USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«The Wall Street Journal» (აშშ): „რომის პაპი ფრანცისკე, უკრაინის ომის ფონზე, რუსულ ისტორიულ იმპერიალიზმს განადიდებს“
თარიღი:  476

„რომის პაპმა ფრანცისკმა მე-18 საუკუნის იმ რუსი იმპერატორების საქმინობა განადიდა, რომლებიც ვლადიმერ პუტინისათვის მოდელები გახდნენ უკრაინის წინააღმდე მიმართულ ტერიტორიულ პრეტენზიებში. პაპის ასეთი პოზიცია დაგმო როგორც უკრაინის მთავრობამ, ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამაც“, - წერს ფრენსის როკა, აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street  Journal) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რომის პაპი ფრანცისკე, უკრაინის ომის ფონზე, რუსულ ისტორიულ იმპერიალიზმს განადიდებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პარასკევს განოხრიელებული ტელეხიდის დროს რომის პაპმა ფრანცისკემ სანკტ-პეტერბურგში შეკრებილ რუს კათოლიკურ ახალგაზრდებს მოუწოდა, რომ პეტრე დიდისა და ეკატერინე მეორის კვალს გაჰყვნენ, რომლებიც, პაპის აზრით, დიდი კულტურისა და ადამიანურობის მქონე განათლებული ქვეყნის მმართველები იყვნენ.

ვატიკანს პაპის ნათქვამი პეტრე პირველსა და ეკატერინე მეორეზე არ გამოუქვეყნებია, მაგრამ გამოაქვეყნა ჯერ მოსკოვში არსებულმა რომაულ-კათოლიკურმა არქიეპარქიამ, შემდეგ კი ციმბირის კათოლიკურმა ტელევიზიამ, ბოლოს კი რუსულმა მასმედიამაც.

ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღევანდელი ომის გამართლებას ცდილობს, ყოველთვის მიუთითებს ხოლმე პეტრე I-ის მაგალითზე, რომელმაც რუსეთის ტერიტორია გააფართოვა და პირიქით, უკრაინის ავტონომია შეამცირა. რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ტერიტორიას პუტინი „ნოვოროსიას“ უწოდებს - ამ ტერმინის ისტორია სწორედ მე-18 საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება, როცა ეკატერინე მეორემ 1764 წელს თურქები დაამარცხა, დღევანდელი უკრაინის სამხრეთი ნაწილი დაიპყრო და რუსეთს მიუერთა.

სხვათა შორის, რომის კათოლიკური ეკლესიისაგან დევნის პერიოდში, XVIII საუკუნის დასასრულს და XIX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერატორები იეზუიტთა ორდენს იცავდნენ და იფარავდნენ, რომლის წევრსაც თვითონ პაპი ფრანცისკე წარმოადგენს.

რომის პაპის გამონათქვამი კიევმა აშკარად პრორუსულად ჩათვალა: ფრანცისკეს მიერ რუსეთის იმპერატორთა საქმეების განდიდება დაგმო ერთი მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ („საწყენია, რომ პაპი, ნებით თუ უნებლიედ, რუსულ იმპერიალიზმს, მოსკოვის აგრესიის მთავარ მიზეზს განადიდებს. პაპმა, პირიქით, ახალგაზრდებს თვალი უნდა აუხილოს რუსეთის ხელმძღვანელების აგრესიულ პოლიტიკაზე“), ასევე უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამაც („უკრაინელ კათოლიკეებს პაპის სიტყვებმა ძლიერი სულიერი ტკივილი მიაყენა“).

პაპის გამოთქვამებმა მრისხანების ტალღა გამოიწვია სოციალურ ქსელებშიც, განსაკუთრებით რუსეთის მეზობელ ქვეყნებში. ფრანცისკეს ნათქვამი არ მოეწონა ესტონეთის ექს-პრეზიდენტს თომას ჰენდრიკ ილვესს, რომელმაც „ჭეშმარიტად შემაძრწუნებელი“ უწოდა.

რასაკვირველია, ვატიკანმა უარყო მტკიცება, რომ პაპი რუს იმპერატორების მოქმედებას იწონებს: „პაპი არასოდეს მხარს არ უჭერდა იმპერიალისტურ იდეებს. პირიქით, იგი იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის  მტკიცე მოწინააღმდეგეა ყველა დროში და ყველა ეპოქაში“, - ნათქვამია ვატიკანის განზცხადებაში

ობიექტურად თუ ვიტყვით, რომის პაპი მართლაც დარდობს უკრაინელთა ტანჯვაზე, მაგრამ ხშირად თავს იკავებს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის მტკიცე დაგმობისაგან და მიანიშნებს, რომ თავს არიდებს ომის გამწვავებას და მასში ნატოს ქვეყნების ჩაბმის პროვოცირებას.. ასეთი პოზიცია, ბუნებრივია, არც უკრაინას არ მოსწონს და არც დასავლელე მოკავშირეებს.

სხვათა შორის, პაპის პოზიციით, რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-სა და რუსეთის დაპირისპირების შედეგია, რომელსაც უკრაინა მსხვერპლად ეწირება. „სასწორზე დევს იმპერიული ინტერესები - არამარტო რუსეთის, არამედ სხვებისაც. დღეს ასეთი იმპერიები ნამდვილად არის. მათთვის კონკრეტული ხალხების ბედი მეორეხარისხოვანია“, - ამბობდა პაპი შვეიცარიის ტელევიზიისადმი მიცემულ ინტერვიუში.

ვატიკანმა შუამავლის როლის შესრულებაც სცადა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით (მისი წარმომადგენელი მატეო ძუპი იყო კიევშიც და მოსკოვშიც), მაგრამ არც უკრაინას და არც რუსეთს რაიმე ინტერესი არ გამოუვლენია.

წყარო: https://www.wsj.com/world/russia/pope-francis-praises-historical-russian-imperialism-amid-war-in-ukraine-8b7445c0

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის