal" : რატომ არ აძლევს დასავლეთი უკრაინას რუსეთზე გამარჯვების ნებას
дата:  

 

ამერიკული გაზეთი „უოლ-სთრით ჯორნელი“ (WSJ – The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ არ აძლევს დასავლეთი უკრაინას რუსეთზე გამარჯვების ნებას“, რომლის ავტორია ჯონ ბოლტონი, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:ახალმა სადაზვერვო მონაცემებმა, რომ რუსეთის გაზსადენების „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში რომელიღაც „პროუკრაინული დაჯგუფების კვალი ჩანსო, ევროპაში მოულოდნელი პოლიტიკური გამოძახილი ჰპოვა. ამჟამად მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური რყევების ფონზე გაჩნდა შეშფოთება, რომ კიევის მონაწილეობა აფეთქებაში, პირდაპირი ან ირიბი, თუ ეს მართლაც ასეა, დაარღვევს უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერას რუსეთან ომში. კიევი თავის მონაწილეობას უარყოფს... მაგრამ თუნდაც უკრაინამ ნამდვილად მოაწყო დივერსია, რატომ უნდა დაამუხრუჭოს ამ წარმატებულმა ფაქტმა კიევისადმი დახმარების პროცესი? ასეთი მიდგომა არა მარტო პოტენციურად მავნეა, არამედ უფრო მასშტაბურ პრობლემასაც აშიშვლებს, რომელიც არაერთხელ შეგვახსენა თავი რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან. ნატო, შეიძლება ითქვას,  შეშინებული იყო მოსკოვის მუქარებით კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე, თუ ბრიუსელი კიევს თავის ნებაზე მიუშვებდა. მართალიამ ჯო ბაიდენმა ომის თავიდან აცილება ვერ მოახერხა (თუმცა, ობიექტურად თუ ვიტყვით, ამას არც მაინცდამაინც არ ცდილობდა), ვლადიმერ პუტინმა მოახერხა და ნატო გადამწყვეტი საპასუხო ნაბიჯებისაგან შეაკავა. არადა, ალიანსს შეეძლო ომი სწრაფად და გამარჯვებით, ძლევამოსილად დაესრულებინა. ახლა კი ამ პრობლემის გადასაწყვეტად დრო სულ უფრო ცოტა გვრჩება.

მოსკოვმა ნატოს დაშინებით გამოაშკარავა ვაშინგტონის უუნარობა იმაში, თუ როგორ უნდა იყოს ჩამოყალიბებული მკაფიოდ ომის მიზნები და როგორ უნდა შემუშავდეს მისი წარმატებით დასრულების სტრატეგია. ჯო ბაიდენს სურს, რომ რუსეთმა „ომი წააგოს“, მაგრამ იმავდროულად ეჭვი შეაქვს იმაში, რომ უკრაინა ნამდვილად გაიმარჯვებს. თუ მას გულწრფელად სჯერა  აშშ-ის ოფიციალური პოზიციისა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დარღვეული სუვერენიტეტის აღდგენის თაობაზე, მაშინ პრეზიდენტმა ამაზე ყველასათვის გასაგონად უნდა განაცხადოს, ყოველგვარი ეჭვების გარეშე.

არადა, რუსეთისადმი შიშებმა ჩვენ სამხედრო ჩიხში შეგვიყვანა. ჯო ბაიდენმა ომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიანო, რასაც კრემლზე ვერ იტყვი. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ჯო ბაიდენმა აღიარა - „არავინ არ თვლიდა, რომ სანქციები ომს თავიდან აგვაცილებდაო“. 2022 წლის მაისში აშშ-ის ტავდაცვის მინიტრმა და პრეზიდენტის მრცეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავიანთ რუს კოლეგებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვეს, რაც აშშ-ის სისუსტისა და გაუბედაობის დამაჯერებელი ნიშანია.

ამერიკა ძალიან მოტყუვდა იმაში, რომ უკრაინას თავიდანვე არ მიაწოდა შემტევი იარაღი და მძიმე ტექნიკა. გარდა ამისა, ვაშინგტონი კიევს უკრძალავს დარტყმები მიაყენოს ყირიმის ნახევარკუნძულს, რომელიც უკრაინის კუთვნილ ტერიტორიას წარმოადგენს. ასევე ვაშინგტონი კიევს მოუჰწოდებს, რომ თავი შეიკავოს რუსეთის სიღრმეში დარტყმებისაგან და ეს მაშინ, როცა კრემლი უკრაინის მთელ ტერიტორიას ბომბავს. დამკვირვებლებ, რომლებიც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების კატასტროფულ გამოსვლას იხსენებენ, შეუძლიათ დაასკვნან, რომ ვაშინგტონს ან ვერ წარმოუდგენია რა გააკეთოს, ანდა თავს არიდებს ზედმეტ ზეწოლას მოსკოვზე.

დღეს თეთრი სახლის პოლიტიკა ასეთია: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტავდაცვას, მაგრამ არ გვსურს, რომ ეს ტავდაცვა და რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილი და მკაცრი იყოს. გაჭიანურებული ომი რისკიანია როგორც ამერიკისათვის, ისე უკრაინისათვის. ამერიკა საბრძოლო მასალების დამზადებას ვერ ასწრებს, რეზერვები ილევა. ჯო ბაიდენის პოლიტიკა წყალს ასხმს იზოლაციონისტების პოზიციას, რომლებსაც, პრინციპში, უკრაინისადმი დახმარება არ სურთ.

ერთი რამ ნათელია: რუსეთისადმი შიში და ომის ესკლაციის საფრთხე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. ჩვენმა დაზვერვამ მნიშვნელოვნად გადააწარბა რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობების შეფასებაში, ხოლო ბოლო თვეების ბრძოლებმა გვაჩვენეს, რომ კრემლის ბრძოლისუნარიანობა მცირდება. სადაა რუსეთის ის საიდუმლო ძლევამოსილი არმია, რომელიც ნატოს ემუქრებოდა? თუ ის მართლაც არსებობს, რატომ ვერ ვხედავთ [„ციმბირულ დივიზიებს“] უკრაინაში?

აშკარაა, რომ ნატო ვლადიმერ პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის „ჟღარუნმაც“ შეაშინა. არც ამ შიშს არ აქვს მტკიცე საფუძველი: ვფიქრობ, რომ კრემლის ბირთვული მუქარები მხოლოდ ბლეფია და მეტი არაფერი. ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ყველაზე უკიდურესი მომენტების დროს სეიზლება იქნეს განხილული - ან ბრძოლის ველზე განცდილი სრული კრახის ადროს, ან იმ დროს, თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს დამხობა დაემუქრება. ჩვენ უნდა შევძლოთ ხოლმე პუტინისებური ბლეფის გამოცნობა.

შესაძლოა ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უნებლიედ - ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება - თავისი ეჭვებით, ყოყმანითა და გაუბედაობით მხოლოდ ხელს უშლის სამხედრო ძალისხმევას. ანდა თეთრი სახლი ვერ აცნობიერებს, რომ თავისი ქმედებით კარს უღებს ამერიკული დახმარების პრინციპულ მოწინააღმდეგებს. აქედან გამომდინარე, მომწიფდა დრო, მკაფიოდ იქნას ფორმულირებული უკრაინის ომში ჩვენი მიზნები. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის მომხრეებს კვლავ დააბრალებენ, რომ ისინი თავიანთი დახმარებით კიევს „კარტ-ბლანშს“ აძლევენ დაუსრულებელი ომის საწარმოებლად (კიდევ კარგი, რომ ამ ომში ჩვენ ერთ წლის განმავლობაში ერთი ჯარისკაციც კი არ დაგვიკარგავს). მარტალია, დახმარების საკითხი ჩვენი შიდაპოლიტიკური საკითხია, მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების სფეროს ეხება. ასე რომ, ჯო ბაიდენმა დროა ჭკუას მოუხმოს და წესრიგი დაამყაროს.

წყარო: https://www.wsj.com/articles/why-wont-the-west-let-ukraine-win-nord-stream-deterrence-putin-munitions-stockpiles-bluff-objective-a70d956c?mod=opinion_lead_pos7

მოამზადა სიმონ კილაძემ

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати