USD 2.6908
EUR 3.2088
RUB 3.5562
Тбилиси
The Daily Telegraph: „რომის ახალი პაპი შეიძლება დონალდ ტრამპის ძლიერი კრიტიკოსი გახდეს: ლეო XIV-ის შეხედულებები თეთრი სახლის გაღიზიანებას გამოიწვევს“
дата:  890

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 9 მაისი ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რომის ახალი პაპი შეიძლება დონალდ ტრამპის ძლიერი კრიტიკოსი გახდეს: ლეო XIV-ის შეხედულებები თეთრი სახლის გაღიზიანებას გამოიწვევს“ (ავტორი - ტიმ სტენლი). „მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაპი ამერიკელია, აშშ-ის ხელისუფლებისათვის მისი არჩევა შეიძლება არასასიამოვნო იყოს“, - ასეთი თვალსაზრისია გამოხატული პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა წმინდა პეტრეს მოედანზე ვიდექი და ახალი პაპის სახელი - რობერტ ფრენსის პრევო - გავიგონე, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო და, სხვათა შორის, თვითონ მისთვისაც პაპად არჩევა სიურპრიზი გამოდგა.

მოედანზე მყოფ ამერიკელებს ეს ამბავი ზალიან გაეხარდათ. ერთ-ერთი ჩემს გვერდით მდგომი გაიძახოდა - „ამერიკელი პაპი! ღმერთო ჩემო, ამერიკელი რომის პაპი!“.

როცა ლეო XIV ბლკონზე გამოვიდა, იგი ძალიან აღელვებული ჩანდა და აშკარად ნერვიულობდა. ის, ვინც მიჩვეული იყო კულისებს მიღმა ყოფნას, ახლა ვარსკვლავი გახდა.

რომის პაპები წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებს ჯერ კიდევ პაპ იოანე პავლე II-ის დროიდან ესალმებიან, მაგრამ ლეო XIV პირველი პაპია, რომელიც მთლიანად წინასწარ დაწერილ ტექსტს კითხულობდა - ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას სურს ზუსტად გამოხატოს თავისი სურვილები და მიზნები. მის გამოსვლაში ხაზგასმულია ერთობა, დიალოგი და ეკლესიის მისია.

დონალდ ტრამპმა, პაპის თანამემამულემ, მისასალმებელი წერილი გამოაქვეყნა: „ჩემთვის დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ახალი პაპი პირველი ამერიკელია, რომელიც რომის პაპი გახდა“, - დაწერა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

პირველმა ამერიკელმა რომის პაპმა, როგორც ჩანს, მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში - ეს უეჭველია, რადგან როგორც ამომრჩეველი, იგი აბორტების მოწინააღმდეგე და სიცოცხლის გაგრძელების მომხრეა, მაგრამ ბევრ საკითხში ჩიკაგოელ მათემატიკოს მღვდელს, რომელიც პერუში მისიონერად წავიდა და იქ არქიეპისკოპოსი გახდა, პრეზიდენტისაგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

რობერტ პრევო - რომის პაპი ლეო XIV - მისი წინამორბედის - ფრანცისკას - იდეების გამგრძელებელი იქნება, მაგალითად, განქორწინებების საკითხებში (სამოქალაქო შეუღლების განმეორებითი უფლება), ჰომოსექსუალების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში. მის გამოსვლაში გაჟღერდა ფრანცისკას იდეა, რომ ადამიანები ურთიერთგაგებისაკენ უნდა ისწრაფვოდნენ და გულწრფელობას უნდა ამჟღავნებდნენ. 

და ბოლოს, მისი სახელი - ლეო XIV - მნიშვნელოვან მომენტზე მიანიშნებს: ლეო XIII იყო Rerum Novarum-ის ავტორი - 1891 წლის ენციკლიკისა, რომელშიც იმ დროისთვის ეკლესიის როლის ახლებურად გააზრება იყო გადმოცემული: სიღარიბის დაძლევაში, მოწყალების გაღებაში და დავრდომილთა დახმარებაში. მე ვიტყოდი, რომ რობრტ პრევოს მიერ ლეო XIV-ის სახელად აღება ერთ-ერთი პირველი პროგრესული ნაბიჯია მის სამომავლო მმართველობის პროცესში.

გარდაცვლილი პაპის ფრანცისკას სახელი ასოცირდებოდა როგორც მშვიდობისმოყვარეობასთან (იგი თავის დროზე ბალკონზე თეთრ სამოსში გამოვიდა) და შემრიგებლობასთან, ასევე მეამბოხე დამოკიდებულებით რიგი საკითხების მიმართ. ლეო XIII ენერგიული პოტიფიკი იყო, აქტიურად გამოდიოდა სოციალიზმის წინააღმდეგ, მაგრამ მხარს უჭერდა პროფკავშირების საქმიანობას მშრომელ ადამიანთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

წმინდა პეტრეს ბაზილიკის ბალკონზე ლეო XIV თავისი ისტორიული წინამორბედის ლეო XIII-ის მსგავსად, მდიდრულად მორთული წითელი სამოსით გამოვიდა, რაც, ალბათ, მის სამომავლო აქტიურობაზე მიანიშნებს.

მაგრამ რას წარმოადგენს ახალი პაპი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისათვის?

როგორც ჩანს, ამერიკის 47-ე პრეზიდენტს ვატიკანში კიდევ ერთი ახალი კრიტიკოსი გაუჩნდა. სიტუაციის ირონიულობა იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელი აშშ-ის რესპუბლიკური პარტია ისეთი კათოლიკურია, როგორიც არასოდეს არ ყოფილა. მას ადასტურებს პირველი ლედის მელანიას და ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს ვენსის ღრმა მორწმუნეობაც. რესპუბლიკური პარტია აბორტების წინააღმდეგია, რაც სრულიად შეესაბამება კათოლიკური ეკლესიის პოზიციას, ასევე სექსუალობასთან მიმართებით.

მაგრამ ლეო XIV არ ეთანხმება აშშ-ის ხელისუფლების ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას. პერუში მოღვაწეობის დროს იგი პატივისცემით სარგებლობდა ვენესუელელ მიგრანტებს შორის, რომლებსაც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა და თანაგრძნობას გამოხატავდა. ასევე - ლეო XIV-მ გააკრიტიკა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეიმს ვენსის განცხადება, რომ ქრისტიანებმა უპირველეს ადგილზე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები უნდა დააყენონ: „ჯეი დი ვენსი სცდება: იესო არ გვთხოვს ჩვენი სიყვარულის სხვადასხვანაირად შეფასებას. ქრისტიანებს ყველა ერთნაირად უნდა უყვარდეთ“.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯეიმს ვენსი თავის გამონათქვამს უკავშირებს წმინდა ავგუსტინის საქმიანობას, პაპი ლეო XIV კი წმინდა ავგუსტინელთა ორდენის ხელმძღვანელად რამდენჯერმე იყო არჩეული. ასე რომ, პაპმაც კარგად იცის, როდის რას აკეთებდა წმინდა ავგუსტინე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუ როგორ შეებრძოლებიან ერთმანეთს „ხმალამოღებულები“ ეს ორი ინტელექტუალი ქრისტიანი  სამომავლოდ. პრინციპში, მათი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება.

რატომ? იმიტომ, რომ დასავლური კონსერვატიზმი, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, ნაციონალისტურ შეფერილობას იძენს. კათოლიციზმი კი უნივერსალურია, რაშიც სასიამოვნო გაკვირვებით დავრწმუნდი, როცა წმინდა პეტრეს ტაძრის წინ, მოედანზე ვიდექი: ირგვლივ უამრავი ალამი დავინახე - აფრიკელები, აზიელები, ევროპელები... მღვდლები ყველა ფერის სამოსში გამოწყობილნი... ადამიანთა ყველა რასა, რომლებსაც პაპისადმი - წმინდა მამისადმი - სიყვარული აერთიანებთ.

ამერიკელი ახალგაზრდები სკანდირებდნენ: „ოლე-ლეო! ოლე-ლეო!“ - თითქოსდა აშშ-ის ნაკრების მიერ კარში გამარჯვების გოლი იქნა გატანილი.

мир
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати