USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
თბილისი
«The Daily Express» : „საქართველო, ევროპის მალული მარგალიტი შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის, თავის აღმოჩენას ელოდება“
თარიღი:  595

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (The Daily Express) რუბრიკით „მოგზაურობა“ გამოქვეყნებულია სტატია შთამბეჭდავი სათაურით „მშვენიერი ქვეყანა საოცრად ლამაზი დედაქალაქით, რომელიც სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს: საქართველო, ევროპის მალული მარგალიტი შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის, თავის აღმოჩენას ელოდება“ (ავტორი - თეილა ნიკოლ-თომსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შავ ზღვასა და კავკასიის მთებს შორის მდებარეობს საქართველო - ქვეყანა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შეუფასებელ მარგალიტს წარმოადგენს. საქართველოს მდიდარი უძველესი ისტორია და ულამაზესი ბუნება აქვს, მისი დედაქალაქი თბილისი კი მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი მომხიბლავი და მიმზიდველია. იმ დროს როცა ევროპელი ტურისტები პარიზში, რომში ან მადრიდში დადიან, ბევრი ბრიტანელი დამსვენებელ- მოგზაურებისათვის საქართველო პრიორიტეტული ქვეყანა ხდება.

ვინც საქმის კურსშია, მან კარგად იცის, რომ ამ თვალწარმტაც ქვეყანაში აღმოსავლეთი და დასავლეთი, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთთან იდეალურად არის შეხამებული და შერწყმული... და ეს ყველაფერი იმ ძვირადღირებული ფასების გარეშე, რომელიც სხვა მიმართულებებს  ახასიათებთ.

საქართველოს ცენტრს თბილისი წარმოადგენს, რომელიც მდინარე მტკვრის ხეობაშია გაშენებული. ქვეყნის დედაქალაქი ჭრელ ლამაზ ხალიჩას ჰგავს თავისი ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებიანი სახლებით და ნარიყალას უძველესი ციხე-სიმაგრით. თბილისი მეოთხე საუკუნეშია დაარსებული, მაგრამ ქალაქს ახალგაზრდული, შემოქმედებითი ენერგია აქვს.

რა თქმა უნდა, თბილისში ღვინის ბევრი ბარი მუშაობს - საქართველო ხომ ღვინის წარმოების უძველეს ცენტრად არის მიჩნეული. თბილისურ ეგზოტიკას წარმოადგენს თბილი გოგირდოვანი წყლის აბანოები, რომლებსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს. თბილისში ბევრი ქრისტიანული ეკლესია დგას, რომლებიც ქუჩის შენობების არქიტექტურასთან ორგანულად არიან შეწრყმულნი.

მართალია, საქართველო ზოგადად დაუვიწყარ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ ქვეყნის ნამდვილი სახე მისი კუთხეების სილამაზესა და ჯადოსნურ გარდასახვაში გამოიხატება: ამ მცირე ფართობის მქონე მიწაზე ყველაფერია - მთები, ხეობები, უღრანი ტყეები, უდაბნო, ზღვა და პალმები. თბილისის ჩრდილოეთით თუ წახვალთ, მოკლე დროში თოვლ-ყინულიან კავკასიონს და საქართველოს ერთ-ერთ მაღალ მწვერვალს - ყაზბეგის მთას მიადგებით, აღმოსავლეთით - ქართული ღვინით განთქმული კახეთის ვენახებში მოხვდებით, სადაც ყველაზე უკეთესია შემოდგომაზე იმოგზაუროთ.

საქართველო კავკასიაში რბილი ჰავით გამოირჩევა, წელიწადის ყველა დროს თავისი სილამაზე აქვს - გაზაფხულზე ყველაფერი აყვავებულია, ხასხასა მწვანე ფერი ბატონობს, კარგი დროა ფეხით სეირნობისთვის. ზაფხული ზოგჯერ ცხელია, თუმცა სიცხეს მთის ჰაერი აგრილებს. ამ დროს შავი ზღვის სუბტროპიკული კურორტები ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩევა. შემოდგომა საქართველოში ოქროს სეზონად არის ცნობილი, განსაკუთრებით კახეთში, სადაც ვენახის ზვრებში ყურძნის მოსავლის აღების სადღესასწაულო დღეები დგება...

ზამთრობით თბილისის ახლოს სამთო-სათხილამურო ცენტრები მოქმედებენ, მათ შორის გუდაური, რომელიც ალპური კურორტის ალტერნატივად უნდა ჩაითვალოს

და მაინც, თავისი შესაძლებლობების მიუხედავად, საქართველო მაინც მცირეტურისტულ ქვეყნად რჩება: თქვენ იქ ვერანაირ რიგებს ვერ იპოვით რომელიმე ღონისძიებაზე, ყველაფერი თავისუფლადაა დაბალი ფასებით.

საქართველოში ნახავთ ხელუხლებელ ბუნებას, იგრძნობთ ქართველი ხალხის განთქმულ სტუმართმოყვარეობას... თქვენ აღმოაჩენთ ქვეყანას, რომელიც ამაყობს თავისი ტრადიციებით, თავისი კულტურით... ნახეთ, გამოიკვლიეთ და თვითონ დარწმუნდებით.

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის