USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
Тбилиси
The Wall Street Journal - „მოვიდა დრო დავასრულოთ მაგიური ფიქრები რუსეთის დამარცხებაზე. პუტინმა დასავლეთის ზეწოლა-სანქციებს გაუძლო და მისი ხელისუფლება ურყევია“
дата:  732

ამერიკული გავლენიანი გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მოვიდა დრო დავასრულოთ მაგიური ფიქრები რუსეთის დამარცხებაზე. პუტინმა დასავლეთის ზეწოლა-სანქციებს გაუძლო და მისი ხელისუფლება ურყევია“ (ავტორები - იუჯინ რუმერი, რუსეთის სპეციალისტი, აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს ექს-თანამშრომელი და ენდრიუ ვაისი, ჯორჯ ბუშ-უფროსისა და ბილ კლინტონის ადმინისტრაციების ყოფილი წევრი, რუსეთის მიმართულების ექს-კურატორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ახლოვდება პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე ტოტალური თავდასხმის მეორე წლისთავი. რუსეთის ლიდერი მტკიცედ და დამაჯერებლად გამოიყურება. უკრაინის არმიის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ფაქტიურად ჩაიშალა: რუსული გამაგრებული ხაზის გარღვევა ვერ მოხერხდა, ანუ კიევმა ვერ მიიღო ის კოზირი, რომელიც მოლაპარაკებაში გამოადგებოდა. საერთაშორისო მასმედიაში უკრაინის საკითხმა უკანა პლანზე გადაინაცვლა, გაზეთების მასალებში უპირატესობა უკვე ახლო აღმოსავლეთის კრიზისს აქვს მინიჭებული, პრესა აჭრელებულია ისრაელ-„ჰამასის“ ომის თემატიკით. აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მერყევი გახდა და სუსტდება, უფრო მეტიც - რესპუბლიკური პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აშკარად პროპუტინურ ხედვებს ამჟღავნებს...
ვლადიმერ პუტინს ნამდვილად აქვს იმის საფუძველი, რომ ჩათვალოს - დრო მის სასარგებლოდ მუშაობს. ფრონტის ხაზზე შექმნილი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი ძალას კარგავს, იფიტება და უკრაინას ამტანობით ჩამოუვარდება. მართალია, რუსეთის ეკონომიკა დასავლური სანქციებით გარკვეულწილად დაზარალდა, მაგრამ არ დანგრეულა და ემბარგოს საკმაოდ წარმატებით უძლებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: ევგენი პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება კიდევ უფრო განმტკიცდა: მოსახლეობისა და ელიტის მხარდაჭერაც კი ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმართ მაღალია.
დასავლელი ჩინოვნიკები იფიცებოდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების სამხედრო მრეწველობას განავითარებდნენ და უკრაინას ბევრ იარაღს მიაწვდიდნენ, მაგრამ მათი დაპირება ფუჭი გამოდგა, უამრავი ბიუროკრატიული პრობლემაა შექმნილი კიევის იარაღით მომარაგების ჯაჭვში. და ამ დროს რუსეთის სამხედრო ქარხნები სრული დატვირთვით მუშაობენ, ქვეყანა სამხედრო რელსებზეა გადასული. რუსებმა ძველი საბჭოთა ქარხნებიც კი აამუშავეს და საარტილერიო ჭურვებს ამზადებენ.
რუსეთის ეკონომიკის მმართველმა ტექნოკრატებმა დაამტკიცეს, რომ გამძლენი არიან, შეუძლიათ ადაპტირება და საზრიანობის გამოვლენა. ნავთობზე გაზრდილი ფასები (საუდის არაბეთთან თანამშრომლობით) ტრადიციულად ავსებს ფულით რუსეთის სახელმწიფო ხაზინას... უკრაინის ბიუჯეტი კი, რუსეთის საპირისპიროდ, ძლიერ არის დამოკიდებული დასავლურ ფინანსურ გადასხმებზე.
ვლადიმერ პუტინს ასევე შეუძლია კმაყოფილებით უყუროს და დატკბეს თავისი საგარეოპოლიტიკური მიღწევებით. მის ძალისხმევას პოზიტიური შედეგები მოაქვს: ინდოეთმა და ჩინეთმა რუსული ნავთობ-გაზისა და სხვა ნედლეულის სულ უფრო მეტი რაოდენობით შესყიდვით კრემლს შემოსავლები გაუზარდეს. ვლადიმერ პუტინს დიდად არ უდარდია დასავლეთ ევროპის ბაზრის დაკარგვა. იგი მზად არის მოკლე ვადით ჩინეთის „უმცროსი პარტნიორის“ სტატუსზეც კი დათანხმდეს. ჩინური პროდუქცია რუსეთის იმპორტში უკვე 50%-ს აღწევს, ხოლო წამყვანი რუსული ენერგეტიკული კომპანიები „ჩინეთზე დამოკიდებულები“ გახდნენ. მეზობლებმაც კი, რომლებთაც აქვთ იმის საფუძველი, რომ პუტინის უკმაყოფილონი იყვნენ ან მისი აგრესიისა ეშინოდეთ - მაგალითად, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი - ანტირუსული სანქციებით უდიდესი მოგება ნახეს: ისინი სატრანზიტო ქვეყნებად იქცნენ რუსული იმპორტისათვის - ისეთი პროდუქციის რეექსპორტმა, რომელიც ადრე რუსეთში პირდაპირ შედიოდა, მათ დიდძალი ფული მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა („სამხედრო დანაშაულის ჩადენის ბრალდებით“), რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში მაინც მხარს უჭერენ, განსაკუთრებით „გლობალურ სამხრეთში“. უკრაინის კონფლიქტი დიდ გავლენას ვერ ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც უკმაყოფილონი არიან აშშ-ისა და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტებით, ან დასავლეთის უყურადღებობით მათ მიმართ („უკრაინას ფულს აყრიან ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტვისათვის, ჩვენს გაჭირვებას კი ყურადღებას არ აქცევენ“).
ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. გავიხსენოთ, რომ უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა ხელი მოაწერა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომლის ძირითად მიზანს ქვეყნის მომზადება წარმოადგენდა დასავლეთთან გრძელვადიანი კონფრონტაციისათვის. ახლა პრეზიდენტს შეუძლია რუს ხალხს უთხრას, რომ მისი სტრატეგიამ გაამართლა.
ვლადიმერ პუტინი არავითარ ზეწოლას არ გრძნობს საომარი მოქმედებების შესაწყვეტად. მან კარგად იცის, რომ ომის გაგრძელება გაურკვეველი ვადით შეუძლია. ზამთრის მოახლოების კვალობაზე რუსეთი ფრონტის ხაზზე ლოკალურ კონტრშეტევებს ახორციელებს და, სავარაუდოდ, კვლავ დაარტყამს უკრაინის ენერგოობიექტებს რაკეტებით და დრონებით. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი თვლის, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ისა და ევროპის მხარდაჭერა დასუსტდება, უკრაინელები დაიქანცებიან მუდმივი ნგრევა-სიკვდილით და კრემლს შესაძლებლობა მიეცემა კიევს ჯერ ომის შეწყვეტის პირობები უკარნახოს, შემდეგ კი გამარჯვება გამოაცხადოს. ასეთი სცენარის ხელშემწყობი იდეალური ადამიანიც არსებობს - დონალდ ტრამპი - იმ შემთხვევაში, თუ იგი 2025 წლის იანვარში თეთრ სახლში დაბრუნდება.
რუსეთის ლიდერი მზადაა უკრაინაზე გამარჯვების იარაღად გადააქციოს ყველაფერი, რაც კი მის განკარგულებაშია. ბირთვული შეიარაღების კონტროლი და ევროპის უსაფრთხოება ამიერიდან მოსკოვის მძევლები არიან. კრემლი დაბეჯითებით ითხოვს, რომ დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს. 2026 წლისათვის თითქმის მთლიანად გაქრება ბირთვული იარაღის კონტროლის ცივი ომის დროინდელი ჯერ კიდევ შემორჩენილი სისტემები, მატულობს სამმხრივი გამალებული შეიარაღების ტემპი ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის. პუტინი არცერთ შემთხვევას ხელიდან არ უშვებს უკრაინაზე (ჩათვალე: დასავლეთზე) გამარჯვების მისაღწევად - დაწყებული ღაზას კრიზისით და დამთავრებული სასურსათო უსაფრთხოებითა თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლით. ეს ყველაფერი მისთვის წარმატების უზრუნველყოფის ინსტრუმენტებს წარმოადგენენ. ერთობლიობაში ასეთი სიტუაცია დასავლელი ლიდერებისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს.
რისი გაკეთება შეძლეს და რა ვერ მოახერხეს ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა?
დიახ, მათ საოცარი ეფექტურობით გადაწყვიტეს უმწვავესი საკითხები: კიევი გადაარჩინეს და უზრუნველჰყვეს თანამედროვე იარაღით, სადაზვერვო მონაცემებით, დაამტკიცეს ანტირუსული სანქციები და მის რეალიზებას შეუდგნენ. ახლა დადგა მომენტი გრძელვადიანი სტრატეგიაზე გადასვლისა, რომელიც ზეწოლას გააძლიერებს დასავლეთისგან გარიყულ კრემლის რეჟიმზე. წავიდა ილუზიებით კვების დრო, როცა ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ ლოკალური ღონისძიებებით პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებდნენ.
ის, რაც დასავლელმა ლიდერებმა აშკარად არ (ვერ) გააკეთეს, ის არის, რომ მათ საზოგადოებას ჯეროვნად ვერ აჩვენეს თავხედური და რევიზიონისტული რუსეთისაგან მომდინარე საფრთხე და მუქარები. ძალიან ხშირად ისინი სასურველს სინამდვილედ წარმოგვიდგენდნენ: ჯერ სანქციების იმედი ჰქონდათ - რუსეთი უკან დაიხევსო, შემდეგ კი უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს ელოდებოდნენ და სჯეროდათ, რომ რუსეთს მოლაპარეკების მაგიდასთან მიიყვანდნენ და კიევი მოსკოვს პირობებს უკარნახებდა... არაფერს ვამბობთ სასახლის გადატრიალების შედეგად პუტინის დამხობის ილუზიურ იმედებზე.
ცივი ომის დაწყებიდან ამერიკელი საგარეოპოლიტიკური ექსპერტები არასოდეს არ თვლიდნენ, რომ კრემლი მოულოდნელად თავის შეხედულებებს შეცვლიდა, ხოლო საბჭოთა სისტემა სწრაფად დაინგრეოდა. ამის ნაცვლად ისინი ფსონს დებდნენ გრძელვადიან წინააღმდეგობაზე, მეთოდურად და პერმანენტულად ზრუნავდნენ სამხედრო ალიანსების გაძლიერებაზე - ჯორჯ ქენანის კლასიკური დოქტრინის მიხედვით - „რუსული ექსპანსიის შეკავება ნელი და მომთმენი, მაგრამ იმავდროულად მტკიცე და ფხიზელი მოქმედებით“.
დღეს შეკავების პოლიტიკა ნიშნავს დასავლური ანტირუსული სანქციების გაგრძელებას, რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციას, კრემლის ჩარევის აღკვეთას ჩვენს საშინაო საქმეებში, ნატოს სამხედრო და შემკავებელი პოტენციალის გაძლიერებას - ამერიკულ-ევროპული ინვესტიციების გაფართოებით ჩვენს სამხედრო-სამრეწველო ბაზაში. ეს ასევე ნიშნავს პუტინის „სპეცოპერაციით“ გამოწვეული დიპლომატიური, საინფორმაციო, სამხედრო და ეკონომიკური ზიანის შერბილებას.
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ „ცივი ომი“ ისევ დავიწყოთ. კრემლთან გლობალური მეტოქეობა არ იქნებოდა გონივრული გადაწყვეტილება არც აშშ-ის რესურსების ხარჯვისა და არც ამერიკის პრესტიჟის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა დავიწყოთ უაზრო თამაში „თხუნელაზე დასარტყმელად“ - წერტილოვანი გადაწყვეტილებების უსასრული ძიება რუსეთის გავლენის ყოველი გამოვლენის წინააღმდეგ. დღევანდელ პუტინის რუსეთს უკვე აღარ აქვს ის გავლენა და მიმზიდველობა პლანეტის სხვადასხვა ქვეყნებისათვის, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა.
უფრო მეტიც - დღევანდელი გარემოებები ძალიან განსხვავდებიან საბჭოური საფრთხეებისაგან: ევროპა აღარ არის ისეთი გავერანებული უდაბნო, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო. ნატო უწყვეტად ფართოვდება - ამას წინათ ალიანსმა ორი ახალი წევრი - შვედეთი და ფინეთი მიიღო, ვლადიმერ პუტინს კი მხოლოდ ფხენიანში, თეირანში და პეკინში თუ უმასპინძლებენ. ძალთა თანაფარდობა რუსეთის წინააღმდეგ შეტრიალდა.
და ყველაზე მთავარი: ყველა პროგნოზის მიუხედავად, უკრაინამ რუსეთის თავდასხმას გაუძლო. ორ წელზე ნაკლებ დროში უკრაინის არმიამ კრემლს წყალში ჩაუყარა რუსული არმიის მოდერნიზების ათწლიანი პერიოდი. ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი დახმარება უკრაინისადმი უბრალო ქველმოქმედება კი არ არის, არამედ დასავლური სტრატეგიის ელემენტს წარმოადგენს - თანაც ეფექტურს.
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას დავეხმაროთ ევროპაში თავისი ადგილის დაკავებაში. უკრაინის მსგავსი უბედურება არცერთ ყოფილ კომუნისტურ ქვეყანას არ გადაუტანია [იუგოსლავიის გარდა]. ქვეყნის აღდგენა არამარტო უკრაინელთა მომავალი თაობების ამოცანა იქნება, არამედ უკრაინის მრავალრიცხოვანი მეგობრების, პარტნიორებისა და მოკავშირეებისთვისაც.
ატლანტიკის ორივე ნაპირების ლიდერებს მოუწევთ ერთმანეთის მიმართ მტკიცე სოლიდარობა გამოავლინონ. კრემლი ხშირად ოსტატურად ნერგავს განხეთქილებას ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის. სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური სცენიდან წასვლის იმედი ნაადრევია. ასევე პრობლემატურია მოსკოვისა და პეკინის დაშორება ერთმანეთისაგან.
თუმცა, ოდესმე თუ კრემლში ხელისუფლება შეიცვლება, ახალი ხელმძღვანელობისადმი „უადანაშაულობის პრეზუმფციის“ მიცემას დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. პრეზიდენტ რონალდ რეიგანს დიდხანს არწმუნებდნენ იმაში, რომ მიხეილ გორბაჩოვი თავისი საბჭოთა წინამორბედებისაგან განსხვავდებოდა და საბოლოოდ დაიჯერა, მაგრამ ახლა ეს ამოცანა ბევრად რთულია - ვლადიმერ პუტინის სავარაუდო მემკვიდრეს ხომ საომარი მოქმედებების შეწყვეტა და კიევთან სერიოზული მოლაპარაკების დაწყება მოუწევს [დამარცხებულის სტატუსით].

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ ამ ღონისძიებათა გრძელვადიანი ხასიათი. თვით კონფლიქტის დასრულებაც კი, როცა ის მოხდება, რუსეთსა და ევროპას შორის კონფრონტაციის დამთავრებას არ ნიშნავს. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენ, უკრაინის მეგობრებს, გვსურს, რომ უკრაინელთა სამშობლო აყვავებული, ძლიერი და გაერთიანებული იყოს, რომ მათი ქვეყანა ევროპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში მთლიანად, სრულყოფილად ჩაერთოს. მაგრამ რადგანაც პუტინი და მისი მემკვიდრეები ამ ფაქტს რუსეთის საბოლოო დამარცხებად ჩათვლიან, ისინი ყველაფერს გააკეთებენ და არაფერს არ დაიშურებენ იმისათვის, რომ უკრაინის აღორძინება და ევროპაში ინტეგრირება არ მოხდეს.

წყარო:https://www.wsj.com/

მოამზადა სიმონ კილაძემ

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати