USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
«The Daily Telegraph»: „რუსეთის აგრესია არ უნდა დავივიწყოთ, დონალდ ტრამპი კი ვლადიმერ პუტინს კარტ-ბლანშს აძლევს“
дата:  799

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „რუსეთის აგრესია არ უნდა დავივიწყოთ, დონალდ ტრამპი კი ვლადიმერ პუტინს კარტ-ბლანშს აძლევს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როგორც პოლიტიკოსები ამბობენ ხოლმე, ბოლო დღეების „ოპტიკა“ (მოვლენები და მათი აღქმა) ვლადიმერ პუტინისათვის ჩინებულია. სამწლიანი ცივი დამოკიდებულების შემდეგ დასავლეთმა კრემლის გუნდთან ერთ მაგიდაზე დაჯდომაზე დათანხმდა, ანუ რუსეთი ამერიკელებთან  მოლაპარაკებების პროცესს დაუბრუნდა, თანაც საერთაშორისო დიპლომატიის უმაღლეს დონეზე. ერ-რიადში მოსკოვის დელეგაციას ხელმძღვანელობდა სერგეი ლავროვი, რომლის წინააღმდეგ მრავალი საერთაშორისო სანქცია მოქმედებს, მაგრამ...

საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებაზე მხარეებმა არამარტო უკრაინაზე იმსჯელეს. ორივე მხარეს სურს სრულფასოვანი დიპლომატური ურთიერთობების აღდგენა, ვაჭრობის განახლება... მოლაპარაკების მომდევნო ეტაპი იქნება უშუალოდ პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, რომელიც რამდენიმე კვირის შემდეგ გაიმართება. უკრაინაში შეჭრიდან სამი წლის შემდეგ ისტორია ტავბრუდამხვევით სისწრაფით ვითარდება.

რღვეული (ბზარები), რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე არსებობდა აშშ-ისა და დასავლეთის სანქციების სახით - ყირიმის მიერთებისა (2024 წელს) და სოლსბერის მოწამვლების (2018 წელს) გამო - ალბათ, მალე გაქრება. ხომ თქვა მისტერ მარკო რუბიომ -„დასავლეთს ნორმალური ცხოვრების აღდგენა სურს“.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ - რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ომი უკრაინაში - მოსკოვს ხელში „კარტ-ბლანში“ მისცა. ახლა რუსებმა იციან, რომ თეთრი სახლის ბინადარი კრემლელ კოლეგას ფართო შესაძლებლობას მისცემს უკრაინასთან გასამარჯვებლად (ომის დასამთავრებლად), თვითონ კი თავის თავს დიდ მშვიდობისმყოფლად წარმოიდგენს.

იმას, თუ რას ფიქრობენ უკრაინელები, როგორც ჩანს, მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც საუდის არაბეთში უნდა ყოფილიყო, თავისი ვიზიტი გააუქმა - მას პირდაპირ მიანიშნეს, რომ იგი რუბიო-ლავროვის მოლაპარაკების დროს ერ-რიადში სასურველი პიროვნება არ იყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელ მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. არადა, მისტერ მარკო რუბიო ამბობდა, რომ „დგება ისეთი სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის დრო, რომელიც ყველასთვის მისაღებია“. ამასთან, მის ნათქვამში ისიც ჩანდა, რომ დონალდ ტრამპს ასე უნდა და თუ უკრაინელები მის სურვილს მხარს არ დაუჭერენ, ესე იგი, მათ ამერიკული დახმარება შეუწყდებათ.

მარკო რუბიომ ისიც თქვა, რომ ამერიკა რუსეთს სანქციებს მოუხსნის, რაც, თავის მხრივ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს: გააუქმებენ თუ არა ისინი თავიანთ ანტირუსულ სანქციებს იმ დროს, როცა თვითონ მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ? და რატომ უნდა დაუშვას დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მიმართ ლოიალობა იმის შემდეგ, რაც კრემლმა სოლსბერიში გააკეთა?

რატომ უნდა დახარჯოს ბრიტანელმა გადასახადის გადამხდელმა თავისი ფული რუსეთის მიერ უკრაინისადმი მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად? დროა რუსული აქტივი - გაყინული 300 მილიარდი დოლარი, რომლის მხოლოდ პროცენტები იხარჯება ხლა უკრაინისათვის, მთლიანად გადაეცეს კიევს. მოკლედ, ისეთი პირი უჩანს მოვლენებს, რომ რუსმა მილიარდერებმა შეიძლება თავიანთი ჩამორთმეული იახტები და ბინები ისე დაიბრუნონ, თითქოსდა არაფერი არ მომხდარა.

 

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати