USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
Тбилиси
«The Daily Telegraph»: „უკრაინამ გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა იპოვა“
дата:  828

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულია ამერიკული კვლევითი ცენტრის „რენდ კორპორეიშენის”  (Rand Corporation) მეცნიერ-თანამშრომლის მაიკლ ბონერტის სტატია სათაურით „უკრაინამ გამარჯვებისაკენ მიმავალი გზა იპოვა“, რომელშიც ავტორი რუსეთ-უკრაინის ომის პერსპექტივაზე მსჯელობს და მტკიცე რწმენას გამოხატავს - უკრაინა გაიმარჯვებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ეჭვი არ შეგეპაროთ: უკრაინის არმიის ამასწინანდელ ოპერაციას რუსეთის კურსკის ოლქში პოტენციურად შეუძლია რუსეთის ჯარების რაოდენობის გაზრდა - უპირველესად კი დონბასიდან. დრეს თუ არა ხვალ, მოსკოვი იძულებული გახდება. შესაბამისად, კრემლი დონბასში შეტევით ოპერაციებს შეასუსტებს. უკრაინელთა „კურსკის ნახტომი“ რუსეთის არმიას წარმატების შესაძლებლობას უსპობს - მიმდინარე წლის ბოლომდე მაინც.

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთმა ზაფხულის პირველ ორ თვეში მთელი თავისი რესურსები დონბასში კონტრშეტევას მოახმარა. კრემლმა მეტ-ნაკლებად იცოდა, თუ რა საფრთხე ელოდებოდა კურსკის ოლქს, მაგრამ წინასწარგანზრახულად მთავარ პრიორიტეტად პოკროვსკის მიმართულება ამოირჩია. მაგრამ რად გინდა - უკრაინელი ჯარისკაცები პირდაპირ „ფქვავდნენ“ რუსებს და რუსულ ტექნიკას. თუ შევადარებთ ჯარში გაწვეული მოქალაქეებისა და რუსული მრეწველობის მიერ გამოშვებულ სამხედრო ტექნიკის რაოდენობას ბრძოლის ველზე დაღუპულებისა და აფეთქებული ტექნიკის რაოდენობასთან, ციფრები თითქმის ერთიდაიგივეა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვს, რეზერვები, პრაქტიკულად აღარ დარჩა. კრემლს მოუწევს დამატებითი მობილიზაციის გამოცხადება, თუმცა თავს არიდებს.

მოსკოვი არჩევანის წინაშე დგას: ალბათ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვე მაინც დაჭირდება ჯარის დანაკლისის სესავსებად, როგორც ჯარისკაცების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით. კრემლს ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს - დონბასში და კურსკში. უკრაინის არმიის ქვედანაყოფების უპირატესობა კურსკის ოლქში იმით გამოიხატება, რომ ისინი იქ საკუთარ ტერიტორიას არ იცავენ და შეუძლიათ უფრო თავისუფლად იმოქმედონ თავდაცვის ზღუდეებისათვის ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. შესაბამისად, რუსების მოქმედება კურსკის ოლქის ტერიტორიის გასათავისუფლებლად ძვირადღირებული იქნება - პრინციპით „ვინც უტევს, ის მეტ დანაკარგს განიცდის“.

უკრაინის შეჭრამ ცვლილებები შეიტანა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ოპერაციებშიც: გავიხსენოთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი, კურსკის ოლქში მდებარე აეროდრომების მეშვეობით დაუსჯელად ყრიდა უკრაინის ქალაქებზე და ფრონტის ხაზზე „მფრინავ ბომბებს“, ახლა კი კრემლს ამის შესაძლებლობა წაერთვა - რუსულ ავიაციას უფრო შორი მანძილიდან მოუწევთ ბომბების ჩამოყრა, რაც სიზუსტეს აქვეითებს. უკვე შეიმჩნევა ყოველდღიური დაბომბვების სიხშირის შემცირება.

მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალები ისე არიან „გაჭიმული“ ფრონტის მთელ ხაზზე (კურსკის ოლქის ჩათვლით), როგორც არასოდეს არ ყოფილან მთელი ომის განმავლობაში. ახლოვდება შემოდგომა - წვიმების პერიოდი, რაც რუსების შემტევ ოპერაციებს დააყოვნებს. და თუ დასავლეთი კიდევ  უფრო გაამკაცრებს სანქციებს და უკრაინას მეტ შორი მოქმედების იარაღს მიაწვდის ზურგში მდებარე საწყობების, ბაზებისა და ქარხნების გასანადგურებლად, მაშინ ასეთი ზომები უკრაინას შესაძლებლობას მისცემს 2025 წლის გაზაფხულამდე თავისი არმია არადგინოს და უკეთ მოამზადოს.

დასავლეთის დახმარება უნდა იყოს რეგულარული, დროული და საკმარისი, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია კიევს ფიქრი თავისი ტერიტორიების რეალურ დაბრუნებაზე 2025 წლის დასასრულისათვის.

უკრაინა გამარჯვებისაკენ მიმავალ სწორ გზაზე დგას. კიევის მოკავშირეებმა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება სწარაფად დასრულდეს ეს კონფლიქტი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკრაინის ძალის პოზიციიდან.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/

 

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати